#32503336 · 10 Aug 2012, 18:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | მუხლი 799. ცნება 1. დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. 2. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
|
QUOTE | მუხლი 820. ზიანის ფულადი ანაზღაურების ვალდებულება
ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით.
|
820-ე მუხლის მიხედვით მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. ეს კანონით იმპერატიულად არის განსაზღვრული და აქედან გამომდინარე ამის საწინააღმდეგო შეთანხმება არის ბათილი. 799-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინანადება კი უშვებს მზღვეველის მიერ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ”სხვა მოქმედების” შესრულებას.
რაშია საქმე? კოლიზიაა?
|