dani94
DANI 094

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 340
წევრი No.: 142918
რეგისტრ.: 10-February 12
|
#32508317 · 11 Aug 2012, 00:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართული ტომების სხვადასხვა სატომო სახელები ყველაზე ძველი კულტურების, მათ შორის ჰალაფის (რომელიც აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე გვხვდება), ალ-უბეიდის კულტურის (რომელიც მესოპოტამიის ტერიტორიაზე იყო გავრცელებული), შემქნელი ხალხი იყო სუბარები, იგივე სუმერები (შუმერები), რომლებიც იგივე ხურიტები არიან. სუმერებმა(შუმერებმა) შექმნეს კაცობრიობის უძველესი ქალაქ სახელმწიფოები და ცივილიზაციები, შუა მდინარეთის ტერიტორიებზე. სწორედ ამ ხურიტებმა შექმნეს მესოპოტამიის ჩვენთვის ცნობილი ცივილიზაცია. სუბერი (სუმერი) და ხურ(გურ) არის ყველაზე ძველი ტომობრივი კუთვნილების აღმნიშვნელი ტერმინები იბერიულ-კავკასიურ ხალხებში და თითქმის ყველა სხვა ძირითადი იბერიულ-კავკასიური, კერძოდ ქართული ტომობრივი თუ გეოგრაფიული სახელები ამ ორი სახელიდან არის ნაწარმოები. ამ ხალხს სუმერი, სუმარ (სუბარ) ეწოდებოდათ და მისი ეტიმოლოგია შემდეგში მდგომარეობს: სუ ძველ კოლხურ(ხურიტულ) ენაზე სელს ნიშნავს, მარე ძვ. სვანურად კაცს(ხალხს) ნიშნავს, სუ რომ სელს ნიშნავს ეს დღევანდელ თანამედროვე ქართულშიაც არის ნაწილობრივ შემორჩენილი სუ-სელი. სწორედ სუმერები (შუმერები) იყვნენ პიონერები სელის ადამიანის ტანისამოსად გამოყენებისა ანუ პირველად სელი სუმერებმა გამოიყენეს ადამიანთა სამოსად და ამიტომაც ეწოდათ მათ სუმერები. სუმერები (სუმარები) ანუ სელით შემოსილი ხალხი, სელის ტანსაცმლიანი კაცი ანუ ხალხი. აქედან წარმოდგა ტერმინი სუბარები და სუბარებმა შექმნეს სუბართუ, სუბარების იგივე ხურიტების უძველესი სახელმწიფო, რომელიც შუმერული, მესოპოტამიური ცივილიზაციის უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა. სუბართუში მცხოვრები სუბარები იგივე ხურიტები არიან. შემდეგ ამ სუმერ,სუბარმა ტრანსფორმაცია განიცადა მრავალ ტომობრივ სახელში და მთელი ისტორიის მანძილზე მივიღეთ შემდეგი ფორმები, რომლებიც გვხვდება როგორც აქადურ, ბაბილონურ, ასურულ, ბერძნულ და სხვა მრავალი ხალხის წყაროებში. ეს სატომო თუ გეოგრაფიული სახელებია: სუმერ (შუმერ), სუმარ, სუბერ, სუბართუ, სუბარები. ასურული ტაბალ, თუბალ, რომელიც ბერძნულშიაც გვხდება. შემდეგ ბიბლიური ფორმები: თუბალ, ტაბალ, თუბალ-კაენი, იუბერი, იაბელი, აბელი, ებერი, ყებერი. სხვათა შორის აბრაამიდების სატომი სახელიც ებრაები, მომდინარეობს სუბერიდან. რომლებიც თავდაპირველად ქალდეური ტომები იყვნენ და ქალდეური ქალაქ ურიდან გადასახლდნენ ქანაანში. