მოკლედ ძალიან ბევრი მაქვს საწერი მაგრამ დიდი ხანია ვაპირებ და არ დავიზარებ.
პირველ რიგში ამაში გამარკვიოს ფორუმის ადმინისტრაციამ
ვიყიდი ამ ფორუმის ნიკებსარცერთ, არანაირი შინაარსის, არანაირი შეხედულების სატზე არ იყიდება ექაუნთები! მითუმეტეს პირდაპირ იმ საიტზე!
მაგრამ ფორუმის მოდერაციისთვის ეს ზოგადი ვაჭრობის თემაა როგორც ვატყობ.
დღეს, როცა ყველამ ვიცით რაც ხდება, მსგავსი ქმედებები უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს ფორუმის ადმინისტრაციის მხრიდან!
ეგ კიდევ არაფერი არ არის.
მაქვს რამდენიმე მოთხოვნა ფორუმის ადმინისტრაციასთან!
1) დააყენეთ IP დაცვის სისტემა, რომ ერთი კომპიუტერიდან შეიძლებოდეს მხოლოდ 1 ექაუნთში შესვლა 24 საათის განმავლობაში!
არ მესმის საერთოდ ვინმეს ბანს რომ ადებთ მხოლოდ იმას ნიშნავს რომ ვისაც ბანი დაადეთ იმას გული უნდა დასწყდეს თავისი პოსტების რაოდენობაზე და თავიდან უნდა დარეგისტრირდეს? რაღაც მექანიზმი უნდა მუშაობდეს მითუმეტეს ასეთ ვითარებაში როცა პოლიტიკური დაძაბულობა პიკს აღწევს!
როგორც ვატყობ თქვენი შეხედულება არის ასეთი
- ჯანდაბას ყველა პოლიტიიკური მხარე, მერე რომელიმე რომ არ მოგვედავოს მიკერძოებულები ხართო ###ზე დავიკიდოთ და თავში ქვა უხლიათ!
აქაურობა მაგრად რომ გაბანძდა ვერ ატყობთ ხო თქვენ თვითონ?
თუ არ იცით როგორ შეიძლება ფორუმის დაცვა აგერ ბატონო
WWWახლა რაც შეეხება მოდერაციას პოლიტიკურ განყოფილებაში.
ძირითადად საღამოობით შევდივარ, რომ გავიგო რა ხდება ქვეყანაში. ტელევიზორის ყურებას აზრი არ აქვს ან აქუს უნდა ვუყურო და ან ევროპულ რუსთავი2ს
მინდა გავიგო რაღაც საინტერესო, შევდივარ და ერთმანეთის შეურაცხყოფის მეტი არაფერი არ ხდება. დაცინვა,ირონია,გინება.
რატომ უნდა იხსნებოდეს თემები ასეთი პოლებით:
საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მიშას მხარს?
უცოდინრები [ 18 ] [29.51%]
ქვეყნის გამყიდველები [ 12 ] [19.67%]
თქვენი აზრით ეს არ აღვევს ფორუმის წესებს?
ეს არ არის ფორუმელების პირადი შეურაცხყოფა? ვიღაც ნაციონალების მხარდამჭერი შევა მერე, წაიკითხავს პოლს და ქართველი ქართველს მოღალატეს, უცოდინარს რომ ეძახის ადგება და შეაგინებს (იგივე ვარიანტი ქართულ ოცნებაზეც)
ეს არ არის აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს არის ერთმანეთის შეურაცხყოფის, დამცირების პიკი და ამაში პირველ რიგში თქვენ გადანაშაულებთ!
მოთხოვნები მაქვს შესაბამისი:
1) ფორუმზე გაკეთდეს დაცვა რომელიც (მულტი ექაუნთები აღარ ჰქვია უკვე მაგას ვინმეს 200 რომ აქვს და საგინებლად რომ იყენებს) შეზღუდავს მსგავს უმსგავსობებს! (ვინმე თუ შემოვა მასეთი და წინააღმდეგობას გამიწევს თავისი მჭევრმეტყველური პოსტით რომ მულტი ექაუნთები აუცილებელია აქვე წერია პასუხი და აღარ შეწუხდეს)!
2) ყველა მოდერატორი გადავიდეს საგანგებო რეჟიმში. მაქსიმალური ყურადღება მიექცეს პოსტებს სხვა განყოფილებებში პოლიტიკური ნიშნით!
3) პოლიტიკის განყოფილებაში შემოვიდეს მაქსიმალურად მკაცრი წესები! აიკრძალოს ყველანაირი (აბსოლიტურად ყველანაირი) დამამცირებელი, შეურაცმყოფელი პოსტები, გამონათქვამები და ასე შემდეგ!
4) ყველა წესის დამრღვევი წავიდეს ნამდვილ შვებულებაში და არა ისე 2 წუთში ახალი ექაუნთით რომ შემოვიდეს კიდევ იგინოს (გული მოსაოხებელი რაც დარჩა) იმაზეც ბანი დაადოთ და მერე კიდევ დარეგისტრირდეს და ის უკვე "პასტაიანკა" ექაუნთი იყოს რა.
5) ეს რჩევა - ხშირად მესმის რომ ესა თუ ის მოდერატორი არის მიკერძოებული, რომელიმე პარტიის წევრი, მხარდამჭერი და ასე შემდეგ. ამის გათვალისწინებით, სულ რამოდენიმე თვით მოდერების გადანაცვლება რომ მოხდეს განყოფილებებში მაგაზე რა აზრის ხართ?
და ბოლოს
საღორეა პოლიტიკის განყოფილებაში რომ შედიხარ. ყოველგვარ ადამიანურ, მორალურ და ზნეობრივ და ფორუმის წესებს ეწინააღმდეგება.
გაახილეთ ფართოდ თვალები!
პ.ს.
ამ თემაზე პოლიტიკურ განყოფილებაშიც გაიგებენ, ვისაც სურვილი ექნება გამოთქვით აზრი, მხოლოდ თემის გარშემო. დაამტკიცეთ რომ მართლა ისეთები არ ხართ როგორც თქვენი ოპონენტები გახასიათებენ!