ქუშადასი - (თურქ. - Kuşadası) ქალაქი და იგივე დასახელების რაიონი თურქეთში, აიდინის პროვინციაში - ეგეოსის ზღვის სანაპიროზე.
ქუშადასი პატარა, საკურორტო ქალაქია, რომელშიც 77 000 მოსახლე ცხოვრობს, ამათგან მუდმივად 55 000. თუმცა ამ საკურორტო ქალაქს ერთდროულად მილიონამდე ტურისტის მიღება შეუძლია და ივლისის ბოლოს - აგვისტოში ქალაქში აქ მილიონამდე ადამიანი იყრის თავს.
ქუშადასში დასასვენებლად ჩამოდიან ტურისტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, განსაკუთრებით ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებიდან. ტურისტები, რომლებსაც უბრალოდ ზღვაზე დასვენება და გართობა კი არა - ანტიკური სამყაროს ულამაზესი ქალაქების და ანტიკური არქიტექტურის შედევრების დათვალიერებაც უნდათ. ამასთან ქუშადასი არის ქალაქი, რომელიც არასოდეს იძინებს - ასობით დისკო-ბარი, კაფე თუ რესტორანი 24 საათის განმავლობაში ემსახურება ამ საოცარ ქალაქში ჩამოსულ ადამიანებს. მოკლედ, თუ გინდათ იპოვოთ ადგილი, სადაც ერთდროულად მოახერხებთ საინტერესო ადგილების დათვალიერებას, გართობას და დასვენებასაც - აუცილებლად უნდა ჩახვიდეთ ქუშადასში.
სახელწოდებაქუშადასი თურქულიდან თარგმანში - ჩიტების კუნძულს ნიშნავს. Kuş - ჩიტი, ada - კუნძული. როგორც ჩანს ამ სახელწოდებას ქუშადასი უნდა უმადლოდეს მის ცენტრთან ახლოს განლაგებულ პატარა კუნძულს - რომელსაც მტრედების კუნძულს (თურქ. - Guvercin Adası) უწოდებენ - საქმე ისაა, რომ ეს კუნძული საუკუნეების მანძილზე გადამფრენი ფრინველების დროებით თავშესაფარს წარმოადგენდა. ახლა კუნძულზე გაშენებულია ბაღი და სპეციალური ბუდეები მტრედებისთვის. ეს კუნძული ქუშადასის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა და დაკავშირებულია ქალაქის ცენტრთან პატარა ხიდით, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ქუშადასის პორტის, ქალაქის ცენტრისა თუ თავად მტრედების კუნძულის მიმართულებით. კუნძული დგას შუა საუკუნეებში აშენებული და მრავალგზის რეკონსტრუირებული ციხე, რომელშიც გაშენებულია ულამაზესი ბაღი. მტრედების კუნძული განსაკუთრებით ლამაზია ღამით და ეს შეყვარებული წყვილების უსაყვარლესი ადგილია მთელს ქალაქში.

არსებობს სხვა უფრო დამაჯერებელი ვერსიაც ქალაქის სახელწოდებასთან დაკავშირებით - მტრედების კუნძულიდან, საერთოდაც ზღვიდან ქუშადასს ჩიტის თავის ფორმა აქვს. ქუშადასი ქალაქს მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში შეერქვა.
ბიზანტიის მმართველობის პერიოდში მას - ეფესოს ნეოპოლისს (Ἔφεσος Νεόπολις), ვენეციელებისა და გენუელების მმართველობისას კი ეს უკანასკლნელები სკალა ნოვას (Scala Nuova) უწოდებდნენ.
ადგილობრივი მაცხოვრებლები ქალაქს უბრალოდ ada-დ მოიხსენიებენ.
ისტორია
უძველესი პერიოდიმეცნიერები მიიჩნევენ, რომ ქუშადასის ტერიტორიაზე უძველეს დროში (ძვ.წ 3000 წლიდან) სახლობდნენ ლეგენდარული ლელეგები. ლელეგები ბერძნულ გადმოცემებში პელაზგებთან და კარიელებთან ერთად იხსენებიან იმ ხალხად, რომლებიც მცირე აზიაში, ეგეოსის კუნძულებსა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ბერძნების ჩამოსახლებამდე სახლობდნენ. ჰომეროსი ლილეგებს ტროელების მოკავშირეებად ასახელებს.