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით როგორც დაბადებაშია აღნიშნული "ურ-კაშდიმ" სადაც ცხოვრობდა მამამთვარი აბრაამი, არა სამხრეთ მესოპოტამიაში მდებარე შუმერული ქალაქი ური, არამედ ის ადგილიაო აღიშნული, სადაც ვითომ თქმულების მიხედვით ნოეს კიდობანი გაჩერდაო, ესე იგი არარატის სანახებიო და შემდგომ ამბობს: "მაშასადამე, დაბადების (ბიბლიის) "კაშდიმ" ქართებსა ნიშნავს, ხოლო "ურ-კაშდიმ" ურარტუს ქართებს". ჩემის მხრივ დავამატებ, რომ აბრაამიდების ქალდეური ტომი ურ-კარდუს სანახებიდან გადასახლდა ქანაანში, ანუ შემდგომი დროის ისრაელში და პალესტინაში. ამიტომაც ვუწოდებთ მათ ჰურიანებს, ჰურიები, ურიები. ამიტომაც გვხდება ებრაულ სატომო სახელებში და მათ ეთნარქებში ხშირად სუბერიდან წარმოებული სახელები ებერი, ყებერი, თავად ებრაები, აბრაამიდები, ებრაელი-პრდაპირ უკავშირდება ებერს და იბერს. ებრაელები თანდათანობით დროთა განმავლობაში გასემიტდნენ და ამიტომაცაა მათი ენა ივრითი დღეს სემიტური ენა. სუბარებიდან მომდინარეობს იბერი, ტიბერი, ტიბარენები. ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიოსიც ამტკიცებდა სახელი იბერი თუბალიდან მომდინარეობსო. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით კი იბერი ტრანსფორმირდა და მივიღეთ ისპერი, ისპერები, სასპეირები. აგრეთვე იბერიდან მივიღეთ ისპერ, ისპენ, ესპან. ესპანეთს ადრე იბერია ერქვა, რადგან მთელ პირინეის ნახევარკუნძულზე იბერები ცხოვრობდნენ, ბრიტანეთს კი ადრე ჰიბერნია ეწოდებოდა. ამრიგად ისპერ, ესპან, ესპანეთის სახელიც აქედან გამომდინარეობს. იბერიდან მივიღეთ იმერი, სატომო სახელი იმერლები, გეოგრაფიული სახელი იმერეთი. სუბარ, საბერ შენახულია აგრეთვე ვითარცა სახელწოდება იმ ტომისა, რომელთაც კავკასიის მთები ეკავათ და ჯიქებს ზემოთ ცხოვრობდნენ საბეირების სახელით, პროკოპი კესარიელი მათ ჰუნების ტომად თვლიდა, თუმცა შესაძლებელია ეს ტომები შემდგომ მოექცნენ ჰუნების გავლენის ქვეშ და ასიმილაცია განიცადეს მონგოლოიდ ჰუნებთან. ეხლა განვიხილოთ იბერიულ-კავკასიური ხალხების მეორე უძველესი სატომო სახელი ხურ(ხურიტები), გურ (გურგები), ქურ(ქარ, ქართები, ქალდები ), კურ(კარ, კარდუხები). რომელი სახელებიც ერთმანეთის ტრანსფორმაციაა სხვადასხვა ეტაპზე. გურ, ხურ, ქურ ხურიტულ ენაზე მთას ნიშნავს. გურ,ქურ მთა ხურიტულად, თანამედროვე ქართულში მთა იგივე გორა, ქართული გორა იგივე მთაა, როგორც ხურიტულში. ქალაქი გორის სახელიც ამაზე მიუთუთებს. გურ(ხურ) სატომო სახელი შემორჩენილია გურიაში (გურია), აქედან მე-გურელი, რომელსაც წინ ეროვნების კუთვნილების აღმნიშვნელი თავსართი "მე" უზის ანუ მეგურელი, მეგრელი,მეგრელები, მაკრონები. გური და ური შემონახეული ხევსურში ანუ ხევის გური, ხევის ური. გეოგრაფიული სახელი გურჯაანი (ასურულად გურზაანი) და სხვა. "გურ" აქდანაა ნაწარმოები "გურგი". “გი”, “ქი”- ხურიტულად მიწას ნიშნავს, “გი”, “ქი”- მიწა ძვ. კოლხურში, აგრეთვე სვანურად - “გიმ” დედამიწის ქალღმერთი, “გებ”-მიწა ძვ. ეგვიპტურად, სანკრისტულად “გამ” - “გმა”, “გეო”- ძვ. ბერძნულად მიწა, ძვ. ქართული კერპები “გაც” და “გაიმ”, “გა” – უძვ. ქართული ქალღმერთი, დედამიწის განსახიერება, იგივე მიწა. (იხილეთ აკ. გელოვანის მითოლოგიური ლექსიკონი). ძვ. სპარსულ ერთ-ერთ დიალექტზე, ქართულ ტომებს "გურგ"-ებს ეძახდნენ და იმ ტერიტორიას კი სადაც ეს ტომები ცხოვრობდნენ "გურგია"-ს. კასპიის ზღვას ამის გამო გურგანიის ზღვა ერქვა, აგრეთვე არსებობს სოფელი გურგანი კახეთში. გურგიდან მივიღეთ გოგარენა, გუგარქი. ვახტანგ გურგასარ (გორგასარ, გორგასალი) სპარსულად ნიშნავს არა მგლის თავას, როგორც ზოგს ჰგონია არამედ გურგების თავს, "გურგ" ნიშნავს გურგებს, ხოლო "სარ" თავს ე.