08/08/2012 12:02

"ვინ აკეთებს რეალურად რუსულ საქმეს თბილისში", - ამ სათაურით ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს გამოცემა The Huffington Post-ში კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი.
მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ისეთი შედეგები გამოიღო, რომლებიც აშკარად შედის რუსეთის ინტერსებში.
"ომის შემდგომ წლებში საქართველოს მთავრობამ დაკარგა თავისი წარსული იდენტობა. ამ წარსული იდენტობის თანახმად, საქართველოს სათავეში ედგნენ თვალნათელი დემოკრატები, რომლებიც ცდილობდნენ აეშენებინათ ევროპული ტიპის დემოკრატია იმ სივრცის შუაგულში, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირს წარმოადგენდა.
ახლა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობა კიდევ ერთი ნახევრად ავტორიტარული რეჟიმია, ისეთი, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის შერჩევითად აღსრულებულსა და შექმნილ კანონებზე, რეპრესირებულ მედიაზე, პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და დაშინებაზეა დამოკიდებული... სააკაშვილის რიტორიკა, ნამდვილად ანტირუსულია, მაგრამ თუ საქართველოს მთავრობის მიმართებას რუსეთთან უფრო შედეგებით შევაფასებთ, ვიდრე მხოლოდ რიტორიკით, ზედაპირზე სრულიად განსხვავებული ისტორია ამოტივტივდება. მიუხედავად მათი განზრახვებისა, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა გამოიღო ისეთი შედეგები, რომლებიც აშკარად შედის რუსეთის ინტერსებში.
სააკაშვილი და მისი მთავრობა ხელისუფლებაში 8 წელიწადზე მეტია არიან და რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი წაიღო, ვითარება, რომელიც თვალსაწიერ მომავალში არ შეიცვლება და რამაც საქართველოს ლტოლვა ნატო-სა და ევროკავშირისკენ თითქმის აუხდენელ ოცნებად აქცია. გამოიარა რა ძალიან რთული ეკონომიკური პერიოდები, ახლა ქვეყანა უმუშევრობამ, ინფლაციამ და ვალების პრობლემამ მოიცვა და ეს ვითარება მომავალ რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო სერიოზული გახდება", - ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, ამერიკელი ანალიტიკოსის აზრით, საქართველოს მთავრობა რუსეთისადმი შიშს ბასრ პოლიტიკურ იარაღად იყენებს - თითქმის ყველა შინაურ ოპონენტს, ისევე როგორც უცხოელ კრიტიკოსს, რუსეთის ჯაშუშობაში, მარიონეტობაში და სხვა ამგვარში სდებს ბრალს, პროდასავლელ პოლიტიკოსებსაც კი, ისეთებს, რომელთაც ძლიერი კავშირები აქვთ აშშ-სთან და ევროპასთან, ამგვარად ესხმის თავს.
"საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც რუსულ შეთქმულებაზე ლაპარაკი ჩვეული რამაა, მაგრამ საინტერესოა, როგორი შეიძლება ყოფილიყო რუსული შეთქმულება საქართველოში. წარმოიდგინეთ 2003 წლის ბოლოს, რუსეთის მთავრობას იმის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, გამოეგზავნა ვინმე, ვინც საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებდა და ამავე დროს, ფარულად რუსეთის ინტერესებს განახორციელებდა. ეს, რა თქმა უნდა, არ მომხდარა, მაგრამ რომ მომხდარიყო, პატრონები კრემლიდან პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიების რუსეთის სასარგებლოდ დაკარგვას დაავალებდნენ, რათა ზუსტად სცოდნოდათ, რომ საქართველო ვერ შევა ნატო-ში, საქართველოს ეკონომიკა სუსტი იქნებოდა, ხოლო ქვეყანაში პოლარიზაციას შენარჩუნდებოდა. ამ პრეზიდენტს იმასაც სთხოვდნენ, რომ რეგიონში ამერიკისადმი ნდობა შეესუსტებინა, ხოლო აშშ-ს რაც შეიძლება ბევრი ფული დაეხარჯა საქართველოში. სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არ არის საიდუმლო რუსული გეგმის მონაწილე, მაგრამ ყველაფერი ეს საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს მოხდა", - აღნიშნულია სტატიაში.
გარდა ამისა, მიტჩელის აზრით, საქართველოს ლიდერებმა უკვე იციან, რომ დასავლეთი ინფორმირებულია დემოკრატიის დეფიციტზე საქართველოში, რის გამოც მათ შეცვალეს სტრატეგია.
"ახლა ისინი ნაკლებად ცდილობენ დასავლეთს თავი დემოკრატებად მოაჩვენონ და საკუთარ რეპუტაციას უფრო იმაზე აგებენ, რომ რეგიონში რუსეთის გავლენის წინააღმდეგ აღმართულ ბასტიონს წარმოადგენენ. ამ მიდგომის ფარგლებში ხორციელდება ის ძალისხმევაც, რომელიც მილიარდერ ივანიშვილს იმის გამო, რომ მან ფული რუსეთში იშოვა, რუსეთის მარიონეტად წარმოჩენას ცდილობს. გასაკვრი არ არის, რომ საქართველოს მთავრობიდან არავინ ღელავდა ივანიშვილის ქონების წარმომავლობაზე და არავინ ეჭვობდა საქართველოსადმი მის ერთგულებაზე მაშინ, როდესაც ის თავის ფულს ქართველი ჯარისკაცების ჩექმებისა და აღჭურვილობის შესაძენად, საქართველოში ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის ან ქვეყნის ხაზინის შევსებისთვისა და ბიუჯეტის დასახმარებლად ნებაყოფლობით ხარჯავდა. პარადოქსულია, რომ მთავრობა, რომელმაც ევროკაშირის ოფიციალური ანგარიშისა და ანალიტიკოსთა უმეტესობის აზრით, დაუშვა საკუთარი თავის პროვოცირება და ასეთ დამანგრეველ ომში ჩათრევა, ახლა ვინმე სხვას ბრალს სდებს რუსეთის გავლენის განმტკცების ხელშეწყობაში", - ნათქვამია ამერიკელი ანალიტიკოსის სტატიაში.
foreignpress.ge
http://www.tribuna.ge/index.php?option=com...=11056&Itemid=1..............................................................
ნუ ეხლა მთლად გაზპრომს ნუ მიახტებით, რამე უკეთესი მოიფიქრეთ
This post has been edited by ანუნაკი on 8 Aug 2012, 12:48
- Будут спрашивать - скажи, что я вышел. Или просто - бога нет!