"ანგარიში წარმოადგენს სტრუქტურას დღესდღეობით საქართველოში არსებული პოლიტიკური ფინანსების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმურობას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიზანია, მსგავსი სახის ანგარიშებით ხელი შეუწყოს პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობას და საზოგდოების ინფორმირებას განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენი ანალიზის შედეგად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქართულ პოლიტიკაში დაფინანსების 90%-ზე მეტს უკანონო შემოწირულობები წარმოადგენს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული უკანონო შემოწირულებები გაანალიზა და შედეგები ასეთია: პირველ ადგილზე უკანონო შემოწირულობების მიხედვით კოალიცია "ქართული ოცნებაა", რომელმაც 18 393 634 მილიონი ლარის უკანონო შემოწირულობა მიღო, მეორე ადგილს კი 102 572 ათასი ლარის უკანონო შემოწირულობით "ნაციონალური მოძრაობა" იკავებს", - განაცხადა კეჟერაძემ.
http://pirweli.com.ge/?menuid=11&id=12589