შესავლისთვის:
ვისაც მე ვინმეს გამპრავებელი , ადვოკატი, დავალებული ვგონივარ, თქვენც მაინც არაფერი გეშველებათ და აგერ პირდაპირ მუსიკალურ ნაწილზე გადადით, უკეთესი არ/ვერ გექნებათ მოსმენილი და
მაშ ასე წარმოგიდგენთ დისტოპიური ტიპის სპექტაკლს:
,,ოცნების თეატრი, ანუ ფატალური ტრაგედია''
( სახელი ინსპირირებულია პროგ მეტალ ბენდის სახელისგან და სიმღერისგან )
I მოქმედება ( საუბარი რიგით ქალაქის/სოფლის მცხოვრებსა და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის )
- გაუსაძლისი პირობებია სიცოცხლისთვის
- პუტინი!
- სახლები თავზე გვენგრევა
- პუტინი!
- შეღავათები რატო არ გვაქვს სოციალური?
- პუტინი!
- რატო არ აასრულა პრეზიდენტმა 4 წლის დაპირებები?
- პუტინი!
- სტიქიამ წაგვიღო, მთავრობა სადაა
- პუტინი!
- აღარ გვჯერა თქვენი
- პუტინი!
- ...
II მოქმედება ( მონოლოგი )
მოკლედ როგორც ვიცით - მთავრობა, ტელევიზია, პრესა , ფორუმი მიაქვს ფრაზებს: ,, ბორია პუტინის კაცი'', ,,რუსეთის აგენტია მაგი'', ,,პუტინის ამომრჩევლებო'', ,,ბიძინა ყვერებით უჭირავთ'' და ა.შ.
ხოდა ესე თეორიულად საუბარი რო მარტივია, ეგ ახალი ამბავი არაა, ამიტომ საჭიროა კონკრეტიკა. შესაბამისად , უკიდურესად დავკონკრეტდეთ, გამოვიყენოთ დედუქციური მეთოდი და ვიმსჯელოთ.
კითხვა:
მოკლედ დადგა ოქტომბერი, 2013 წელიც და მოიგო სრულად ,ოცნებამ'' . მსხვილი ნაცები გაიქცნენ, წვრილი ნაცები დაიჭირეს, ცოტა სიმშვიდეა. ხოდა დადგა დრო, რო ბიძინა/ბორიამ თავის ყბადაღებული რუსული მხარე გამოაჩინოს და დედა გვიტიროს . ხოდა კითხვაც ესაა, როგორ უნდა გააკეთოს?
თვითგამოცხადებულ სეპარატისტებს აღიარებს დამოუკიდებლად? გეორგიევსკის ტრაქტატს აფდეითს გაუკეთებს და თავიდან მოაწერს ხელს?
ანც რო დააპიროს ეგ, ესე პადვალში ხო ვერ იზავს, ხო გამოცხადდება რაც უნდა მოხდეს, ხოდა მშვიდად იქნება(ვიქნებით) ხალხი? არ გამოვა ჯერ არ ნახული რაოდენობა ესეტი საფრთხის წინაშე? ჯარი რო ჯარია, არ აჯანყდება? არ ჩამოაგდებენ მეორე დღესვე? რა შეუშლით ხელს?
გასაგებია რო 10, 100, 1000 და თუნდაც 10 000 კაცი იყოს მედროვე და დაიკიდოს, მარა ეს ხო ძაან ცოტაა მთელ რაოდენობასთან.
ხოდა დასკვნაც, როგორც კი მნიშვნელოვან ქვეყანასაწინააღმდეგო რუსეთთან დაკავშირებული ქმედება ექნება ბიძიას, მაშინვე ჩამოაგდებენ და ეს ხო ძაან მარტივი მისახვედრია
აქვე მომავლის ქრონიკა, ვიცი დაიწერება ეს ვერსია და: რუსეთი მოირგებს ,,დემოკრატიის მცველის'' მანტიას და შემოვა ,,არჩეული მთავრობის'' დასაცავად, რაც სრული ოკუპაციით სრულდება, ანუ ტრაგედია !
