ამ თემაში თუ შეიძლება დავდებ ჩემს მიერ შეთხზულ ლექსებს... მეგობრულ რჩევებს მივიღებ რა თქმა უნდა უაზრო კრიტიკოსებმა თავი შეიკავეთ თუ შეიძლება
http://www.facebook.com/qartuleqsebi?ref=n...=page_new_likes ფბ გვერდი
ეძღვნება არსენა მარაბდელის ხსოვნას. ავტორი : მერაბი აღნიაშვილი. 20.07.12
კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი
ისე არ ამოსწყდებიან ჯავრი არ სჭამონ მტრისანი
კიდევაც აღმოცენდება დროშა სისხლისგან დამბალი
ღვთისავარს ეტყვის მადლობას გორდა ათასგან ნაცადი
კიდევაც იტყვის არსენა ხალხო რას სჩადის რასაო?
კიდევაც შეაკვდებიან მტერს ვაჟკაცნი გულითაო.
ღმერთს უთქვია არ კაც-კლაო უბადრუკო კაცუნაო
მაგრამ რაღაც მინდა ეს სიცოცხლე აუტანელიო
ან რად მხურავს ეს ქუდი,ვაჟკაცობის მფარველიო
ან რად მინდა ეს ულვაში დღემდე შეურცხვენელიო
არსენას ვინ მოიგონებს,ვინ მოიგონებს სევასტის
ვინ იტყვის შესანდობარსა,კაცზე გულით ვაჟკაცის
არავინ არ მოგიონებს მათ სახელს არავინ იტყვის კარგსაო
აღარვინ შეაკვდება საქმეს გლეხების დარდსაო
მიწის გულისთვის არ იყო? დაღვრილი გლეხების სისხლიო
ამ ლექსსა სწერს თავადი შეწუხებული გულითო
აღარვის გაახსენდება მავალთი სწორი გზითაო
არც მათ შვილებს მოიგონებენ ნაადრევ დაობლებულსო
ვერავინ შეძლებს მათ საქმეს რომ შეურჩიოს სახელი.
არსენამ მართალი საქმისთვის ბევრჯერ გაწირა თავიო
არ დააფასეს გასწირეს გამოუცხადეს ომიო,
მგლის გულმა გუმანით იგრძნო გადაუხადა ვალიო
ვერ შეძლო ადამიანმა ვერ მოიხადა ვალიო.,
საქართველოსთვის ბრძოლისთვის თავი გაწირა გორდამო.
ოჰ,კუჭატნელო ხომ მომკალ,გადაგიხდიან მწარედო
ვისთან რა ფიცი გავტეხე,რომ გადამიტყდა ხმალიო
ვერ მოისვენებს ერეკლე და გადაგიხდის მწარედო,
არ შეგარჩენენ ჩემს მკლავსა ნაცადსა ბარში და მთაშიო
ეჰ, ჩემო ძმებო მოვდივარ დამიხვდით ალალი გულითო,
ცხრა ძმის საფლავზე კვდებოდა არსენა მარაბდელიო!
* * *
ქართველი კაცის ნატვრა... ავტორი: მერაბი აღნიაშვილი. 21.07.12.
მეც ერთი უბრალო ბიჭი ვარ.უნიფხვოდ მირბენიაო
ქორის თვალებით მგლის მუხლით მთები მომივლიაო
არ მღირსებია მენახა დაკარგულიო მხარეო
აფხაზი გამომეცადა სმა და დალევაშიო
არ შევირცხვენდი სახელსა გამოვიდებდი თავსაო
ოჰ. როდის გავმთლიანდებით,როდის ვნახავთ ერთურთსო
ხომ გვეღირსება ოდესმე ერთადა პურის ჭამაო
არ დავუჩოქებთ ჩვენ მტერსა არ შევირცხვენთ თავსაო
ერთმანეთს ეუბნებოდნენ ეს რა დრო დაგვიდგაო,
პირველი მწვადსაც მივირთმევ პირველი ტყვიასაც მივიღებ
არცერთი ნაბიჯი უკანო უთქვიათ ქართველ გმირებს
ვერ ეღირსება მტერიო ქართველი კაცის დარდსაო
მტრის ჯინზე გავმთლიანდებით გამოვაჩენთ კლანჭსაო
ვერ დაგვაჩოქებთ იცოდეთ,ღმერთი არ გაგვწირავსო
ყმა მეფეს ეურჩებოდეს ეს ვის გაუგიაო?
ერთპირობა გვმართებს ძმებო გაუტეხელო გმირებო!
* * *
ქართველი გმირი კაცი ავტორი:მერაბ აღნიაშვილი. 21.07.12
დამისხით ბიჭებო,ერთიც დამისხით
შესანდობარი უნდა ვთქვა ქართველ გმირების
გმირების რომლებიც წავიდნენ სახლიდან
წავიდნენ და ვეღარ დაბრუნდნენ.
