ჩემი შვილი 2.7 წლისაა, ეს ბოლო 2-3 თვეა გახდა ძალიან ჯიუტი, არ მიჯერებს, თმას არ მავარცხნინებს, რასაც ვაცმევ არ იცმევს, ქუჩაში რომ ვსეირნობთ სახლში ხელზე აყვანილს უნდა წამოსვლა, თუ ისე არ ხდება როგორც უნდა ტირის, ყველაზე ცუდია რომ ისწავლა წიხლების მორტყმა, სტუმარი თუ ვინმე არ მოეწონება მივა და წიხლს ურტყამს არ მიყვარხარო. რა ვუყო არ ვიცი, ყველას გვიყვარს და თან ვყვებით, ოჯახში არ ვკონფლიკტობთ, საიდან ისწავლა ეს ვერ ვხვდები. ძალიან ვნერვიულობ, ნერვოპათოლოგთან მყავდა, დამამშვიდებელი გამოგვიწერა, გაუვლისო ისეთი არაფერიაო, გასინჯა, უბრალოდ ჰიპერაქტიური ბავშვი არისო და ეხლა კრიზისი აქვსო. როგოდ იქცევით თქვენ როცა ბავშვი ესეთ რამეებს აკეთებს. მე ამ ბოლო დროს ვეღარ ვიკავებ თავს და ვუყვირი და ტაკოზე შემოვცხებ ხოლმე, მერე საშინლად განვიცდი...

არადა თუ 3 წლის ასაკში ესე არ მიჯერებს მერე რას იზამს...