| #32428610 · 5 Aug 2012, 10:23  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  საქართველოს მთიანი რეგიონების მცხოვრებნი გთხოვთ დახმარებას სოფლის მეურნეობის მავნებლის - ძილგუდას (ლათ.  Glis glis) წინააღმდეგ ბრძოლაში.
 
 ეს მავნებელი სპობს და ანადგურებს მთიანეთის ისედაც მწირი მოსავლის უმეტეს ნაწილს: კაკალს, თხილს, მსხალს, ვაშლს, ყურძენს, სიმინდს და ყველანაირ ქლიავისა თუ კენკრის სახეობას.
 როგორც წესი, ნაყოფს მთლიანად არ ჭამს, აზიანებს მის მცირედ ნაწილს, რომელიც 1-2 დღეში ერთიანად ლპება.
 
 გამოირჩევა უაღრესად დიდი სიფრთხილით, საკვებად გამოდის ღამის საათებში, საკვების აღმოჩენის შემთხვევაში წრიპინით იზიდავს თავის თანატომელებს.
 ბინადრობს ფუღუროებსა და სახლების სხვენებში - ჩაფენილ ხმელ ხავსში ჩაფლული ატარებს მთელ ზამთარს. მრავლდება ადრიან გაზაფხულზე  და აგრეთვე 2-ჯერ ზაფხულის განმავლობაშიც.
 მისი დანახვა წარმოადგენს დიდ სიძნელეს: საფრთხის შემთხვევაში ინაბება და ეკვრის ხის ტოტს, რომელთანაც ფერით საკმაოდაა შეხამებული.
 
 ვცადეთ ხაფანგების დაგებაც, შხამიც, სხვადასხვა მახეებიც - სამწუხაროდ დღემდე უშედეგოდ.
 თოფის სასროლადაც ვერ მიუდგება კაცი ვერანაირად. ერთია, რომ ვერ დაინახავ, და მეორეც - რომც დაინახო, ღამის საათებში თოფის სროლას რაც მოყვება ყველას მოგეხსენებათ.
 
 გთხოვთ, თუ მოგეპოვებათ რაიმე ცნობები ამ მავნებელთან ბრძოლის ხერხებზე (ვსაუბრობ სრულიად სერიოზულად), გაგვიზიაროთ.
 
 უღრმესი მადლობა წინასწარ!
 
 
 
 |