სტატისტიკის დეპარტამენტი-ს მონაცემებით, 2012 წლის 1 იანვრისთვის ქალაქ ბათუმის მოსახლეობა 125 800 ადამიანს შეადგენდა.
ცესკო-ს მონაცემებით კი, 2012 წლის 1 აგვისტოსთვის ქალაქ ბათუმში 131 756 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.
2008 წლის არჩევნებისთვის, იმავე
ცესკო-ს მონაცემებით, ბათუმში 97 300 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული. 2010 წლის არჩევნებისთვის კი
ცესკო-ს მონაცემებით, ბათუმში 105 369 ამომრჩეველი იყო.
2010 წლიდან 2012 წლამდე ხელვაჩაურის ოლქში ამომჩეველთა რაოდენობა შემცირდა 17 912-ით, ხოლო ბათუმში გაიზარდა 26 387-ით.
ბათუმის მოსაზღვრე ქობულეთის საარჩევნო ოლქში ამ პერიოდში ამომრჩეველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრები 2012 წლამდე გაიზარდა და მოსახლეობის შესაბამისი ცვლილებაც საქსტატის მონაცემებში უნდა იყოს ასახული.
ეხლა კი კითხვა, 125 800 მაცხოვრებლიან ქალაქში, რანაირად არის 131 756 ამომრჩეველი? პ.ს
სტატისტიკის დეპარტამენტი-ს მონაცემებით 2012 წლისათვის ბათუმის სკოლებში 25 740 მოსწავლე ირიცხება. ხოლო ბათუმის საბავშვო ბაღებში 4 720 აღსაზრდელი.
ამაშია საქმე ...............................
რავა კონსტიტუციასავით იცვლი ქალებს? (с)...
ვის მოერიეთ-87 წლის საქართველოზე შეყვარებულ მოხუცს და მის საქეიფოდ ჩამოსულ სტუმრებს?
ათ პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვექნება წელს, ოღონდ ჯერ ამათ უნდა მივხედოთ (c) ქოცი