ი. გურგების თავი ანუ გურგების წინამძღოლი-ვახტანგ გურგასარი(გორგასალი). გურგიას ასურული და არაბული გურზან შეესაბამება, აგრეთვე ახალ სპარსული გურჯია და სლავური გრუზია. ეხლა რაც ყველაზე მთავარია, ამ ტერმინის ბერძნების მიერ ჩვენს მიმართ ანუ კოლხების მიმართ გამოყენება განვიხილოთ. მაშასადამე ბერძნულში შევიდა ეს გურგი, გურგების ქვეყნის სახელი და ბერძნებმა გვიწოდეს გეორგია და აქედან მთელმა ინდო-ევროპელებმა სამყარომ საქართველოს უწოდა გეორგია, ჯორჯია, ჟორჟია, ხორხია და ა. შ. უნდა ავღნიშნო აგრეთვე, რომ დიდი ხანია ვმუშაობ ქართველი ერის ეთნოგენეზისზე და უძველესი ქართული ტომების, სატომო სახელებზე და იბერიულ-კავკასიური ტომების განსახლების არეალზე, რომლებიც ერთ დროს განსახლებული იყვნენ პირინეიდან, სამხრეთ ევროპიდან და ჩრდ. აფრიკიდან თვით ინდოეთამდეც კი, აგრეთვე კავკასიიდან სპარსეთის ყურემდე. საკმაოდ მრავალმხრივი ისტორიული მასალის გაცნობის შემდეგ, ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში განვაცხადე და დავწერე პრესაში, რომ საქართვეელოს ბერძნებმა იმიტომ კი არ უწოდეს გეორგია, რომ მიწადმომქმედი ერი ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც შეიძლება ვიყავით მიწადმომქმედი ერი, თუმცა ჩვენნაირი მიწადმოქმედი ქვეყანა უამრავი იყო ჩვენს გარშემო, ყველაზე კლასიკური მიწადმოქმედი ქვეყანა ოდითგანვე და მაშინაც ეგვიპტე იყო და რატომ ეგვიპტელებს არ უწოდეს ბერძნებმა "მიწადმომქმედი ქვეყანა" ხომ გასაკვირია ეს ყველაფერი, თანაც ბერძნები უკვე იცნობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ტომებს კოლხების სახელით და რატომ შეუცვლიდნენ სახელს ამ ქვეყანას და ამ ტერიტორიას, ისეთი არაკერძო და განზოგადებული სახელით როგორიცაა "მიწადმომქმედი ქვეყანა". ამის გამო ვაცხადებ, რომ ბერძნებმა გურგის (გურები, ხურიტების) გამო გვიწოდეს ეს სატომო სახელი, რადგანაც საბერძნეთში როცა ეს სახელი გაბატონდა ძველი კოლხეთის აღსანიშნავად, მაშინ ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე უკვე გურგების სატომო სახელის მქონე ტომები გაძლიერდნენ მაშინდელ კოლხეთში, რადგან ხურიტების(გურგების) ახალი ტალღა შემოვიდა ამ ტერიტორიაზე. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სატომო სახელი კოლხი, ტერმინ "გურ"-ის ტრანსფორმაციაა უფრო მოგვიანებით. ბერძნებმა იცოდნენ, რომ გურგებს გვეძახდნენ მეზობელი ხალხები, მათ შორის ძვ. სპარსელები, ეს სახელი “გურგი”, როგორც ქვეყნის სახელი სპარსულიდან შევიდა მაშინდელ საბერძნეთში და ამიტომაც გვიწოდეს ბერძნებმა "გეორგია" ანუ იგივეა რაც "გურ-გია" ანუ “გურ”-ების “გი”-მიწა. გურები (გურგები) პირდაპირ ნიშნავს ხურიტებს ანუ ხურიტულ ტომებს. ამის მაგალითად კიდევ ერთი სატომო სახელის "იბერი"-ს მოყვანა შეიძლება, როცა კოლხეთის ტერიტორიაზე იბერები გაძლიერდნენ, მაშინ გამოჩნდა ბერძნულ წყაროებში სატომო სახელი და ტერმინი "იბერები" და ქვეყნის სახელი "იბერია" ანუ კოლხეთს უკვე იბერიას ეძახდნენ ბერძნები. ეხლა გავაგრძელოთ რაც შეეხება გურ,ხურ, იგივე ქურ და კურ-ს. რუსები მდინარე მტკვარს დღესაც კურას(გურა) ეძახიან. განვიხილოთ კვლავ გურ(ხურ), კურ,ქურ-ის სხვა ფორმები. გურ(ხურ),კურ-იდან მივიღეთ კარ, კარდუ, კარდუხი, კარდუხები,კორახი (კორახები), კორაქსი. ასევე გურ, კურ-დან მივიღეთ კურხა, კულხა, კორხა, კოლხა, კოლხეთი, კოხეთი, კუხეთი, კახეთი, კოლები. ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ ასურულ წყაროებში ტაბალების მეზობლად დასახლებული "კასკი", ბერძენ ისტორიკოსთა "კოლხოის" უდრისო. იგი აღნიშნავს, რომ მაშასადამე ჩვენ გვაქვს ამ სატომო სახელის ორი გამოთქმა "კას-კი" ანუ "კას-ხი" და "კოლ-ხი". იგი პირდაპირ აკავშირებს "კორ-ხი"-ს, "კოს-ხი"-ს და "კას-ხი"-ს და ამ ტერმინების და ამ ტომების ერთიდაიგივეობაზე მიუთითებს. (იხ. ივ. ჯავახიშვილი "ქართველი ერის ისტორია" ოთხტომეული 1960წლის გამოცემა, დამატება "ქართველთა სხვადასხვა სატომო სახელები, სამშობლო და უძველესი ბინადრობა", შემდეგ გამოცემებში ეს თავები ამოიღეს კომუნისტებმა და რატომ ეს ცალკე მსჯელობის საგანია). კარდუხები და კოლხები (კორხი, კულხი) ენათესავებიან ასურულ მუსკებს, მუშკებს. ბიბლიურ მეშექს და მოსოხს ანუ მესხებს. მცხეთა მესხეთადან არის ნაწარმოები. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ხეთების ქვეყნის წინარე მოსახლეობამ ხათი,ხატი,ხატებმა(ხატები), რომლებიც იბერიულ-კავკასიური ტომები იყვნენ დასაბამი დაუდეს ტერმინს მუსკი-ს ანუ ასურული წყაროების მუსკებს და მუშკებს, იგივე მესხები ანუ მესხატი, "მე" სადაურობის კუთვნილების პრეფიქსია. ხატი- აქედან მივიღეთ მესხატი, მეშექი, ასურული წყაროების მუსკი მუსკები, მუშქები, იგივე მესხები. ივ. ჯავახიშვილის აზრით, ასურულ წყაროებზე დაყრდნობით მუსკების ქვეყანა ტაბალის ჩრდილოეთით მდებარეობდა, ხოლო კასკებს კი ტაბალის მახლობლად უცხოვრიათ, სარგონ მეფის (722-705) წარწერაში "კასკუ" , ურატუსა და ტაბალს შუაა აღნიშნულიო, აღნიშნავს მეცნიერი. ივ. ჯავახიშვილი იზიარებს პროფესორ ნიკო მარის მოსაზრებას და მუსკი-ს ანუ მოსხ-ის უკავშირებს აფხაზების სატომო სახელს და ამბობს უნდა ყოფილიყოო აგრეთვე მასხი, რომელიც ტრანსფორმირდა აბასხით, რომელსაც წინ აფხაზური თავსართი "ა" უზისო. ე. ი. მასხი, აბასხი, აბაზგი, აბაზინები, აბაზგები, აფხაზეთი, აფხაზები. აფშილები. მათი აზრით აგრეთვე ბასხიდან წარმოდგა ბასიანი, ფაზიანი, ფაზისი, ფაზსკი, მთა მასისი. ჩემის მხრივ დავამატებ, რომ ერთმანეთთან უშუალო კავშირშია ბასხი, ბასხი, ფაზსკი, ბაზსკი, ბასკები ანუ ესპანეთის(იბერიის) ბასკები. უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ კარდუდან, კარდუხიდან პირდაპირ უშუალოდ მივიღეთ ქართუ, ქართები, ქართლი, ქართლოსი, ქართველები,საქართველო. აგრეთვე კარდუდან და კარდუხიდან მივიღეთ ქართუ, ქალდუ, შუმერში იყო ქალაქი კალდუ(ქალდუ), ქალდები, ქალდეველები, ქალდეა, ხალდეა, ხალდები, ხალიძონები, ხალიბები, ხალიბიკოს(რკინის სახელი აქედან შევიდა მრავალ ხალხში, რადგან