უწვერო ბიჭები მოკვდნენ ომშიო
გაჰკივის დედა ქალიო
წერილი მოვიდა იმის ოჯახში
ობლად დაგრჩა შვილიშვილიო
ობრძოდა ლომივით უფრთხოდა მტერი
ერთი დამხვდური ათ მომხვდურს ებრძოდა
გმირულად დაეცა ჩვენი გიორგი დაეცა და ვეღარ წამოდგა
აღარ ეწადა მას ფეხზე დგომა
ხელი ჩაიქნია მან ცხოვრებაზე
ვეღარ გაუძლო მტრის შემოტევას
და ჩაწვა შავ ცივ მიწაში
დატოვა ობლად თავისი შვილები
საგზლად მარტო სახელი დატოვა
დატოვა ის რასაც ბევრი ეტრფის მაგრამ
ის მხოლოდ გმირთა ხვედრია...
* * *
მკვდარი ვაჟკაცი. ავტორი:მერაბი აღნიაშვილი. 21.07.12
გათენდა დილა ისევ სისხლისფერი
აღარ შველის არაფერს აღარც დალევა
ვეღარ გვიშველის ჩუმი წუწუნი
აგერ მიწაში ვაჟკაცი ჩაეშვა.
სად გაქრა ჩვენი ძველი გმირობა
სად დაიკარგა ის თავდადება
მაგრამ მე მჯერა დრო მოვა
ავიგლეჯთ აღვირს ლაგმად მოდებულს
გამოვიცენთ უწინდელ გმირობას
და გმირულად მიწას მივებარებით.
აუშვით ბიჭებო,ლომები აუშვით
კმარა უაზრო სმა და ღრეობა
ვეღარ გვშველის ჩუმი წუწუნი
აგერ მიწაში ვაჟკაცი ჩაეშვა.
მიწაში წევს და ვერაფერს ფიქრობს
მისი სხეული მთლიანად მოეშვა
მაგრამ მაინც დარდობს თავის სამშობლოს
თავის საფლავშიც ვაჟკაცად დარჩება!
* * *
ეძღვნება ზურას. 21.07.12 ავტორი:მერაბ აღნიაშვილი
ღამე იყო ბნელი და ცივი
სადღაც ღამეში ხმალს ლესავდა ბიჭი
იცორა რომ საჭიროა ჰქონდა გამოცდილი
მამისგან ქონდა გაგონილი ეს ტვირთიაო ტვირთი,
ეზიდება ბიჭი ამ ტვირთს და არ იცის რომ მოკვდება
საქართველოს დიდებისთვის ის ვერ გადარჩება
სანამ ციცხლობს მანამ იბრძვის რომ მოკვდება დაისვენებს
ჯოჯოხეთში წავა და იქაც კი იბრძოლებს
არავისში შეგეშალოთ ვაჟკაცია ამიტ სცხოვრობს
ამისთვის ლესავს თავის მახვილს
მტერტან ბრძოლის დროს დასჭრეს ყმაწვილი
ყველგან ისმის დედაბრის ძახილი
შვილო ზურა მოდი და მნახე
არაფერ მინდა ამაზე მეტი
საფლავის გორაკს ჩასჭიდებია ქვრივი მაგდანა დაოსებული
მისი ბიჭი ზურა კი ამოსძახის გეყო ტირილი
ობოლი ცრემლი ჩაჰყვება ქვესკნელში
და გაუნათებს ბრძოლის ველს
არ დანებდება იბრძოლებს ისე რომ ჯოჯოხეთშიც კი ისმოდეს!
* * *
ეძღვნება ოსტაპს. 21.07.12 ავტორი : მერაბ აღნიაშვილი
ოჰ ჩემო ოსტაპ როგორ დაიწვი
ვეღარ გიშველა მაგ დიდმა გულმა
უკრაინელი აი სად მოკვდი
ვეღარ გიშველა მშობელმა დედამ
ვერ დაგიტირეს შენ შენმა დებმა
მაგრამ გახსოვდეს ძმადნაფიცებმა
იძიეს შური შენმა ლომებმა
ვერ შეაჩერა ვერც მაიორმა
ვერც გიგოლებმა მოურავებმა
იბრძოლეს სანამ არ დაიხოცნენ
და იცოდე კვლავაც იბრძვიან
ათასი არსენა მოგვადგა კარებს
ათას მეერთე მევე ვიქნები
და ვფიცავ ჩემს ყმაწვილ კაცობას
ვერ შემაშინებს ქვეყნად ვერავინ!
This post has been edited by dzvelo on 21 Jul 2012, 00:37