დილით საპატრიარქოს არხ ,,ერთსულოვნებაზე" გავიდა სიუჟეტი აფხაზეტის ისტორიის შესახებ, სადაც თეიმურაზ გვანცელაძის ინტერვიუ იყო ჩართული...ბატონი თეიმურაზი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აცხადებს, რომ :
1. აბაზგ-აფსილები ქართველები იყვნენ და მათ არანაირი, ვიმეორებ არანაირი კავშირი არ აქვთ აბაზ-აფსუებთან;
2. აბაზგ-აფსილი აფხაზურად არ იხსნება;
3. ქრისტიანობა აფხაზეთში ქართველების მიერ იქნა გავრცელებული;
4. აფხაზთა ქართველობის დასადასტურებლად პატივცემულ აფხაზოლოგს მოჰყავს მეტად არაადექვატური შედარება, კერძოდ მისი განცხადებით დღევანდელი აფხაზურის მიხედვით ეკლესია აუახვამ, მეგრული ოხვამეს სახეცვლილებაა, შესაბამისად თუკი ძველი აფხაზები ქრისტიანები იყვნენ მეგრულისაგან სესხება რაში დასჭირდებოდათო;
5. თუკი აფხაზეთის სამეფო ეთნიკურად აფხაზი მეფის ეგიდით გაერთიანდა, აფხაზებს უცილობლად უნდა შეექმნათ დამწერლობა;
მივყვეთ რიგისა და მიხედვით:
1. პატივცემული მეცნიერი ,,მეცნიერულად" გვიმტკიცებს, რომ აბაზგ-აფსილებსა და აბაზ-აფსუებს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს
არ უნდა დიდი მეცნიერული წიაღსვლები იმის მტკიცებას, რომ ძირი ეთნონიმებისა აბაზგ-აბაზ და აფს-ილ, აფს-უა, აფს-არ ურთიერთშესატყვისია...სამწუხაროა, რომ ,,მეცნიერულად" აღნიშნული ეთნონიმების კავშირი ვერ დაადგინა პატივცემულმა გვანცელაძემ...
2. ამ ბოლო დროს ხშირია მეცნიერების მიერ არგუმენტად გამოყენება მტკიცებით ფორმის განცხადებებისა...ეტყობა საბოლოოდ იქნა დანერგილი მეცნიერის ,,მტკიცებების” არგუმენტად გამოყენება

სწორედ ამ ვითარებასთან გვაქვს საქმე თეიმურაზ გვანცელაძის მიერ აბაზგ-აფსილთა აფხაზური ენით ვერ ახსნის მტკიცების შემთხვევაში...ყველაფერთან ერთად მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ეთნონიმ აბაზგ-აფსილის ქართველური ახსნა, მაგრამ დარწმუნებით იქნა გაცხადებული, რომ აფხაზურად აღნიშნული ეთნონიმები არ იხსნება...არადა იხსნება და თანაც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე...
აფხაზთა თვითწოდება აფსშუა (ბზიფური)/აფსუა (აბჟუური) უკავშირდება აფხაზურ ზმნას აფსშრა (ბზიფ.)/ აფსრა (აბჟ.), რაც აღნიშნავს "კვდომას". აფსშუა/აფსუა ეტიმოლოგიურად - "მოკვდავი=>ადამიანი =>აფხაზი ადამიანი". “სშ” აღნიშნავს სისინა-შიშინა ბგერას, რომელიც ს-სა და შ-ს შორის წარმოითქმის და ბზიფურმა დიალექტმა შემოინახა. ეს ეტიმოლოგია ეკუთვნის აფხაზ ენათმეცნიერს ვ. ჩირიქბას. იხ. Chirikba, V. A.: On the Etymology of the Ethnonym /Apswa/ 'Abkhaz'. Annual of the Society for the Study of Caucasia, Vol. 3, 1991, Chicago
"მოკვდავი => ადამიანი" საკმაოდ გავრცელებული ტიპოლოგიური მოდელია. შდრ.: ირანული "მარდ" (კაცი, მოკვდავი), ზმნიდან "მარ-" (კვდომა); ჩერქეზული лъы (კაცი, ეტიმ. “მოკვდავი”), ზმნიდან лъэн (კვდომა) და სხვ. ამ მოდელისთვის იხ. ასევე გამყრელიძე&ივანოვი (1984) "ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები"
თანამედროვე აფხაზეთის მიწაზე ეთნონიმი აფსშუა/აფსუა დასტურდება I ს-იდან (პლინიუს უფროსი) ფორმით absilae. გვხვდება არიანესთან (II ს.) - Αψιλαι. მოგვიანებით ამ ეთნონიმს ქართულ წყაროებში შეესაბამება აფშილი (ჯუანშერი).
