"პატრიოტიზმი ნაძირალას უკანასკნელი თავშესაფარია“ ეს ფრაზა თურმე ვინმე დოქტორ სემიუელ ჯონსონს ეკუთვნის, ახლა დავაზუსტე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს...
მე მინდოდა მეთქვა, რომ არასოდეს მესმოდა ამ ფრაზის აზრი, შინაგანად ვერაფრით დავეთანხმე, არადა გამოგიტყდებით და - თან არც მგონია, რომ ამ დოქტორზე უფრო ჭკვიანი ვარ...
რაღაცაშია საქმე-თქვა, სულ ვფიქრობდი.
გავიკითხ-გამოვიკითხე, ავწონ-დავწონე, ხან აქედან მივუდექი, ხან -იქიდან,
თან დრო გადის, წარმოიდგინეთ, სიბრძნის კბილი ამომივიდა. მერე დაჟე ამოვიღე კიდეც.. თან ცოტაც ვკითხულობდი გზადაგზა.
მაგრამ - ვერა რა, ვერა...
არ შველის ამ ფრაზას წინ სიტყვა "ყალბი"-ს ჩამატება..
ერთ მშვენიერ დღეს კი უბრალოდ მივიხედ-მოვიხედე და .. ე?!
დოქტორ ჯონსონ, თქვენ გინდოდათ გეთქვათ, რომ ზოგიერთი ნაძირალა შეიძლება პატრიოტიზმს ამოეფაროს? მაშინ - გასაგებია.
ყალბ პატრიოტიზმს ამოფარებული პატივმოყვარე კარიერისტიც შეიძლება ნაძირალად იქცეს და პატრიოტიზმს ჩაებღაუჭოს გამწარებით.
საერთოდ კი, ეს თემა რატომ გავხსენი - ერთი მეტად საინტერესო სტატიის ფრაგმენტებს (სამწუხაროდ, მხოლოდ ფრაგმენტებს) წავაწყდი აბლაბუდაში და ის მინდა შემოგთავაზოთ. წაიკითხეთ, არ ინანებთ. თურმე ეს ყველაფერი რა ნათელი და მარტივია, თანაც - საჭირო.
ეს ლინკი:
http://givargi.blogspot.com/2011/10/1.htmlესეც სტატია:
ქება-დიდება პატრიოტიზმს
მიშელ ლაკრუა 2011 წ. პარიზი
პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების ზოგი სპეციალისტის მტკიცებით, პატრიოტიზმი მოძველდა, აღარაა მოდაში. სამშობლოს ადგილი ადამიანთა გულში დაიკავა სიყვარულის სხვა საგნებმა.
ინფრანაციონალურ დონეზე ის თითქოს უნდა შეეცვალა რეგიონალურ პარტიკულარიზმებს, კომუნატარიზმებს,ინტერნეტის სოციალურ ქსელებს. ზეეროვნულ დონეზე კი მისთვის თითქოს უნდა ეჯობნა ევროპულ გრძნობას და “პლანეტარულ ცნობიერებას”. ერი ჩანს არქაულ,სუსტ მოვლენად.
არადა ერთა დრო სულაც არ წასულა. თუ კი კარგად დავფიქრდებით დავინახავთ რომ 20 წელია რაც ერთა რაოდენობა განუწყვეტლად იზრდება. ისტორიის სცენაზე გაჩნდნენ სლოვენია,ჩეხური რესპუბლიკა, ბელორუსია,ხორვატია,ბოსნია, თუ კი მხოლოდ რამოდენიმე მაგალითს დავასახელებთ.
აქა-იქ ისმის ხმამაღალი ეროვნული მოთხოვნები. ეკონომიკურმა კრიზისმა ეჭვს ქვეშ დააყენა მონდიალიზაციის ღირსება-სათნოებები და ამით ხელი შეუწყო ეროვნული სახელმწიფოსადმი, როგორც ფინანსური ქარიშხლის პირობებში ერთადერთი თავშესაფარისადმი, ნდობის გაძლიერებას.
