მოკლედ GOLF III-ის თემაში კი დავწერე, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ცალკე თემის გახსნა.
VOLKSWAGEN Vento, 1997 წლის, 1,8 AT.
პობლემა:
დილით ჩვეულებრივ უპრობლემოდ დაიქოქა, მერე ერთ ადგილას მივედი და გამოვრთე ძრავი, ცოტა ხანში გადავწიე გასაღები და .... რეაქცია 0. თავიდან ვიფიქრე რომ "სტარტერი" გარდაიცვალა, მერე ერთი ხელოსანი კაცი წამომყვა შეძვრა მანქანის ქვეშ და დაქოქა პირდაპირ სტარტერიდან ანუ სტარტერამდე დენი არ მიდისო, მოკლედ მეტი ვერაფერი გაუგო, წამოვედი ასე, სტარტერზე მავრთული მიამაგრა, აკუმლატორის + ზე ვადებ და იქოქება, რათქმაუნდა 'ზაჟიგანია" გახსნილია მაგ დროს. მოკლედ ამის მეტი ვერაფერი გავარკვიე, ყველა მხრებს იჩეჩავს.. ერთი ორმა მითხრა რაღაც 'სელექტორის' ბრალიაო და ავტომატიკის ხელოსანს აჩვენეო, ეს ავტომატიკის ხელოსანიც ვერ ვნახე და დავრჩი ასე , იმ მავრთულის იმედად...
რამეს ხომ ვერ მირჩევდით?