ეს სახელი უნდა წარმოსდგებოდეს აფხაზური აფსშ-ჷჟ°ლა-დან (აფს’- “აფხაზი”, ა-ჟ°ლა - “ჯიში, მოდგმა, ხალხი”). ასიმილაციით აფსშ-ჷჟ°ლა => აფსშ°ჷლა
სისინა-შიშინა "სშ" ბგერა ბერძნულსა და ლათინურში აისახა როგორც "ს" (აფსილ-, აბსილ-), ხოლო ქართულში გადმოიცა "შ"-თი (აფშილი).
აფსშ-ჷჟ°ლა => აფსშ°ჷლა => absilae (ლათ.), Αψιλαι (ბერძ.), აფშილი (ქართ.)
რაც შეეხება აბაზა/აბაზღ-ს. ცხადია, ეს ეთნონიმიც აფხაზურ-აბაზური სამყაროდან მოდის და დღემდეა შემონახული აფხაზ-აბაზების სახელებში აფხაზი და აბაზა. ეთნონიმი დღევანდელი აფხაზეთის მიწაზე პირველად დასტურდება არიანესთან ფორმით αβασκοι, რასაც მოგვიანებით ბიზანტიურ წყაროებში შეესაბამება αβασγοι, ხოლო ქართულში აფხაზი. IX ს-იდან აფხაზეთის გაფართოების კვალდაკვალ ბიზანტიური წყაროების αβασγ- ცნების მნიშვნელობაც ფართოვდება და IX-X ს.ს. აღნიშნავს გაფართოებული აფხაზეთის (ეგრის-აფხაზეთის, სადაც ნამდვილი აფხაზი უმცირესობაა) მკვიდრს, ხოლო XI-XV ს.ს. საქართველოს მცხოვრებს (ანუ "ქართველს"). ქართულ წყაროებში აზრობრივი გაფართოება მხოლოდ ლიხთიმერეთით შემოიფარგლა, თუმცა პირვანდელი მნიშვნელობა ("აფხაზეთში (ვიწრო გაგებით) მცხოვრები არაქართველურენოვანი ხალხი") არც არასდროს დაუკარგავს და ორაზროვან ცნებად იქცა. მისი მნიშვნელობის გარკვევა შესაძლებელი ხდება კონტექსტიდან. რაც შეეხება ზეპირ მეტყველებას (მეგრულს, სვანურს, ქართულს) - აფხაზი მხოლოდ პირვანდელი მნიშვნელობით შემორჩა და აღნიშნავს იმ ხალხს, რომელიც ცხოვრობს აფხაზეთში და თავს უწოდებს "აფსუას". იხ. აფხაზა (მეგრ.) - მჷჲფხაზ (სვან.) - აფხაზი (ქართ.) – აფსუა (აფხ.).
ახლა ეტიმოლოგია: "აბაზ-ღ" ფუძე ნაწარმოები უნდა იყოს საერთო აფხაზურ-აბაზური ძირიდან "ბაზ" (ენა) ტიპოლოგიური მოდელით - "გასაგებად მეტყველნი, ჩვენ" versus "გაურკვევლად მეტყველნი, უცხოელნი". შდრ.: სლავური Слов-ен-ин (ეტიმ. "მეტყველი"), Нем-ец (ეტიმ. "გაურკვევლად მეტყველი", "უცხოელი". იხ. ); ასევე ალბანური shkipetár "ალბანელები" : shkipónj "მესმის".
