თემა იხსნება ჩვენი ფორუმელის asuwa-ს თხოვნით.
ძალიან საშიში ფაქტი მოხდა უგანდაში.
ებოლათი დაავადებული ერთ-ერთი პაციენტი საავადმყოფოდან გაიქცა.
ჯერჯერობით ვერ პოულობენ.
არის შანსი, რომ მას ჰქონდა კონტაქტი სხვა ადამიანებთან.
დანარჩენი პაციენტები ამ გაქცევის შემდეგ საწოლებზე ბორკილებით დააბეს.
ებოლა განუკურნებელია.
სიკვდილიანობის შემთხვევა 90%-ზე მეტია.
ვირუსთან მუშაობა მხოლოდ მე-4 დონის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიებში, სპეციალური სკაფანდრებით ხდება.
უგანდაში სასწრაფოდ გაგზავნეს სპეციალისტები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან.
საზღვრებზე განსაკუთრებული კონტროლი დაწესდა, რომ დაავადებულმა პაციენტმა დაავადება ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ გაიტანოს.
http://www.newsru.com/world/04aug2012/uganda.html This post has been edited by Sephora on 4 Aug 2012, 20:59