თვითონ სიტყვა პატრიოტიზმმაც დაიბრუნა მნიშვნელობა: განა შემთხვევითია რომ სულ უფრო და უფრო ხშირად ლაპარაკობენ ეკონომიკურ პატრიოტიზმზე?
სულ სხვა რეგისტრში ოლიმპიური თამაშების ან ფეხბურთის მსოფლიო თასის მსგავსი მოვლენები აღვიძებენ კოლექტიურ ვნებებს რომლებშიც ნამდვილად არის ეროვნული შოვინიზმი.
მაშ ზოგი ელის 150-200 წელში ერების გაქრობას,მათ შთანთქმას გიგანტური მსოფლიო სახელმწიფოს მიერ…მოლოდინში ერები არც ისე ცუდად გრძნობენ თავს.
ამას გარდა ყველა გრძნობს რომ პატრიოტიზმი ისევ ასრულებს თავის როლს და ხელს უწყობს სოციალური კავშირის შენარჩუნებას, აძლიერებს ძმობის კავშირებს და აწონასწორებს ეთნო-კულტურულ პარტიკულარიზმებს, რომლებიც ღრღნიან ჩვენს საზოგადოებას, ისაა ინტეგრაციის წარმატების ერთ-ერთი პირობა.
წინააღმდეგობრივი იქნება პოლიტიკა რომელიც მიზნად დაისახავს სოციალური ერთიანობის მიღწევას, მაგრამ არ იზრუნებს მოქალაქეებში ერისადმი კუთვნილების გრძნობის გაჩენაზე.
პარადოქსი ისაა რომ როგორც ფსიქოლოგიური ფენომენი, პატრიოტიზმი დიდად უცნობ რამედ რჩება.
პატრიოტიზმის მგინებლებმა ის გააიგივეს ნაციონალიზმთან და მოისროლეს. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მკვლევარები ფრთხილად ერიდებიან ამ საეჭვო საგანს. სოციალურ გრძნობაზე დაუღალავად და გაუთავებლად მოლაპარაკე სოციოლოგები თითქოს ვერაფერს ამბობენ ეროვნულ გრძნობაზე. რაც შეეხება ფსიქოლოგებს, მათ გამოიკვლიეს ადამიანურ გრძნობათა მთელი გამა, ყველა კოლექტიური და პიროვნული ემოცია,ემოციური ცხოვრების ყველა ნიუანსი, სიყვარული, მეგობრობა, მიჩვევა, მეობის მოთხოვნილება, კუთვნილების საჭიროება, ალტრუიზმი, საკუთარი თავის პატიცისცემა, საკრალურის გრძნობა და ა.შ. მაგრამ ფსიქოლოგიის ურიცხვ წიგნებს შორის მე ვერ ვხედავ თუნდაც ერთ წიგნს პატრიოტული გრძნობის შესახებ.
XIX საუკუნის ისტორიკოსები უფრო თამამები იყვნენ. ჟიულ მიშლემ, ემილ ლიტრემ, პოლ ბერმა, ფერდინანდ ბუისომ ბევრი დაწერეს პატრიოტიზმზე.
ოღონდ მათი მიდგომა უფრო ნორმატიული იყო, ვიდრე აღწერითი.
მათი მიზანი, განსაკუთრებით 1870 წლის დამარცხების შემდეგ, იყო მოქალაქეებისთვის და სკოლის მოწაფეებისთვის “სამშობლოს მოვალეობათა” შეხსენება.
ისინი უფრო იმის ახსნას ცდილობდნენ თუ რატომაა საჭირო საკუთარი სამშობლოს სიყვარული, ვიდრე იმისა თუ რაში მდგომარეობს სამშობლოს სიყვარული.