*baz- => *a-baz-aγwǝ (მხ.რცხ.), *a-baz-γa (მრ.რცხ.): ეტიმოლოგიურად “მეტყველი”. –γwǝ არის მოქმედის აღმნიშვნელი სუფიქსი, რომელიც ადამიანის აღმნიშვნელ ძირს ემთხვევა. –γa არის მრავლობითის სუფიქსი.
Аbazγа-დან არის ნაწარმოები მეგრული აფხაზა (მეტათეზით, ანუ ბგერათა გადასმით). ფონეტიკურად შდრ. ასევე ქართული ბარტყი => ბღარტი
Аbazγа (აბაზღა) => აფხაზა (მეგრ. "აფხაზი") => აფხაზ-ი (ქართ. "აფხაზი").
3. ქრისტიანობა აფხაზეთში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა მე-6 საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს პირდაპირი მითითებითა და უშუალო ჩარევით...ამის შესახებ ცნობებს გვაწვდის პროკოფი კესარიელი, ამავე დროს პროკოფი აღნიშნავს, რომ იუსტინიენეს ბრძანებით აფხაზეტში აგებულ იქნა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი...გამოდის, რომ იუსტინიანე ქართველი იყო?
4. ბატონი გვანცელაძე ივიწყებს იმ ფაქტს, რომ თვით ქართულში ძალიან ბევრი ეკლესიური ტერმინები სხვა ენიდან, ბერძნულიდან არის დამკვიდრებული...ასე მაგალითად: ეკლესია, ბაზილიკა და სხვ.
საინტერესო იქნებოდა გვანცელაძის პასუხი მოსმენა იმასთან დაკავშირებით თუ რომელ ენას გულისხმობდა ექვთიმე ათონელი როდესაც აფხაზთა ენის შესახებ ცნობებს გვაწვდიდა? თუკი დღევანდელი აფხაზები მე-16 საუკუნეში გადმოსახლდნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან ( საინტერესო ამ თარიღის გადაწევა მე-17-დან მე-16 საუკუნისაკენ, ინგოროყვიზმის გვასწავლის, რომ გადმოსახლება მე-17 საუკუნიდან იწყებაო, თარიღების გადაწევა ეტყობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჯერ კიდევ 17 საუკუნეში ლამბერტი და სხვა მოგზაურები გვაწვდიან ცნობებს აფხაზეთში აფხაზურად მოსაუბრე ხალხის ცხოვრების შესახებ) ჯერ კიდევ 11 საუკუნეში მოხსენიებულ აფხაზურ ენაში რომელი ენა შეიძლება ვიგულისხმოთ? მეგრული? სვანური?
5. გვანცელაძის მოსაზრებით თუკი ამა თუ იმ ტომს, ერს არ გააჩნია დამწერლობა მისი არსებობა ან კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ან საერთოდაც უარყოფილ უნდა იქნეს...მსგავსი ლოგიკით არც ლაზებს, არც სვანებს, არც ადიღეელებს, არც ჩეჩნებს არ უარსებიათ და არც არსებობენ...აფხაზეთის სამეფოშო მე-9 საუკუნის ბოლომდე სადამწერლობო, ღვთისმსახურების ენა იყო ბერძნული, შემდეგ კი ქართული...გამოდის, რომ აფხაზები თავდაპირველად ბერძნები იყვნენ და შემდეგ გაქართველდნენ?
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ertsulovneba ესეც ლინკი...სამწუხაროა, რომ მსგავსი ,,მოთხრობების” გაპიარება ხდება საპატრიარქოს ტელევიზია ,,ერთულოვნების” მიერ...თეიმურაზ გვანცელაძემ, კიდევ კარგად ისაუბრა აფხაზთა შესახებ...თქვენ უნდა ნახოთ და მოისმინოთ მეუფე ანანია ჯაფარიძის ნათხრობი აფხაზებისა და აფხაზეთის ისტორიის შესახებ...აფხაზებსა და ადიღეელებს იგი კავკასიაში მე-14 საუკუნიდან ჩასახლებულებად მოიხსნიებს და მონროლებთან აკავშირებს
This post has been edited by abkhazi_83 on 8 Aug 2012, 17:08