წარმოგიდგენთ კოჰაბიტაციის უზრუნველყოფის 10 პუნქტიან გეგმას:
კოჰაბიტაციისთვის აუცილებელია:
1. თბილისში ყველა სახლის ფასადი შეიღებოს ერთ ფერში.
2. იმ ხიდის გვერდზე აიგოს ბიძინას რო უნდა ისეთი ხიდი.
3. საქართველოს ამჟამინდელ დროშას დაემატოს ჩუქურთმულ სტილში შესრულებული ორნამენტები.
4. გადადგეს მიშა.
5. გაიხსნას საზღვარი რუსებთან. ასევე ნადირობის სეზონიც გაიხსნას.
6. სანიკიძის მანქანის უკანა საბურავები გადაყენდეს წინ, ხოლო წინა საბურავები უკან.
7. პარლამენტის უმრავლესობის სხდომები ჩატარდეს თბილისში, ხოლო უმცირესობის სხდომები ჩატარდეს სადაც უნდათ იქ.
8. თითოეული ნაციონალის დაჭერის შემთხვევაში, ასევე დაჭერილ იქნას 1 ქოცი, ხოლო ამ ორიდან ერთ-ერთის განთავისუფლების უფლება მიენიჭოს ბიძინას (პილატეს პონტში)

9. ერგნეთის ბაზრობის გახსნის ცერემონიალზე ლენტი გააჭრევინონ მიშას.
10. სანამ ამ ყველაფერს იზამენ, როგორც ცხონებული უილიამი იტყოდა, ჯერ დადგნენ ხალხის წინ, ფეხებშუა გაიყონ თავები და საკუთარ უკანალებს აკოცონ, არ წაიღეს ტვინი მართლა, ყველა იტყუება და საწყალი ხალხი იჩაგრება ამათ გეოპოლიტიკურ თამაშებში ტფუი.