მეგობრებო,
დღეს, როდესაც რუსეთთან სავაჭრო არაფერი დაგვრჩა (უკანასკნელი ბერკეტი ვტო–ს სახით მიშუტკებმა გამოგვაცალეს ხელიდან. თან ისე შემოგვასაღეს, თითქოს სასწაული მოგება მივიღეთ აქედან), შანსი გვაქვს, რომ გამოვიყენოთ ახალი, აქამდე მივიწყებული, თუმცა ყურისძირში მყოფი სერიოზული, მძიმე ლოდივით ბერკეტი ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ.
ლინკოლნ მიტჩელმა კი დაწერა – გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორიები რუსეთს აჩუქა და ეკონომიკაც ზედ მიაყოლა, მიშა ალბათ რუსეთის კაციაო, მაგრამ ჩვენ მაინც იმედი ვიქონიოთ რომ ეს ტყუილია.
ამ ბერკეტის გამოყენებით 2 მეტად მნიშვნელოვან, კრიტიკულ და ეპოქალურ რამეებს გავაკეთებთ: 1) მიშას მივცემთ საშუალებას, რომ შელახული ღირსება დაიბრუნოს უკან პიროვნული გმირობის გამოჩენით და 2) რუსებს მოვთაფლავთ ასე 10–15 წელი და გამოვცანცლავთ თავდაუსხმელობის გარანტიას.
რაშია საქმე და
მოგეხსენებათ პუტინი არის ცუდი, ბოროტი ძია, რომელიც რუსეთის ხელისუფლების სათავეში კი ზის, მაგრამ მაინც ჩისტა ძველბიჭურად და ემოციებით მართავს ქვეყანას. ჰოდა ამ ემოციურმა მასტმა რამდენიმე წლის წინ გულჩი ჩაიდო – ავად ვარ, გული მიწუხდება და ჩემი პიროვნული მტრის – მიშიკოს ყვერები თუ არ ვჭამე, ისე ვერაფერი მომარჩენსო.
წინადადება შემომაქვს, მოვაჭრათ მიხუილას საოხრე და გავუგზავნოთ პუტანას. ისიც დაისვენებს, მიშაც და ჩვენც.
მიშას გამპრავებლების და მეხოტბეების ულევ არმიას შანსი მიეცემა მიშიკო ცოტნე დადიანის და დემეტრე თავდადებულის გვერდით დააყენონ (ტფუი ეშმაკს, სხვათაშორის...) როგორც სამშობლოს უსაფრთხოების საქმეში პიროვნული მსხვეპრლის გამღებ–შემტანი.
ეს ასევე იქნება მაგალითი მომდევნო პრეზიდენტებისთვის. ვეღარავინ გაბედავს მიშიკოსავით ცრუპენტელობა–გამყიდველობას, როცა ეცოდინება, რომ საოხრეს გარეშე დარჩება.
ქალი პრეზიდენტი რომ გვყავდეს მერე რა გვეშველება, არ ვიცი. მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს რომ საქართველოში ქალი პრეზიდენტი კარგა ხანი ვერ გახდება. სულ მცირე ქალიშვილი თუ არ იქნება კანდიდატი, შანსი არა აქვს

რას იტყვით მეგობრებო, დავკოდოთ მიშა?
ია ზა.
პ.ს. ინკოგნიტო წყაროსაგან შევიტყე, რომ მიშა რუსეთის ჩამოშლა–ტერიტორიების დაბრუნების მყისიერობის ამბავში ამას წინათ რომ უბნობდა სწორედ ამასვე გულისხმობდა რაზეც მე ზემორე მოგახსენეთ...