აქ ღიად სრულდება მოქმედება, მაყურებელს შეუძლია თავის ვერსიებიც წარმოადგინოს მოვლენების განვითარების, ნებისმიერი მომენტიდან

------------------------------------------------------------------------------
Director's Cut : აქ ოცნებისტებისთვის წყდება პიესა და წაით ბიძია თქვენც შეგიძლიათ დასქროლოდ და მოუსმინოთ მუსიკას, მართლა კაია

ხოლო მიშისტებისთვის, ,,მიშისტი არ ვარ, მაგრამ.." -ებისთვის, ,,არავისტი ვარ, მარა პუტინი!''- ებისთვის კი ეხა იწყება.
------------------------------------------------------------------------
III მოქმედება ( მონოლოგი/დასკვნა)
მოკლედ დისტოპიაა: კრიტიკული მდგომერეობა, სახელმწიფოებრიობა ჩამოგვერთვა, რუსეთმა მიგვიერთა, ბიძინამ დედა გვიტირა.
ხოდა აქვე კითხვა, რომელიც გამომდინარეობს წინა მონოლოგიდან. მოკლედ ესე რო ქნას ბიზინა/ბორიამ, ღრუსებს რო მიგვიერთოს, იმ დღიდან ხო ვსო , ხალხის თვალში N1 მოღალატე და დედამოხნული გახდება? გახდება! მთავარი ლანძღვის და გინების სიმბოლო ხო იქნება.
+ პოლიტიკა რო სიბინძურეა, კი, მარა ეგრეც ხო არაა. იგივე ამერიკა/ევროპას ხო ღლეზე კიდია ეხა პატარა ჯორჯია, მარა ესე უპრეცენდენტო ფაქტი რო დაფიქსირდება, კაცის მიერ ქვეყნის გადაცემის რუსეთზე, ხო გახდება იმწამსვე ამხელა ბიზნესმენი, ფილანტროპ/ქველმოქმედი ბ. ივანიშვილი ღლე. კაცი რომელმაც ახალგამომცხვარი, მსოფლიოახალგაცნობილი, დემოკრატიადაწყებული ქვეყანა გააქრო . თან მანამდე 20 წელი იმხელა ფული ჩადო იქ. ხო მორჩა , სახელი გაუტყდება კი არა, სულმთლად ხო გაუქრება აწი. ვიღაც ჩემი მეზობელი გურამა ხო არაა, რო ვიგოდის გამო ქვეყანა გაყიდოს და მერე დაითესოს. ამხელა ცნობილი მილიარდელია და არ უნდა მერე ცხოვრება?
ხოდა უღირს ეგ ბიძინას? ამხელა ბოროტი გენიაა? ამდენი წელი იქველმოქმედა, ბოლოს გამოჩნდა, მთელი ქვეყანა დაითანხმა და გააქრო?
ანუ 20 წელი გვეხმარა და ბოლოს გვიხმარა?
ხო აფსურდია ესეთი განვითარება მოვლენების.
სხვა თუ არაფერი, არ ეშინია? ტერაქტებს ხო მოუწყობენ მინიმუმ ( ესეთი რამის გამკეთებელ კაცთან , ეძიკა და ორჯონიკიძე ხო არიან გულანთებული მამულიშვილები. )
ან კიდე იმ დონის პროფესიონალი როგორაა რო 20 წელი სპეციალურად იჩალიჩა, იმ ერთადერტი მიზნისთვის, რო ბოლოს ქვეყანა რუსებისთვის მიეცა. ხო სისულელეა წარმოდგენაც კი?
ეს თუ გათვალა და მაშინ ბიზინა ყოფილა ჯეიმს ბონდიც, შტირლიციც, მატა ჰარიც , ეთან ჰანტიც, ნათან ჰეილიც და ვინც გინდათ კიდე.
და გაუმარჯოს მაშინ მეგა-ავანტიურისტ , ბოროტ გენია ბ.ივანიშვილს , მაგის მომხრეებს, ამომრჩევლებს, ისე ხალხს !
ვაშა!
დაუშვით ფარდები !
რიჩი ბლეკმორი - სიმართლე გითხრათ, მაგ კაცმა დაკვრა არ იცის, აი ეგრე მართლა დაუკრავთ თუ მოინდომებთ, ჯერ ერთი აჭყვიტინებს რაღაცეებს უაზროდ, მეორეც ერთი, დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე © Gode
თუნდაც Shine On You Crazy Diamond აიღე, საზიზღარი შესავალი აქვს და სიმღერა ხო საერთოდ © ZSU-23-4