რუსულმა ტელეარხმა გორი და წეროვანის დასახლება "აღდგენილ" ცხინვალად გაასაღარუსულმა ტელეარხმა TV100-მა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის სამხრეთ ოსეთში ვიზიტი გააშუქა. "სამხრეთ ოსეთში 2008 წლის საქართველო-ოსეთის ომის დროს დაღუპულები მოიგონეს" - ტელეკომპანიის ოფიციალურ საიტზე ასეთი სათაურით დევს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ამსახველი ვიდეომასალა.
"აღდგენილი" ქალაქის კადრებში, რომელიც წამყვანის ტექსტს ადევს, ტელეკომპანიამ ცხინვალად გაასაღა გორის ქუჩები და წეროვანის დევნილთა დასახლება, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დევნილი მოსახლეობისთვის ააშენა.
"ჩვენი კორესპონდენტები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ ცხინვალში, საიდანაც იუწყებოდნენ სამხრეთოსეთელების გაჭირვებული ყოფის შესახებ. ამჟამად კი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახლების პრობლემის გადაწყვეტა გამუდმებით მიმდინარეობს" - იუწყება ტელეკომპანია.
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/poli...d-gaasagha.htmlლინკზე დევს ვიდეო,ნახეთ!
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი