ისიც არ ვიცი ღირდა თუ არა თემის გახსნა.
ამ ბოლოს 1-2 გოგოს მივაქციე ყურადღება და არ ესიამოვნათ
ისეთი განებივრებულები არიან ამ აზაბოჩენების ხარჯზე... ხვდებით იმედია

საბოლოო ჯამში ნორმალური სასტავი იჩაგრება.
ან მაგარი მკიდია ტიპი უნდა იყო დღეს და რომანტიკა მოკლა, ასევე უნდა მოკლა შენში ქალის პატივისცემა, თუ გინდა რომ ნორმალური გოგოს ყურადღება დაიმსახურო...
ეს ისევ გოგოების ბრალია, ბიჭები იმდენად დაჩაგრეს რომ 80% აზაბოჩენია, 10% თავისთავად ამ სიტუაციის გამო იჩაგრება, და დანარჩენი 10% კიდევ ცდილობს რომ მოდას მოერგოს, გოგოს ყურადღება არ მიაქციოს, იდერსკოს და ა.შ.
რა საჭიროა ამდენი მასკა და ამდენი სისულელე...
ჩემი გადმოსახედიდან არანორმალურია ეს ყველაფერი...
უბრალოდ ხალისი მიქრება რომ შემდგომ ასეთ გოგოსთან გავაგრძელო რამე როდესაც ასეთ რეაქციას ვიღებ...
ერთი ორი შემთხვევა მქონდა უკვე ეგეთი ჩემი ყურადღებიანობის გამო რომ გაცივდა გოგო, არადა ძალიან იშვიათია გოგოს საკმარის ყურადღებას რო ვაქცევ (ზედმეტზე ხო ლაპარაკიც არაა). ერთი შემთხვევა იყო კიდევ, ახალ გაცნობილი გოგო კინოში დავპატიჟე და ისე მოიქცა საერთოდ გამიქრა ყველაფრის სურვილი... თავის ახლობელს მიწერა უცხო ბიჭები რატ მეპატიჟებიან კინოშიო (ეს თავისი ახლობელი ჩემი ძმაკაცის ახლობელიც აღმოჩნდა, და იმან ამას დაურეკა რა ხდებაო, ამან მე დამირეკა, მე ავუხსენი და მერე ყველაფერი ადგილზე დადგა).
ძალიან გადარეული თაობა მოდის. ფაქტია.

თან ცხელა... ერთი ნორმალური გოგო მინდა გავიცნო ვიზუალურადაც, გონებრივადაც... და ცოტა ჩემნაირი გიჟიც რომ იყოს... ცოტა რომანტიკაც ევასებოდეს, ცოტა ექსტრემალიც იყოს... ისეთი იშვიათია ეგეთი გოგოები რომ ალბათ როცა ვიპოვი კაკრას იმ ასაკში ვიქნები რომ შეყვარებულობანას თამაში გვიან იქნება და პირდაპირ ხელს ვთხოვ

)))) ან ვერასოდეს ვერ ვიპოვი და ან ბაბნიკად მოვკვდები ან არანორმალური ქალი მეყოლება სახლში

მოკლედ რა....................... ეს იყო სულ რაც მინდოდა ამომეშვა....
ვისაც კინემატოგრაფია გევასებათ უყურეთ
http://www.imdb.com/title/tt1683526/ ამ ფილმს... ძალიან კარგად არის აღწერილი რა განსხვავებაა ჩვენს თაობასა და წინა თაობას შორის, როგორ მოკვდა ყველაფერი და როგორი დეგრადაციის დონეა ურთიერთობაში...
და
http://www.imdb.com/title/tt0387808/ აი ამ ფილმის სიუჟეტს გაიზიარებს მალე მსოფლიო

)))))))))))
თუ შეიძლება ცოტა აზრიანი პოსტები პოსტეთ ამ თემაში. მაინტერესებს ვის რა დღეში აქ ამის შემხედავარე ნერვები... გოგოების აზრიც მაინტერესებს, რა დღეში აქვთ სინდისი ვნახოთ