გამარჯობა

ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ და საგანში "ფსიქოლოგიური კონსულტაცია" მაქვს შემდეგნაირი დავალება: ვინმე უცხო ადამიანს უნდა მოვაყოლო პრობლემის შესახებ, რომელიც მას ჰქონდა, ჩავიწერო საუბარი და ტრანსკრიპტი გავაკეთო. იქიდან გამომდინარე, რომ დროში ვარ ძაალიან შეზღუდული, გადავწყვიტე ვცადო და ფორუმელებს მივმართო

იქნებ ვინმეს გაგიჩნდეთ სურვილი და დამეხმაროთ, პმ-ში მომწერეთ იმის შესახებ, თუ რა პრობლემა გქონდათ და როგორ გაუმკლავდით ამ პრობლემას. პრობლემა სასურველია ეხებოდეს ურთიერთობებს, ხასიათის ნიშნებს, ჩვევებს და ა.შ. ანუ რაც ფსიქოლოგს აინტერესებს და არა მაგალითად "მანქანა მჭირდებოდა, შევაგროვე ფული და ვიყიდე."
რასაკვირველია ანონიმურობა იქნება დაცული, უბრალოდ სქესს და ასაკს თუ მიუთითებთ კარგი იქნება

უღრმესი მადლობა წინასწარ და მაქვს თქვენი იმედი : )
პ.ს. ისე ალბათ თქვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს ამაზე ფიქრი