თავდაპირველად კრიმინალური პოლიციის პიკაპის სიგნალისა და ანთებული ფარებისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია, რადგან ვერ მივხვდით, ჩვენი მაქანის შეჩერებას თუ ითხოვდნენ. თუმცა, ორიოდე წამში ტოიოტას მარკის ავტომანქანა უკან ამოგვიდგა და რამდენიმე ასეული მეტრის დევნის შემდეგ წამოგვეწია.
გორის რაიონის სოფელ ერგნეთის გზაზე პოლიციის პიკაპებისა და ჯავშანტრანსპორტიორების გარდა არცერთი მაქანა არ მოძრაობდა. კრიმინალური დეპარტამენტის ოფიცრებმა საბუთები მოგვთხოვეს და ერგნეთში ჩასვლის მიზანი გვკითხეს. ავუხსენით, რომ ჟურნალისტები ვიყავით, აგვისტოს ომის ოთხი წლის თავზე კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება გვაინტერესებდა და მოსახლეობასთან გასაუბრებას ვგეგმავდით. პოლიციელებმა “ლიბერალის” პრესბარათები ყურადღებით დაათვალიერეს. ხელმძღვანელობასთან დარეკეს და ჩვენი მონაცემებისა და გეგმების გადაცემის შემდეგ გვირჩიეს, რომ შორს არ წავსულიყავით, ამის შემდეგ, ჩამოგვცილდნენ და მუშაობის საშუალება მოგვეცა:
http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/112123/