#32458450 · 7 Aug 2012, 14:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
myadvokat
მაინტერესებს შემდეგი:
ამ კონკრეტულ სიტუაციაში არის 1 მიმღები კომპანია, რომელმაც უნდა მიიღოს 1 კონტეინერი სადაც მოთავსებულია 2 სხვადასხვა მომწოდებლის ტვირთი. შედეგად არის ორი კონოსამენტი. სამწუხაროდ ერთ-ერთი მომწოდებელი არ აგზავნის დროულად კონოსამენტს. მიმღების მოთხოვნა არის კონტეინერის გახსნა 1 კონოსამენტის საფუძველზე, და ამ კონკრეტული ტვირთის გამოტანა, და მეორე ნაწილის დატოვება, რაზეც საზღვაო ხაზი აცხადებს უარს. ამბობენ რომ არ გახსნიან კონტეინერს ორივე მომწოდებლის კონოსამენტის გარეშე.
მაინტერესებს რამდენად აქვთ ამის უფლება, და რომელი წესით თუ საერთაშორისო ნორმებით რეგულირდება ეს ყველაფერი.
რაალურად მათ შეუძლიათ, თვითონვე, ან საბაჟოს წარმომადგენლის თანხლებით გადმოგვაზიდინონ ტვირთი, რომ ზედმეტი არ წამოვიღოთ, და გამოვიტანოთ მხოლოდ ის თუ რაზეც უკვე გვიჭირავს BL.
მადლობ დახმარებისთვის.
|