პორტირების ლიდერი "მაგთი" გახდა
„მომხმარებელი კომპანიების შეთავაზებებს აკვირდებოდა და საუკეთესო აირჩია“
რადიო "კომერსანტი," FM 95,5
რატომ შეიცვალა 2012 წელს პორტირების ლიდერი?
„მაგთიკომი“ პორტირების პროცესში საკუთარ ლიდერობას მომხმარებლისთვის კონკურენტებზე მომხიბვლელი პირობების შეთავაზებას უკავშირებს.
შეგახსენებთ: კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პორტირების ლიდერი „მაგთია“, ხოლო გასული წლის განმავლობაში ლიდერობას „ჯეოსელი“ ინარჩუნებდა. პორტირების ფარგლებში აბონენტს მობილური ოპერატორის შეცვლა ნომრის შეუცვლელად შეუძლია.
როგორც „მაგთიკომში“ რადიო „კომერსანტს“ განუცხადეს, პირველ ეტაპზე მომხმარებელი კომპანიების შეთავაზებებს აკვირდებოდა, რათა საუკეთესო ამოერჩია და შედეგად “მაგთი” პორტირების ლიდერი აღმოჩნდა.
ნაკადული:
http://www.commersant.ge/index.php?id=10112