#32388565 · 2 Aug 2012, 09:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ,6ნოებერს, 6იანვარს და 24იანვარს დამაჯარიმა სითი პარკმა საასურის გადაუხდელობის გამო 10-10 ლარით, 4თებერვალს შევამოწმე საიტზე, ვნახე ჯარიმები და გადავიხადე 3ივე ჯარიმა სითიპარკის საიტიდანვე. 1ს არ შეეცვალა სტატუსი და დარჩა ისევ გადაუხდელი, 1-2 კვირის შემდეგ დავრეკე სითი პარკის ცხელ ხაზზე და ვუთხარი რომ გადახდილი მქონდა 3 ჯარიმა და ვთხოვე გაესწორებინათ სტატუსი. მაისში მომივიდა უწყისი რომ ჯარიმა მქონდა გადასახდელი, მე კიდევ 1ხელ დავრეკე სითიპარკის ცხელ ხაზზე და კიდევ 1ხელ გავაფრთხილე რომ ჯარიმა გადახილი მქონდა და ვთხოვე გადაემოწმებინათ...არავინ ამას ყურადღება არ მიაქცია და 20 ივლისს სითი პარკმა სააღსრულებლოს გადასცა ჩემი მონაცემები ქონების დასაყადაღებლად, სააღსრულებო ბიურომ დამიყადაღა ყველა ანგარიში ყველა ბანკში ისე რომ საქმის კურსში არ ჩამაყენა არც სააღსრულებომ და არცერთმა ბანკმა, 31ივლისს ბანკომატიდან ვცადე თანხის აღება სხვა ბანკის ანგარიშზე შემეტანა სამომხმარებლო სესხის მიმდინარე თვის შესატანის დასაფარად რომლის გადახდაც პირველ აგვისტოს მიწევდა.ბანკომატიდან თანხა ვერ ავიღე და ამის შემდეგ გავარკვიე რომ თურმე მეთერთმეტე დღეა ჩემი ყველა ანგარიში დაყადაღებულია. წავედი, ვირბინე, ავიღე ამონაწერები მივიტანე სითიპარკში თხოვნით რომ იმდღესვე მოეხსნათ ჩემი ანგარიშებისთვის ყადაღა. მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში 1 დღეში არანაირი საქმე არ კეთდება და პირველ რიცხვში ჩემს ანგარიშებს ყადაღა ვერ მოხსნეს. ბანკმა სესხის დასაფარად თანხა ვერ მოჭრა ჩემი ანგარიშიდან მიუხედავად იმისა რომ ანგარიშზე საჭირო ნაშთზე მეტი თანხა ირიცხებოდა და დამაჯარიმეს... როგორ უნდა მოვიქცე ასეთ სიტოაციაში?
This post has been edited by MicroLab on 2 Aug 2012, 09:43
--------------------
Rock Metal Goth Fuck All I've Lost
|