...."სწორედ მაისურაძისადმი ჩემი ამგვარი შეხედულების გამო დიდი მოულოდნელობა იყო როცა ის ამავე ინტერვიუში პარადოქსული აბსურდის, გაუგონარი ტყუილის მტკიცებას ცდილობს. ამაზე ცოტა ქვემოთ. ისე კი, ამ ბოლო დროს ვაკვირდები რომ ინტელექტუალთა ე.წ. ლიბერალური ფრთის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სულ უფრო ხშირად ცდილობს საკუთარი მსჯელობის თუ კვლევის საკითხად, კრიტიკის საგნად ეკლესია, ქართული ფასეულობები, ქართული იდენტობის საკითხებთან დაკავშირებული თემები აირჩიოს"...
"...რა თქმა უნდა ეს ანბანური ჭეშმარიტებაა, მაგრამ თვით ამ ცხადი სიმართლის გაგებაც კი არასასურველი ან მიუღებელია მოაზროვნეთა იმ ნაწილისთვის, რომელიც ეკლესიის კრიტიკაში, მის რეტროგრადულობაში დადანაშაულებაში ხედავს შანსს საკუთარი პროფესიული საქმიანობისთვის. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ ადამიანთა წრეში მოდურია ეკლესიას და მორწმუნე საზოგადოებას ზემოდან უყურონ, როგორც ბნელებსა და ჩამორჩენილებს. მათთვის მისაღები და დასაშვებია ადამიანთა სეგრეგაცია იმის მიხედვით ის ეკლესიურია თუ არა. ამის შემდეგ კი ამავე ადამიანებს, რომლებსაც შემწყნარებლობისა და სამოქალაქო სოლიდარობის აშკარა უკმარისობა ახასიათებთ, სურვილი უჩნდებათ ადამიანის უფლებების უნივერსალობასა და სხვა ქრისტიანობის წიაღში შობილი ფასეულობების მნიშვნელობაზე აგორას ცენტრში ყელმოღერებულებმა იქადაგონ, ეს კი პარადოქსული ფარისევლობაა"....
"...დღევანდელი გადმოსახედიდან სახეზეა ერთმანეთს აყოლილი ე.წ. ლიბერალები რომლებიც ერთმანეთს ასწრებენ ეკლესიის, პატრიარქის, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისათვის პატივსაცემი ღირებულებების კრიტიკას, განქიქებას. ანუ ერთმანეთს აყოლილი არასრულწლოვნებივით, რომ ეჯიბრებიან ვინ უფრო შორს გადააფურთხებს ან ვინ უფრო მეტ ჭუჭყიანი თოვლის გუნდას მოახვედრებს ქუჩაზე მიმავალ ავტობუსს"....
"...ამ სრულიად არასერიოზულ ანცობას, სამართლიანი გულისწყრომით ხვდება საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც აბსოლუტურ უმრავლესობად მოვიხსენიე. ზემოთ დავწერე, რომ კრიტიკა იდეოლოგიურ განსხვავებებზე საუბრის დროს არ არის უცნაური და არაბუნებრივი, მაგრამ სრულიად მიუღებელია როცა ჯანსაღ კრიტიკაზე უარს ამბობენ, გვერდზე გადადებენ დიალექტიკის სიკეთეს და უწესო მეთოდებით, უსინდისო ხერხებით ცდილობენ სინამდვილის გადასხვაფერებას, შეცვლას"....
"მაშინ როცა პოლიტიკოსი მღვდელმთავარს საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტად ასახელებს, ბუნებრივად იქმნება წინაპირობა პოლიტიკურად მოტივირებული საეკლესიო პოლუსების გაჩენისა. ეს კი გამოიწვევს იმას რაც ეწინააღმდეგება სწორედ თანამედროვე ევროპულ ტრადიციას - პოლიტიკურ ბატალიებში ჩართული აღმოჩნდება სასულიერო პირები, ეს ნიშნავს გაყოფილ მრევლს ანუ პოლიტიკურ ნიადაგზე გაჩენილ მწვავე დაპირისპირებას. დროული იყო საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება, რომლითაც აიკრძალა სასულიერო პირების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ეს მექანიზმი არ არის საკმარისი"....
"....ერთი რამ ცხადია, სამივე განხილული შემთხვევა არის ერთი სტრატეგიის სხვადასხვა განშტოება და ეს სტრატეგია ძალიან წააგავს ბოლშევიკურ და ნაცისტურ ხერხებს სადაც ათეისტური პროპაგანდისა და მეორეს მხრივ ფარული კოლაბორაციონისტული მოქმედებების შედეგად სუსტდებოდა ეკლესია და ხდებოდა საეკლესიო ცხოვრების მარგინალიზაცია, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყვა და პერიფერიზაცია. ამიტომ, არავითარი საჭიროება არ არის ვინმე არამკითხე "ჯვაროსანმა" აიღოს საკუთარ თავზე ეკლესიის "განთავისუფლების მისია".....
წერილის სრული ვერსია აქ
http://zazagabunia.wordpress.com/ და აქ
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...=11117&Itemid=1