სწორედ ხალდები იყვნენ რკინის წარმოების პიონერები). კაცობრიობის უძველესი იეროგლიფური დამწერლობა ხურიტმა-ქალდეველებმა შექმნეს და ეს არარაატის სანახებში უნდა მომხდარიყო, ხოლო თარიღი "დასაბამიდან ამდენი ათასი წელიო", რომელსაც ებრაელებიც ახსენებენ ნიშნავს, არა მართლაც ადამიანის დასაბამს და მის გაჩენას დედამიწაზე, არამედ იეროგლიფური დამწერლობის შექმნას ხურიტების მიერ და მისი გამოყენების დასაწყისს. შემდეგ ამ მრავალჯერ სახეცვლილი იეროგლიფური და შემდგომ ლურსმული დამწერლობის საფუძველზე ქალდეველმა ქურუმებმა მეორე ათასწლეულის ბოლო პერიოდში შექმნეს კაცობრიობის უპირველესი ანბანი, ფინიკიურ ანბანზე დაახლოებით ერთი საუკუნით ადრე. შემდეგ ეს ანბანი ფინიკიელებმა შეითვისეს და მოახდინეს მისი მსოფლიოში გავრცელება, რადგანაც ფინიკია მსოფიო მნიშვნელობის საზღვაო სახელმწიფო იყო. ეს სახეცვლილი ანბანი გავრცელდა მთელ მსოფლიოში, როგორც ფინიკიური ანბანი. ბიბლიაში დამწერლობის შემქმნელად გამოცხადებულია ეთნარქი მეთუშაილი, ხოლო ივ. ჯავახიშვილის მიხედვით ეს მეთუშაილი ქართული ტომის ერთ-ერთი სახელია და მისი სატომო სახელი შემორჩენილია თუშების ქართველთა ტომშიო. დიდი გერმანელი ფილოსოფოსი და ანტროპოსოფიის მამა რუდოლფ შტაინერი "ვარდისა და ჯვრის საიდუმლოებაში" აცხადებს, რომ კაცობრიობის უპირველესი ანბანი ანუ "ტაოს წმინდა ანბანიო", ტაოში შექმნეს ქალდეველმა ანუ კოლხმა ქურუმებმაო, ხოლო ეს ტაო იგივე დიაოხია და იგივე ასურული წყაროების "დაიაენი"-ა. გარდა ამისა ქალდეველები ცნობილნი იყვნენ თავიანთი ასტროლოგიით. კოლხებისა და მუსკების სატომო სახელებთან ერთად, ცნობილია აგრეთვე შემდეგი ქართული ტომების სატომო სახელები როგორიცაა კასკი, კასკები, კასხები რაც ერთი და იგივეა. ეს კასკები ენათესავებოდნენ ტერიტორიით შედარებით მოშორებულ კასიტებსაც კი. ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს: " ასურულ ლურსმულ წარწერებში "ტაბალების" მეზობლებად დასახელებული არიან "კასკი"(კასკები), აგრეთვე "კასკაია"-დ წოდებულნი, რომელნიც, როგორც დიდიხანია გამორკვეულია, ბერძენ ისტორიკოსთა "კოლხოი"-ს (კოლხი, კოლხები, კოლხეთი) უდრიან. ჩვენა გვაქვს, მაშასადამე, ამ სატომო სახელის ორი გამოთქმა "კას-კი" ანუ "კას-ხი" და "კოლ-ხი".". ე. ი. ბერძნული წყაროების "კოლხეთი" და "კოლხები", ასურული წყაროების "კასკი"-ს და "კასკები"-ს უდრის. განვიხილოთ მთა "კავკასიის" ეტიმოლოგია. “კავკასია” ძვ. სპარსულად "კავ"(კაუ)- მთა, არიულად "კოხ"-მთა (იხ. აკაკი გელოვანის მითოლოგიური ლექსიკონი) ანუ "კავ-კასკი" ნიშნავს “კასკები”-ს “მთა”-ს, ამიტომ ქვია კავკასია, რუსულად "კავკასკიე გორი", რომლის სახელი სპარსულიდან შევიდა რუსეთში. კასპიის ზღვას კასკების გამო ქვია ეს სახელი. კასკი ანუ კასკების ზღვა, კასპიის ზღვა (კასკი, კასპი). სიტყვა მუსკი რუსებმა(კიმერიელებმა,სკვითებმა) ისესხეს და ქალაქს მოსკვა(მოსკოვი) დაარქვეს. ეს არ ნიშნავს იმას,რომ როგორც ზოგ დილეტანტს ჰგონია თითქოს იქ მესხები ცხოვრობდნენ ოდესღაც. ეს ნასესხები სახელია ანუ შესულია როგორც ციმბირი, რომლის ინდო-ევროპული შესატყვისია "სიბერია", "SIBERIA" რომელიც იბერიის სატომო სახელიდან არის აღებული. ასე რომ სადაც იბერიულ-კავკასიურ ტერმინებს ვნახავთ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ იქ ოდესღაც ამ ტერმინის მქონე ხალხს უცხოვრია ასე მხოლოდ პრიმიტიული აზროვნების და დილეტანტი ხალხი მსჯელობს და სასაცილოდ აყალბებენ ქართული ეთნოსის და იბერიულ-კავკასიური ენების ჭეშმარიტ მნიშვნელობას. ამავე დროს უნდა აღნიშნოს აგრეთვე, რომ თავის დროზე რუსმა საბჭოთა მეცნიერებმა გაუყალბეს და ებრძოდნენ პროფესორ ნიკო მარს მისი იაფეტური (იბერიულ-კავკასიური, მედიტერანული, ხმელთაშუაზღვისპირული, სამხრეთევროპულ-წინააზიური რასის) ხალხების საერთო უძველესი კაცობრიობის წინარე ენის არსებობის თეორიის მტკიცების გამო. ნიკო მარის იაფეტური თეორია შემდეგში მდგომარეობდა, რომ ყველა ინდო-ევროპული და არა მარტო ინდოევროპული არამედ სემიტური და ქამიტური ენების ნაწილიც კი მიღებულია საერთო იაფეტური(იბერიულ-კავკასიური) ენიდან და უმრავლეს შემთხვევაში მის ტრანსფორმაციებთან გვაქვს საქმეო. სრულად არ ვიზიარებ ამ თეორიას, მაგრამ ის მართალია, რომ იაფეტური ანუ იბერიულ-კავკასიური უძველესი საერთო წინარე ენის მრავალი სიტყვაა შესული ამ მეზობელ ხალხებში, თუნდაც იმიტომ, რომ განვითარების დონის მიხედვით იბერიულ-კავკასიური ხალხები გაცილებით წინ იდგნენ ევოლუციური განვითრების თვალსაზრისით და კაცობრიობის უძველესი ცივილიზაციები და კულტურები შექმნეს. არც ისაა გამორიცხული, რომ კაცობრიობის ენათა წარმოშობის გლოტოგონიური ფენომენი პირველად ყველაზე ადრე სწორედ, როგორც ნიკო მარი ამტკიცებს იაფეტურ მოდგმაში ანუ იბერიულ-კავკასიურ მოდგმაში გამომუშავდა და ამის შემდეგ გავრცელდა მთელ მსოფლიოში და ამ წინარე საკაცობრიო ენამ, მრავალმხრივი ტრანსფორმაცია განიცადა სხვადასხვა ხალხებში და რასებში. ნ. მარის აზრით მსოფლიო უმთავრეს ენათა ერთიანი განვითარების კანონები სწორედ თანამედროვე ქართველური (ქართული, მეგრული, ლაზური, სვანური) ენების ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე აიხსნებაო. იგი ჰ. ჯონსტონთან ერთად ვარაუდობდა, რომ არსებობდა პირველადი ე. წ. იაფეტური ენა, საფუძველი ყველა ძირითადი ენებისა და მათზე ძველი. ინდოევროპული ენები კი ამ იაფეტური ენების შემდგომი საფეხურია, მათი ტრანსფორმაციაა ახალ სტადიაზეო. აგრეთვე შ. ძიძიგურიც იგივეს იმეორებს: "ინდოევროპული ენები არის იაფეტური (იბერიულ-კავკასიური) ენების ტრანსფორმაცია" (შ. ძიძიგური " ბასკურ კავკასიური პრობლემა"). დავუბრუნდეთ ტერმინ "მოსხ"-ს. მოსხი აგრეთვე ტრანსფორმირდა და მივიღეთ მოსსანიგი, მოსსანიკი, მოსინიგები, სანიგები, სანები, ტძანები და ა. შ. სანიგებიდან მივიღეთ სანი,ზანი, ჩანი(ჭანები,ჭანეთი) და სხვა. სანიდან შესაძლებელია მიღებული იყოს სატომო სახელი სვანი. სანი და ზანი ერთი და იგივეა, ზანიდან მივიღეთ ლაზანიკა(ლაზიკა). სადაც "ლა" სვანური ქვეყნიერების აღმნიშვნელი თავსართია ე. ი. ლა-ზანიკა, ლაზიკა საზანოს ანუ ზანების ქვეყანას ნიშნავს. აგრეთვე "ლაზგი" ანუ "ლაზ-გი" ნიშნავს ლაზების მიწას (გი-მიწა) რაც იგივე