#32348268 · 30 Jul 2012, 15:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ,ვარ 17 წლის,მამრი. ვარ ჰუმანიტარული საგნების მოყვარული მიყვარს ქართული ენა და ლიტერატურა,ასევე ისტორია-გეოგრაფია,ვარ დაინტერესებული ქართული ტრადიციებითა და ქრისტიანული წეს-ცხოვრებით და თეოლოგიით. ყრმობიდანვე ვვარჯიშობ,ქართულ საბრძოლო ხელოვნება ,,ხრიდოლში",18 წლის,რომ გავხდები,შემდეგ გავწრთვნი კიდეც ბავშვებს. ანუ დასაქმებული ვიქნები...
ინფორმაციული ტექნოლოგიების ათვისებას ვაპირებ რაიმე სასწავლო დაწესებულებაში,სადაც შესაბამისი კურსებია.
გთხოვთ,ამარჩევინოთ,ისეთი ფაკულტეტი,სადაც შევესაბამები. ვარიანტები მაქვს:სამხედრო აკადემია (პროფესია არ მაქვს გათვალისწინებული),ისტორიკოსი,დიპლომატი,საზოგადოებრივ მეცნიერი,IT სპეციალისტი.
|