მე სწორედ ამ სიცარიელის სევსება მინდოდა. მე არ მინდოდა ერის იდეის შესახებ მორიგი ტრაქტატის დაწერა, არც ჩემი წვლილის შეტანა იმის სწავლულ კვლევაში, თუ როგორ თანამედროვეობის დომინანტური ფორმა. ჩემი მიზანი ერთდროულად უფრო მოკრძალებული და უფრო ამბიციურია. იმდენად, რამდენადაც ის მე წამიყვანს ტერა ინკოგნიტაზე. მე მიზნად ვისახავ ჰუმანიტარული მეცნიერებების მიერ მივიწყებული პატრიოტული გრძნობის შესწავლას. ამისთვის მე გამოვიყენებ “ფენომენოლოგიურ”, ესე იგი ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიას შორის არსებულ მეთოდს, რომლის მიზანიცაა ინდივიდთა მიერ განცდილის შესწავლა.
მე გავაანალიზებ ერის განცდას და ვეცდები პასუხი გავცე მარტივ კითხვას: როგორ განიცდიან ინდივიდები შინაგანად მათ კავშირს სამშობლოსთან.
1.
“სამშობლო ისაა რაც გვიყვარს”:
თავიდან გადავშალოთ ლექსიკონი.
გადავშალოთ ლიტრეს ლექსიკონი სიტყვაზე “პატრიოტიზმი. ჩვენ ვკითხულობთ შემდეგ განსაზღვრებას:
„ პატრიოტიზმი არის სამშობლოს სიყვარული“...
სიტყვა „სამშობლო » იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული სიტყვასთან „სიყვარული“ რომ 1870 წლის შემდეგ გამართულ დიდ კამათში გერმანელ ფილოსოფოსებთან ისტორიკოსმა ფიუსტელ დე კულანჟმა სამშობლოს ცნება განსაზღვრა სიყვარულის იდეის საფუძველზე : „სამშობლო ისაა, რაც გიყვარს“. ფიუსტელ დე კულანჟისთვის სიყვარული არის როგორც პატრიოტიზმის ისე სამშობლოს არსი...
როდესაც წარმოვთქვამთ სიტყვას « სიყვარული » ჩვენ სპონტანურად ვფიქრობთ მგზნებარე,ვნებიან განცდაზე რომელიც გამოიხატება ლირიულად. ისე როგორც ამას აკეთებდა პოლ დერულედი,რევანშის მგალობელი მე-3 რესპუბლიკის დროს, ან შატობრიანი რომელმაც შესძახა: „ო საფრანგეთო, ჩემო ძვირფასო ქვეყანავ და ჩემო პირველო სიყვარულო“(„საიქიოს მოგონებები“,III,II,6,10).
მაგრამ ეს დეკლამაციური მანერა არაა სიყვარულის ერთადერთი მანერა. შეიძლება სამშობლოს უფრო მოკრძალებულად სიყვარულიც. პატრიოტიზმი ხშირად მდუმარეა. Mდუმარეა მაშინ როდესაც ბედად ვცხოვრობთ მშვიდ ისტორიულ ხანაში როდესაც სამშობლოს დამოუკიდებლობას არ ემუქრება საფრთხე. ის მდუმარეა იმიტომაც რომ მოკრძალებისა გამო ჩვენს გრძნობათა უმეტესობა არ გამოითქმება.
Dდა ბოლოს სათქმელია ისიც რომ უმრავლეს შემთხვევაში სამშობლოს სიყვარული არა იმდენად მგზნებარე ვნებაა რამდენადაც უბრალო ჩვევა.
ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს ერთგვარად ნახევრადცნობიერად იმიტომ ის გვაძლევს « საკუთარ სახლში » ყოფნის განცდას,იმიტომ რომ ის არის ჩვენი არსებობის ჩვეული არე.
ჩვეულებრივ, პატრიოტული სიყვარული არ სცდება შინაურულობისა და კეთილდღეობის ამ განცდას.
« სამშობლო იქაა, სადაც კარგად ვგრძნობთ თავს », წერდა ციცერონი
(მე სომხური ანდაზე მეგონა - კროკოდაილ). დედა სამშობლო ხშირად უნდა დაკმაყოფილდეს თავისი შვილების მხრიდან ასეთი ნაკლებად ემოციური დეკლარაციით...
