აგერ უკვე რამოდენიმე დღეა, "ფორუმის შესახებ"-ში გახსნილია თემა სახელად:
mahatma-gandhi "mahatma-gandhi - ბოროტად იყენებს მოდერობას"
შევეცადე გამერკვია რას ითხოვს თემის ავტორი, ასევე სხვა ფორუმელები რომლებიც ავტორს ეთანხმებიან; სამწუხაროდ, არაფერს კონკრეტულს, არაფერი ფაქტები იქ არ დაწერილი, გარდა ნიაღვარი შეურაცყოფისა, ცილისწამებისა და ალტერნიკების მოზღვავებისა.
მიზანი? შექმნა სიტუაცია, თითქოს მოგზაურთა კლუბში მოდერატორი "ბოროტად იყენებს მოდერატორობას".
არადა, რამოდენიმე ფორუმელი დაივორნა / დაიბანა ნიუ იორკის თემაში 1 მიზეზის გამო - შეურაცყოფა.
ზოგიერთი ფორუმელის ძირითადი მიზანია რომ ნიუ იორკის თემაში მოდერატორი არ შედიოდეს და ყველანაირი შეურაცყოფა იყოს დაშვებული.
არადა, თითოეული მათგანს ვისაც პრეტენზია აქვს ჩემს მოდერატორობაზე, არ იყენებს შანსს წარადგინოს რატომ დაივორნენ და გააპროტესტონ ის ვორნი და განვიხილოთ კონკრეტული საკითხები.
არა, როგორც ზემოთ დავწერე, მიდის ბრალდებები, (სასაცილოც კი) მაგალითად, რომ მე მქონდა ეს ხელმოწერა:
---------
mahatma-gandhiია გრაჟდანინ სავეცკი საუზაო ? და წითელი სავეცკი დროშა რო ქონდა დაყენებული ?
------
ანდა, 1 წლის წინანდელ თემაში თურმე ვინმე დამივორნია;ანდა, თურმე მე 50 წლის ვარ და ფორუმი არის მხოლოდ ახალგაზრდებისთვის და მრავალ ასეთი სახის ნონსენსი.
მოკლედ, ეს სიცრუის მანქანა იმაზეც წავიდა რომ ფალსიფიცირებული ინფორმაცია დადეს იმ თემაში "წერილი განდისგან".
mahatma-gandhimahatma-gandhiანუ, ეს "სქრინშოტები" არის ფოტოშოფში შექმნილი, რომ ვითომ მე რამეს ვთხოვ სხვა ფორუმელებს.
ეს არის მტკნარი სიცრუე.
შემდეგ, შექმნეს ახალი ნიკი (თუ ნიკები) სახელად "mahatma-gandhi" და წერენ პირად წერილებს ფორმელებს. ვითომ განდი წერს მათ.
აქ არის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ფორუმელ turist-ს მისწერეს:
#37948601
mahatma-gandhiნიუ იორკის თემაში, კიდევ ერთი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა: #37965324
New York City - vol. 48 ამ ფაქტებზე დაყრდნობით, მინდა ვთქვა,რომ თუკი რომელიმე ფორუმელი მიიღებთ "განდისგან წერილს", ჩათვალეთ რომ ეს წერილი არის პროვოკაცია და არ არის გამოგზავნილი ჩემს მიერ.მიაქციეთ ყურადღება, იმას თუ რა უწერია ამ ფორუმელს სურათის ქვეშ: არის თუ არა ჯგუფი: Moderators, რეგისტრაციის თარიღი: 1-January 08, წევრი No.: 50449 (ეს არის ჩემი მონაცემები)
ანუ, თუ მოგივიდათ წერილი "განდისგან" რომელსაც აქვს დაწერილი 1 წერილი, და არის დარეგისტრირებული 10 სექტემბერს 2013 წლისა, (ან, სხვა ახალდარეგისტრირებული ნიკი) მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ავატარი ექნებათ სურათად, ეს არის სიცრუე.
მოკლედ, მე არავისთვის არ მიმიწერია წერილი. თუ მიიღეთ მსგავსი რამ, (მუქარა, ანდა სხვა არაშესაბამისი ტექსტი) სასწრაფოდ შეატყობინეთ ეს ადმინისტრაციას.
უფრო უარესი ფაქტი დაფიქსირდა გუშინ, შექმეს ფორუმელის კლონი ნიკი და განახორციელეს პროვოკაცია კლონი ნიკიდან ერთ-ერთი ფორუმელის საწინააღმდეგოდ:
37956528
New York City - vol. 48მას შემდეგ რაც გადავამოწმე ეს პროვოკაცია ადმინისტრაციასთან, აღმოჩნდა რომ ამ პროვოკაციის უკან დგას ეს ძირითადი ნიკი:
g_o_g_i_n_a
ანუ, ეს უკვე საკმაოდ შორს შეტოპვაა და მიუღებელი ფორმა ურთიერთობისა.
ამასთან ერთად, ეს არ არის პირველი პროვოკაციული ქმედება ამ ფორუმელის მიერ განხორციელებული სხვა ფორუმელის მიმართ.
რატომ აკეთებს ეს ამას? არ ვიცი. ალბათ, გონია ეს არის გართობის ერთ-ერთი ფორმა??!!
ფორუმელების შეწუხება, მათი პროვოკაცია - არის ისეთი რამ, რაც არ არის არანაირად მიღებული. ყოველ შემთხვევაში, მანამ სანამ მე ვარ მოდერატორი, ასეთი პროვოკატორები ვერ მიაღწევენ თავიანთ მიზანს - რაც შეიძლება გააღიზიანონ ფორუმელები, ყველა გზით, ყველა საშუალებით.
რა თქმა უნდა, Nila-ს კლონი ნიკი სამუდამოდ დაიბანა; g_o_g_i_n_a - ს ნიკს 1 თვით აეკრძალა ფორუმზე დაწერა.
მოგზაურთა კლუბი იყო არის და იქნება ფორუმზე ერთ-ერთი განყოფილება სადაც ადამიანები შემოვლენ არა საპროვოკატოროდ, შეურაცყოფის მისაყენებლად ფორუმელების თუ ერებისა თუ ნებისმიერი მიმართულებით, არამედ დასასვენებლად, ინფორმაციის მოსაპოვებლად, გასართობად.
დიდი პატივისცემით,
მაჰათმა განდი.
არწივი.
This post has been edited by mahatma-gandhi on 12 Sep 2013, 01:06
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.
<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.
<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".