ანტიკური პერიოდიძველი წელთაღრიცხვის მე-11-ე საუკუნიდან ამ ტერიტორიაზე ძველი ბერძნული ტომები იწყებენ ჩამოსახლებას და ლელეგების შევიწროებას. მინოსური კულტურის ცენტრის მოშლის შემდეგ ძველი ბერძნული ტომები ავიწროებენ არა მხოლოდ ბალკანეთის უძველეს მოსახლეობას, არამედ მცირე აზიის სანაპიროზეც სახლდებიან.
ძვ. წ. მე-9 საუკუნიდან ამ ტერიტორიაზე იონიელები იწყებენ ჩამოსახლებას - სწორედ ეს პერიოდი შეგვიძლია მივიჩნიოთ ოქროს ხანად მცირე აზიის სანაპიროსთვის. იონიელთა ჩამოსახლების შემდეგ ქუშადასის სიახლოვეს ძველი მსოფლიოს 3 საოცრება აშენდა - არტემიდეს ტაძარი ეფესოში (12 კმ ქუშადასიდან), ჰალიკარნასის მავზოლეუმი (150 კმ ), როდოსის კოლოსი - (დაახლ. 120 კმ ).
ქუშადასის სიახლოვესაა განლაგებული მცირე აზიის ანტიკური ქალაქების უდიდესი ნაწილი, რომლებიც ტურისტებში ასეთ ინტერესს იწვევენ: ესენია - ეფესო, მილეთი, პრიენა, ჰალიკარნასი...
ქვევით მოცემულია პრიენეში მდებარე პანიონიუმის ნაშთის სურათები, პანიონიუმი პოსეიდონის პატივსაცემად აშენებული საკულტო ადგილი იყო. აქვეა, პანიონიუმის გათხრების შედეგად აღმოჩენილი ამფორის ფრაგმენტი პოსეიდონის გამოსახულებით.
თავად ქუშადასი ანტიკურ პერიოდში ქალაქ ეფესოსთან არსებული მცირე დასახლებაა, პატარა პორტით, რომელიც ეგეოსის ზღვის გასწვრივ მცურავ ხომალდებს ემსახურებოდა.
ძვ.წ. მეშვიდე საუკუნიდან ქუშადასი ლიდიელების ხელში გადადის და სარდედან იმართება ლიდიის უმდიდრესი მეფეების მიერ. ძვ.წ 546 წლიდან ქალაქი სპარსელთა იმპერიის მმართველობაში გადადის ძვ. წ. 334 წლამდე, როცა ალექსანდრე მაკედონელმა თავის იმპერიას მცირე აზია შემოუერთა.
რომაული პერიოდი და ქრისტიანობა
ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნიდან რეგიონში რომაელები გამოჩნდნენ, რომლებმაც ეფესო რეგიონის დედაქალაქად აქციეს. ამას ეფესოს არნახული განვითარება მოყვა და სადღეისოდ ეს ქალაქი მიიჩნევა უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ძეგლად ეგეოსის ზღვის თურქულ სანაპიროზე, რომელსაც სეზონის პიკში - დღეში საშუალოდ 10-12 ათასამდე ტურისტი სტუმრობს.
რომის იმპერიის ზეობის პერიოდს ემთხვევა რეგიონში ქრისტიანობის შემოსვლაც. ეფესო უმნიშვნელოვანესი სამომლოცველო ადგილია ქრისტიანებისთვის მთელი მსოფლიოდან, რადგან მიიჩნევა, რომ სწორედ აქ აღესრულა ღვთისმშობელი მარიამი. ეფესოში არის სახლი, რომელშიც გადმოცემის თანახმად ღვთისმშობელი ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად შენობა არქეოლოგების აზრით ჩვ. წ. მეშვიდე საუკუნეშია აგებული, არის მოსაზრება რომ მისი საძირკველი და სარდაფი უფრო ადრინდელია და შესაძლოა სწორედ აქ გაეტარებინა ღვთისმშობელს თავისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები.

დოებით ამით მოვრჩეთ და მოგვიანებით გავაგრძელებ
This post has been edited by afakidze on 5 Aug 2012, 18:21