პელაზგია. სადაც "პე" ბალკანური პრეფიქსია. "პე-ლაზ-გი" ანუ პელაზგები ლაზების მონათესავე ტომები იყვნენ. როგორც საყოველთაოდაა ცნობილი პელაზგები საბერძნეთის და ბალკანეთის უძველესი აბორიგენი მოსახლეობა იყო. ივ. ჯავახიშვილის აზრით ბიბლიური ეთნარქი ლამექი ანუ ლამეხი, ელამის ქვეყანას უნდა ნიშნავდესო ბიბლიაში. პროფესორ ნიკო მარის აზრით არარატის მთას ადრე ურკარდუ ანუ მთა კარდუ ერქვა. იგივე გურ-კარდუს მთა (რომელიც არის ასურულ-ბაბილონური ნისირი). გურ,ხურ,ჰურ,ურ მთას ნიშნავს ხურიტებში. ურ-კარდუ(იგივე გურკარდუ), იგივეა რაც ურარტუ, რომელიც ტრანსფორმირდა და მივიღეთ ურარტუ-არარატი, რომელსაც სომხები მთა მასისს ეძახიან, რომელიც ვიცით, რომ კავშირშია მოსხებთან, მოსხი, მასხი, მასისი. ამავე დროს მთა კარდუ ხურიტების წმინდა მთა იყო და თვითონ კარდუ კი ხურიტების სათაყვანებელი ღვთაება იყო. ურარტუელი ხურიტები და ალაროდიელები იგივე მესხები არიან. აქ მცხოვრები სომხური წყაროების ჰაიასა, კავშირშია ხეთურ წყაროების ჰაისასთან, რომელიც თავის თავად კოლხურ აიას უკავშირდება. დაშლილი ურარტუს ჰაიასას ტომი იგივე მესხური ტომია, ხოლო სომეხი მეცნიერის ლაფანციანცის აზრით ქართველების მიერ შერქმეული სომეხი, ნიშნავს სო-მესხი ანუ სამესხეთოსო, აქ ფრიგიიდან, შემდეგ შემოვიდნენ კიმერიელები(ინდოევროპელები) და არმენები(სემიტი არამეელების ნაწილი) და ამ სამი ხალხისგან შეიქმნა შემდეგ თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე სომხურ-არმენიული ერთობა. სანამ ფრიგიაში კიმერიელი-სომხები გამოჩნდებოდნენ, მანამდე ფრიგიაში მუშკები ცხოვრობდნენ. სომხები ქართველებს ვრაცებს ანუ ურაცებს გვეძახიან, ეს ვრაცი, იგივეა რაც ურაცი ანუ ური და ხური, ხურიტი. ურარტუს (იგივე ნაირის ქვეყნების) ქვეყნებიდან ერთ დროს ძალიან დაწინაურდა ვანის სამეფო, რომელიც ვანის ტბის სანახებში მდებარეობდა. ბიბლიიდან ცნობილია, რომ ნოემ ვაზი გააშენა და ღვინო დაწურაო. აქ სწორედ ვანის ტბის (იგივე ურარტუს) სანახები იგულისხმება, ვანის ტბას და ვანის სამეფოს ბიბლიაში ეთნარქი იავანი უკავშირდება, ეთნარქ "იავანს" შეცდომით, ზოგიერთი ბიბლიური ეთნოლოგიის განმარტებელი საბერძნეთს და იონიას უკავშირებს, რაც არასწორია. სწორედ ვანის სანახებიდან არის შესული მსოფლიოს ხალხებში ღვინის სახელწოდება, მაგალითად ქართულად ღვინო, აბისანიურად "ვაინ"-ღვინო, ლათინურად "ვინუმ", ესპანურად და იტალიურად "ვინო ", ფრანგულად "ვინ", გერმანულად და ინგლისურად "ვაინ", სლავურად "ვინო". რადგანაც ვაზისა და ღვინის სამშობლო არის ვანის ტბის, შემდგომი დროის ვანის სამეფოს სანახები, ამიტომაც თანამედროვე ქართულში ვაზის კულტურას, რომლის სამშობლოა ვანის სანახები "ვენახი" ქვია, რომლის ძირია "ვან". თანამედროვე საქართველოშიც არის ქალაქი "ვანი". ჩრდ. კავკასიის ზოგიერთი ტომი იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს მიეკუთვნება, გამოვყოთ მათ შორის ჩეჩნები და ინგუშები, მათი საერთო სახელწოდებაა "ვაინახი". ზოგი მეცნიერის მოსაზრებით ჩეჩენი და ინგუში ხალხების, საერთო უძველესი სამშობლო ურარტუსა და არარატის სანახები