რამოდენიმე დღის წინ რეგიონში მომუშავე ინდ.მეწარმეს(ახლო ნათესავს) ვესაუბრებოდი პოლიტიკაზე.
მუშაობს ნისიაზე, ვალები აქვს, ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ოჯახში. და მაინც მიმტკიცებს რომ მიშა მაგარია.
უყურებს მარტო რუსთავი2-ს და იმედს.
რო ვკითხე გლობალ-ტივის ანტენა რატო არ დააყენე მეთქი, ახლობელი პოლიციის უფროსის ხათრით არ დავაყენეო.
ნუ მოკლედ ეს ისე შესავლისთვის. ახალი არაფერი დამიწერია.
საქმე რაშია.
ვერ დავაჯერე ვერაფერი და ბოლოს მისივე საქმეზე დავუსვი შეკითხვა.
ვუთხარი რო, ეხლა რო ძალიან კარგად გქონდეს შენი საქმე აწყობილი, დიდ ფულს რო შოულობდე ვინმე მოვა და წილს მოგთხოვსთქო.
ჩემდა გასაკვირად არც უუარყვია რო ეს ასეა.
ვიღაცა რო მოვა და გეტყვისო, ფულს რო შოულობ ცოტა მეც უნდა მომცეო. უნდა ადგე და მიცე, რა პრობლემააო. ბევრია ასეთი ჩვენს რაიონშიო.
ამის მერე აღარაფერი აღარ მითქვამს ამ საკითხთან დაკავშირებით. მივხვდი რო ქვას ვნაყავდი.
ხალხს ბიზნესის სუფთათ კეთების იმედი იდეაშიც არ აქვს
This post has been edited by LEVA1989 on 6 Aug 2012, 00:54