ანრი კარტიე-ბრესონი მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი ფოტოგრაფი იყო. იგი უკანასკნელი სიურრეალისტიც გახლდათ, თავის ფოტოებზე ხელს მუდამ შავი მელნით აწერდა - HCB, ამიტომ მას ფოტოგრაფები უბრალოდ აშ-ეს-ბე-ს უწოდებენ, შეიძლება ითქვას რომ ეს აბრევიატურა დღეს ბრენდია.
სანამ ფოტოგრაფიით დაინტერესდებოდა ის მხატვრობამ გაიტაცა. შვიდი წლის ასაკში პირველად მოხვდა თავისი ბიძის სახელოსნოში. უნდა ითქვას რომ ფოტოგრაფიის პარარელურად მხატვრობასაც უთმობდა დროს. 1974 წელს საერთოდ უარი თქვა ფოტოგრაფიაზე და მხოლოდ ხატავდა.
1832 წელს მან მარსელში შეიძინა ფოტოაპარატი ლეიკა, რომელიც "მისი თვალის ლოგიკურ გაგრძელებად იქცა". 1931-1932 წლებში მან იმოგზაურა ევროპაში, ამერიკასა და მექსიკაში. სწორედ ამ წლებში იქმნება მეორე მსოფლიო ომამდელი პერიოდის შედევრების დიდი ნაწილი. მეორე მსოფლიო ომის დროს ანრი გერმანელების ტყვეობაში ხვდება. ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ, 1943 წელს მაინც ახერხებს ტყვეობიდან თავის დაღწევას. "როგორც მახსოვს, ხელში ჯოისის "ულისე" მქონდა და ისე გავრბოდი," - იხსენებდა კარტიე-ბრესონი. შემდეგ შეუერთდა იატაკქვეშა ორგანიზაციას და მათთან ერთად ეხმარებოდა ტყვეებს გაქცევაში.
1945 წელს პროფესიონალ ფოტოჯურნალისტთა ჯგუფთან ერთად გადაიღო პარიზის განთავისუფლება და ასევე გადაიღო დოკუმენტური ფილმი - Le Retour (The Return).
ამ დროს 1946 წელს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი კარტიე-ბრესონის ხსოვნისადმი ფოტოგამოფენის მიძღვნას აპირებდა, რადგან ის ომში დაღუპული ეგონათ. მაგრამ კარტიე-ბრესონი თავად ჩავიდა ნიუ-იორკში და ეხმარებოდა კიდეც ორგანიზატორებს გამოფენის მოწყობაში.
1947 წელს მან და მისმა მეგობრებმა (რობერტ კაპა, დევიდ სეიმური, ჯორჯ როჯერი) შექმნეს ცნობილი ფოტოსააგენტო "მაგნუმი".
1947-50 წლებში მან იმოგზაურა ინდოეთში, ჩინეთსა და ინდონეზიაში, 1954 წელს იყო ასევე საბჭოთა კავშირში. ამავე პერიოდში მოხვდა ის საქართველოში.
1966 წელს მან მიატოვა "მაგნუმი" - რადგან ფოტოსააგენტოს კომერციალიზაციით იყო უკმაყოფილო. ამის შემდეგ თანდათანობით დაანება თავი ფოტოგრაფიას და სიცოცხლის ბოლომდე მხატვრობაში მუშაობდა.
2003 წელს მან თავის ცოლთან და ქალიშვილთან ერთად დააარსა "ანრი კარტიე-ბრესონის ფონდი" , რათა დაეცვა თავისი ნამუშევრები.
იგი გარდაიცვალა საკუთარ სახლში, პროვანსში, 2004 წელს.










საქართველოში გადაღებული
