მოკლედ მე ერთ მოსაზრებას შემოგთავაზებთ.
თუ ბიძო რუსეთის კაცია, რატომ აფინანსებდა მიშას?
ვერსია მიშისტებისა და მიშისტი არ ვარ მაგრამებისთვის (მეც აქ ვარ)
რუსეთმა 2003 ში (ფიგურალურად, ისე მანამდე) რუსეთმა დაინახა მიშა, იფიქრა "გიჟიაო". გიჟი მიუშვი ნებასაო თვით შეეყრება ვნებასაო.
ასე იფიქრა რუსეთმა, ჩათვალა მეორე ზვიად გამსახურდია იქნებაო და მეორე სამოქალაქო ომს გამოკრავენ ესენი ხელსო.
ამიტომ მიუჩინა ბიძინა, რომ დაეფინანსებინა, რათა თვითონ მიშა და მისი პოლიტიკური ელიტა კარგად ყოფილიყო, რეალობა ვერ შეემჩნიათ
და თან დაენგრიათ ქვეყანა თავისი "სიგიჟით".
თუმცა გავიდა დრო, მიშა "გიჟობდა", "გიჟობდა" და ამ "გიჟობით" ქვეყანა დაალაგა, გამოასწორა კრიმინოგენული მდგომარეობა
დაიყწო ქვეყნის აღმშენებლობა, ზოგი რეფორმა გამოუვიდა, ზოგიც არ გამოუვიდა, ზოგი დაპირება შეასრულა, ზოგი ვერ შეასრულა,
მაგრამ სათავისო "გიჟი" გამოდგა მთლად ისეთი ვერა რუსეთს რო გაუხარდებოდა ჩვენთვის. უყურა ამას ყველაფერს რუსეთმა,
ზოგი რეფორმა მოეწონა და თვითონ დაიწყო გადაღება ზოგიც არ მოეწონა, მაგრამ საქართველოს განვითარება რომ არ უნდა
გაეგრძელებინა და შესაბამისად მიშა რომ მოსაცილებელი ჰყავდა ეს ნათელი იყო მათთვის, ამიტომ დაიწყო ანტი მიშა მოძრაობა, რომელსაც
დღეს სათავეში უდგას ბიბი.
ოპოებისთვის ადაპტირებული ვერსია:
რუსეთმა 2003 ში (ფიგურალურად, ისე მანამდე) რუსეთმა დაინახა მიშა, იფიქრა "გიჟიაო". გიჟი მიუშვი ნებასაო თვით შეეყრება ვნებასაო.
ასე იფიქრა რუსეთმა, ჩათვალა მეორე ზვიად გამსახურდია იქნებაო და მეორე სამოქალაქო ომს გამოკრავენ ესენი ხელსო.
ამიტომ მიუჩინა ბიძინა, რომ დაეფინანსებინა, რათა თვითონ მიშა და მისი პოლიტიკური ელიტა კარგად ყოფილიყო, რეალობა ვერ შეემჩნიათ
და თან დაენგრიათ ქვეყანა თავისი "სიგიჟით".
თუმცა გამოხდა ხანი და პუტინმა ვერ აიტანა მის მიმართ პერმანენტული უზრდელობა და გადაწყვიტა მიშა მოეცილებინა, ამიტომ
გამოგზავნა მიშას დასასჯელად ბიძინა
რუსეთუმეებისთვის ადაპტირებული ვერსია:
მიშას მოსვლა რუსეთს აწყობდა, იფიქრა რა კარგი კაცი მოვიდაო საქართველოში, ამიტომ გადაწყვიტა დაეფინანსებინა ის და თავის მეორე
კაცს - ბიბის დაავალა ეტვირთა მიშას დაფინანსების მოვალეობა, მაგრამ გამოხდა ხანი და რუსეთმა ვერ აიტანა ნგრევა, რომელიც
მოუტანა საქართველოს მიშამ და ამიტომ გადაწყვიტა რომ შეეჩერებინა ტირანი და გამოეგზავნა მხსნელი ბიძინა
ეს არის თეორია და ერთერთი ახსნა რატო აფინანსებდა ბიბი თავიდან ნაც მოძრაობას და ეხლა არის წინააღმდეგი.
არ ვიჩემებ რომ უცილობლად ასე იყო, ერთ-ერთი ვარიანტია.
მარა მე რატომღაც მგონია სიტუაცია ცოტა სხვანაირადაა. ჯერ ვფიქრობ და ვაკვირდები და მერე ვრცელ ანალიზს შემოგთავაზებთ
განსახილველად. (უფრო მარტივი ლოგიკით აწყობილი ვარიანტების მომხრე ვარ ხოლმე და ქმედებების მოტვებს ხშირად ლოკალურ
ფაქტორებზე ვაგებ ხოლმე, ვიდრე გლობალურზე და იდეალიზმზე) მოკლედ ცოტა ხანში ზღარბის დადებას ვაპირებ

აი მამუკა როგორც
აკეთებს ხოლმე. (სხვათაშორის მამუკა საკმაოდ საინტერესო ანალიზებს გვთავაზობს ხოლმე)
This post has been edited by Scalp on 10 Aug 2012, 17:14