რისი სიყვარულია ეს ? პირველ რიგში ესაა ტერიტორიის,
მდინარეებისგან, ტბებისგან, მინდორ-ველებისგან, მთებისგან,
ტყეებისგან, ქალაქებისა და სოფლებისგან, ტურისტული ადგილებისგან შემდგარი ტერიტორიის სიყვარული.
მნიშვნელოვანი ფაქტი: გერმანულად სამშობლო არის “ფატერლანდ”, სადაც “ლანდ” არის “მიწა”.
პატრიოტიზმი განსახიერდება გეოგრაფიაში, გარკვეული საზღვრით შემოფარგლულ გეოგრაფიაში, შიდა სივრცის გარეშე სივრცისგან გამომყოფი საზღვრით შემოფარგლულ გეოგრაფიაში.
მთელი ეროვნული ცნობიერება, გვინდა ეს თუ არა, არის “გარკვეული საზღვრის გაცნობიერება”.
პატრიოპტული სიყვარული არის აგრეთვე ტრადიციების, წეს-
-ჩვეულებების, მაგალითად ჩაცმის ტრადიციული მანერის, ტრადიციული ხელოსნობის, სახლის შემკულობის, ხალხური მუსიკის, წლის დიდი თარიღების და ოჯახური მოვლენების ტრადიციულად აღნიშნვის სიყვარული. ის გამოიხატება აგრეთვე ეროვნული ისტორიით, ესე იგი წინაპრების მიერ განცდილი ხანით,
დიდებისგან, ტანჯვისგან, შრომისგან, პროგრესისგან შემდგარი ეპოპეით დაინტერესებით. და ბოლოს ის გამოიხატება ენით, რომელიც არის ეროვნული გრძნობის არსებითი ელემენტი.
ლინგვისტურ საკითხებს დიდი ადგილი უკავიათ იმაში რასაც უწოდებენ “ეროვნებათა მოძრაობას”. XIX საუკუნეში ავსტრია-
-უნგრეთის იმპერიის ბატონობის პირობებში მცხოვრები ჩეხი, სერბი, რუმინელი, რუთენი; სლოვენი,იტალიელი პატრიოტები გამოთქვამდნენ ეროვნულ მოთხოვნებს, რომლებიც უმთავრესად ეხებოდა ენას. მათ აწუხებდათ ის რომ მათი სალაპარაკო ენა განზე გაწეული, მარგინალიზებული და აბუჩად აგდებული იყო იმპერიული გერმანული ენის მიერ. ისინი მოითხოვდნენ მათი სალაპარაკო ენის სკოლებში და ადმინისტრაციაში გამოყენების უფლებას. ეროვნებათა ამ მოძრაობების ლიდერები ხშირად იყვნენ
ერუდიტები რომლებიც მათი დროის ნაწილს უთმობდნენ ლექსიკონების და გრამატიკების დაწერას, ხალხური ანდაზების, გამოთქმების, ლეგენდების შეგროვებას. მათი პატრიოტული გზნება ფილოლოგიური გზნება იყო.
ორი საუკუნის შემდეგ გრამატიკოსთა ამ პატრიოტიზმმა შეიძლება გაგვაოცოს, მაგრამ რამოდენიმე წლის წინ ჩვენ, ფრანგები გატაცებული ვიყავით ბერნარ პივოს ორთოგრაფიის პატკონკურსებით, განა ეს არაა ფრანგული ენის და მისი მეშვეობით, ჩვენი ქვეყნის სიყვარულის გამოხატვა?
2. ეროვნული პარტიკულარიზმი:
ეს ელემენტები მიყვარს მე როგორც პატრიოტს,თუნდაც სუსტად იყოს ეს,როგორც ჩვევაა. არადა გეოგრაფია,ისტორია,ტრადიციები,ენა განასხვავებენ ჩემს ქვეყანას სხვებისაგან.
This post has been edited by crocodile on 29 Jul 2012, 22:20
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)