#32476260 · 8 Aug 2012, 18:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნაციონალებმა საჯაროდ თქვეს 7-8-ში არანაირი წინასაარჩევნო კამპანიაო და ეს ალბათ სხვა რამეა... მოვისმენდი 098-სგან სუპერინტელექტუალურ პოსტინგს...
მიხეილ სააკაშვილი – რაც არ უნდა იოცნებონ კრემლში და მათმა დამქაშებმა საქართველოში, საბჭოთა კავშირი არ აღდგება
"რაც არ უნდა იოცნებონ კრემლში და მათმა ადგილობრივმა დამქაშებმა საქართველოში, საბჭოთა კავშირი არ აღდგება. ქართველ ხალხს კრემლის ოცნებების გვერდის ავლით განვითარების სხვა გეგმები გააჩნია" , - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. პრეზიდენტმა 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეებზე, რომლებიც, მისი თქმით, ახალ პუტინურ გეგმებს უკავშირდება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, 4 წლის წინ, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების დროს ქონდა მკვეთრად გამოკვეთილი 3-პუნქტიანი გეგმა - დაემხო საქართველოს მთავრობა, მისთვის დაეკარგა გეოპოლიტიკური ფუნქცია და ხელი შეეშალა ერთი მხრივ, ნატო-ს გაფართოებისთვის და მეორე მხრივ, საქართველოსთვის ალიანსში გაწევრიანებით უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების მიღებისთვის, ასევე ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა ოკუპანტმა მიზანს ვერც ერთი მიმართულებით ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ის გამარჯვებული არ არის. რაც შეეხება ახალ საფრთხეებს, როგორც სააკაშვილი აცხადებს, მრავალი პროვოკაციის და საბოლოოდ ღია სამხედრო აგრესიის მეთოდების წარუმატებლობის შემდეგ კრემლში საქართველოს დამორჩილების ახალი გეგმები მუშავდება, რომელიც ისევ საბჭოთა ოცნებებს ემყარება და ამ ოცნების ასრულების ახალ გზას კრემლში საქართველოს შიგნიდან გატეხვით ხედავენ. პრეზიდენტის შეფასებით, დამპყრობლებს კარგად აქვთ შესწავლილი საქართველოს ისტორია და იციან, რომ ყოველთვის მოიძებნება ვინმე ისეთი, ვინც საკუთარი კეთილდღეობისთვის ქვეყნის ინტერესებს დათმობს. ამჯერად კი ქართველმა ხალხმა გაკვეთილი ისევ საკუთარი ისტორიიდან უნდა მიიღოს. "ჩვენ კარგად გვახსოვს ფაქტები, როდესაც ამბობდნენ, რომ თუ დათვი გერევა ბაბაია უნდა დაუძახო. ასევე კარგად გვახსოვს, რომ ამ მეთოდმა არც ერთხელ არ გაამართლა და რამდენჯერაც ბაბაია დავუძახეთ იმდენჯერ არ დაგვინდეს. საბოლოოდ საქართველომ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება მოახერხა იმიტომ, რომ არც ერთხელ თავი არ დახარა და ხალხი არ გაყვა მათ ვინც დათმობისკენ მოუწოდებდა. ამჯერადაც ასე მოხდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.
--------------------
Think Different - Apple
|