#32490696 · 9 Aug 2012, 20:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საინტრესო თემაა:
როდესაც რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ უნივერსიტეტში მსოფლიო პოლიტიკის ლექციაზე ვიყავი ერთ-ერთმა სტუდენტმა სწორედ ასეთი საკითხი წამოაყენა - "ქართული პოლიტიკა საქართველოში კეთდება?". შემდგომ კითხვა უფრო დააზუსტა და დაახლოებითი ციტირება მინდა მოვიყვანო: თუ ვუშვებთ რომ მსოფლიოში არსებობს რამდენიმე წამყვანი სახელმწიფო და შესაძლოა გლობალური მთავრობები, მაშინ რა გარანტია გვაქვს რომ საქართველოში მიმდინარე ოპოზიციური და სახელისუფლებო დავები და კამპანიები უბრალოდ სასაცილოდაც არ ჰყოფნით გლობალური მთავრობის წარმომადგენლებსო?
თქვენი აზრით ქართული პოლიტიკა საქართველოში კეთდება?
--------------------
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.
|