#32512111 · 11 Aug 2012, 13:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი ადმინისტრაციულ სამართადამრღვევად სცნო და უკანონო შემოწირულობების განხორციელებისთვის 20 243 827 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვით, ივანიშვილმა საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან გამოტანილი თანხა ნაღდი ფულის სახით "ქართული ოცნებისთვის" შემოწირულობისთვის გამოიყენა სხვადასხვა პირების გამოყენებით. ამასთან, სასამართლომ აუდიტის სამსახურის მიერ დათვლილი თანხა - 5 552 135 ლარი არასწორად მიიჩნია და ხელახალი დათვლა განახორციელა, რომლის მიხედვით უკანონო შემოწირულობებისთვის საბანკო ანგარიშებიდან მოხსნილმა თანხამ 4 048 765 ლარი შეადგინა. ბიძინა ივანიშვილი ამ თანხის ხუთმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმდა. სასამართლომ პროცესის დაწყებისას ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა სანდრო ბარამიძემ და შალვა თადუმაძემ მოსამართლე ნანა დარასელიას აცილების შუამდგომლობა დააყენეს იმ მოტივით, რომ სწორედ ამ მოსამართლის ხელმძღვანელობით გამართული პროცესისას, ივანიშვილი რამდენიმე თვის წინ 22 მილიონი ლარით დააჯარიმეს. ადვოკატების ვარაუდით, დღევანდელ პროცესზე ის მიკერძოებული იქნებოდა. აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები გიორგი ამირანაშვილი და ვახტანგ კეჟერაძე მოსამართლის აცილების წინააღმდეგი იყვნენ. შუამდგომლობა არც ნანა დარასელიამ დააკმაყოფილა. ბიძინა ივანიშვილს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება 48 საათში აქვს. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკისრებული ჯარიმა ივანიშვილმა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ივანიშვილის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ.
|