პირველ რიგში უნდა შეიგნონ რომ პოლიტიკა არის პოლიტიკა და არ უნდა მოახვიო ყველას და ყველაფერს...სპორტი ისევე როგორც ყველა და ყველაფერი პოლიტიზირებულია
ჩამოვყალიბდეთ გვინდა სპორტი?
არ არსებობს ცოტა გინდოდეს და ცოტა არ გინდოდეს და ძალიან გჭირდებოდეს
რა ეტაპზეა ხალხი? ხალხს სპორტი უნდა და სჭირდება ჩემი აზრით
პოლიტიკოსებს ისევე როგორც ხელისუფლებას უფრო სჭირდება ვიდრე უნდა
ზოგადად ხელისუფლებას რომ არ აინტერესებს სპორტის არცერთი სახეობა ეს ცხადზე ცხადია
წესიერ ქვეყანაში ესეთ სპორტის მინისტრის მარტო მოხსნით არ დაკმაყოფილდებოდნენ...სადაც გაიხედავთ ყველგან "ქოჩორაზე" სკანდალებს ნახავთ, პეტრე შეაშინა, ვანიკოს გაურიგდა, პავლეს შეშინება უნდოდა მომავალში და ა.შ.
ფეხბურთის ფედერაცია და იმის მინისტრი ხო საერთოდ... რამე ახალი რომ გინდოდეს ვეღარც მოიგონებ, იმდენი აქვს გაკეთებული უკვე...
ვართ დიდ ჭაობში... არც ამოსვლა გვინდა არც ჩაყვინთვა...
ვერცერთ ფედერაციას ვერ იტყვით სადაც ყველაფერი კი არა უმეტესი ნაწილი მაინც კარგად არის, კარგად მიდის და ვითარდება... ნუ ერთი რაგბის კავშირი შეიძლება მაგრამ იქაც ამ რეჟიმში და ამ მინისტრის ხელში აუცილებლად ცუდი სუნი დატრიალდება... (ქერლინგის ფედერაცია და ობობების კრივის ფედერაციაში რო ყველაფერი კარგად იქნება ვიცი)
გვინდა სპორტი? აუცილებელია ვინმე გვეომებოდეს რომ ქუჩაში გავიდეთ და პროტესტი გამოვხატოთ? სპორტი რომ ინგრევა ხმა არ უნდა ამოვიღოთ?
საქართველოში ფეხბურთი მოკლეს ეხლა ელოდება დომენტი რო "კანტროლკა" ესროლოს
კალათბურთის ფედერაციაში რა ხდება საერთოდ, პრეზიდენტი ფულაობს როგორც ყოველთვის და სხვებსაც ცოტას აძლევს, ისინიც ჩუმად არიან და ხმას არ იღებენ
საშინელი სიტუაციაა რა, განსხვავებული აზრი თუ გაქვს ესეიგი ცუდი ხარ, თუ ცუდი ხარ ესეიგი ოპოზიციონერი ხარ, თუ ოპოზიციონერი ხარ საქართველო არ გიყვარს...
"The Ferrari is a dream - people dream of owning this special vehicle and for most
people it will remain a dream apart from for those lucky few." Enzo Ferrari