უნდა ყოფილიყო. მათი ენა მჭიდროდ უკავშირდება ხურიტულ ენებს, ხოლო მათი გამაერთიანებელი სატომო სახელი "ვაინახი", პირდაპირ უკავშირდება "ვანის ქვეყანას", ვანის ტბის სანახებს და ბიბლიურ ეთნარქ "იავანსაც". "ვაინახის" ჩეჩნურ-ინგუშური ეტიმოლოგია შემდეგში მდგომარებს, "ვეინ" (ვაინ) ჩეჩნურად ნიშნავს "ჩვენი", ხოლო "ხი" კი ხურიტების და ქართველური ტომების ეროვნების აღმნიშვნელი საკვეცია, ასე რომ "ვაინახი" ანუ "ვაინ-ხი", ჩეჩნურად ნიშნავს "ჩვენი ხალხი". "მდ. ევფრატისა და ტიგროსის სათავეებში, ვანის ტბის, მდ. არაქსისა და არარატის სანახების მიდამოებში ურარტუს ქვეყნები: ნაირი, ვანი იგივე ბიანა (ბანი), თავად ურარტუ, მანა იყო. თვითონ ხალხი თავის თავს ქალდის ანუ ხალდის (კარდუხი, ქართუ, ქალდები) უწოდებდა. მართლაც თითქმის ყველა თანამედროვე მეცნიერს ურარტელები ან ქართველთა წინაპრად ან მონათესავე ერად მიაჩნია (ლენორმანი, სეისი, მასპერო, ჰომმელი). ვანის წარწერების ენა ყველაზე წინათ ქართულს უდიდესმა ფრანგმა ორიენტალისტმა ფ. ლენორმანმა შეადარა და თავის გამოკვლევებში ამტკიცებდა ურარტელების ენა ძველი ქართული ენააო" აღნიშნავდა დიდი ივანე ჯავახიშვილი. ბიბლიის მიხედით იაფეტის ერთერთი ძეა იავანი, მისი ერთერთი ძეა თარში, ხოლო ამ გენიალოგიას, ქართლის ცხოვრების მიხედვით, ლ. მროველმა დაუმატა ეთნარქი თარგამოსი და თარგამოსი თარშის ძედ გამოაცხადა. “თარში“ – აქ კილიკიის თარში იგულისხმება, სადაც ერთდროს სახლობდნენ თუბალები, სწორედ ამ კილიკიის ტერიტორიებზე მცხოვრები თუბალების გამო დაუკავშირა ლეონტი მროველმა, მის მიერ ახლებურად გაჟღერებული ეთნონიმი “თარგამოსი” ქართულ ტომებს და მათ წინაპრად გამოაცხადა. თარშიში(თარში) ძველად მთელ ტავროსის მთიანეთთან არსებულ ტერიტორიას ეწოდებოდა და შემდეგ კილიკიით შემოისაზღვრა. თარშიში (კილიკია) სწორედ აქედან იწყებოდა ერთდროს თუბალების საცხოვრისი. ამიტომაც აღნიშნავს ლ. მროველი თარგამოსიანთა თავდაპირველ საცხოვრისად სწორედ “ ორთა მათ მთათა შუა კაცშეუვალსა არარატსა და მასისსა ("არარატი" თავის თავად არარატის მთებს გულისხმობს ლ. მროველი, ხოლო აქ მასისის მთებში ლ. მროველი გულისხმობს არა არარატს, სომხები როგორც ვიცით არარატს მასისს ეძახდნენ, არამედ მცირე აზიის აღმოსავლეთით დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე და სირიის ჩრდილოეთით მდებარე ტავროსის მთიანეთს, ამ ტავროსის მთებსაც ერთდროს მასისს ეძახდნენ -ავტ.), იყო თარგამოსიანთა თავდაპირველი ბინადრობაო ” (ივ. ჯავახიშვილი ტ. მეორე გვ. 20). სწორედ არარატის სანახებიდან, მასისის (ტავროსის) მთების მიდამოებამდე იყვნენ განსახლებული თუბალები ერთ დროს. აგრეთვე სწორედ ამ ტერიტორიებზე მდებარეობდა იავანიც და თარშიც. ”თარ-გამოს” ეს ლ. მროველის შემოქმედების ნაყოფია მისი ფუძე “თარ” პირდაპირ უკავშირდება ბიბლიურ “თარშიშს”. “თარ-გამოს”- აგრეთვე ნიშნავს ”თარ”-ტოპონიმ და ეთნარქ “თარშიშს” , ხოლო “გა”,“გამ”- მიწა ე.ი. თარშის მიწა. აქვე საინტერესოა “თარგამოსის” მეორე ეტიმოლოგია, “ თარ”- მთავარი , “გამ”, “გა” -მიწა, ე.ი. “თარგამოს” - “მიწის მთავარი”, “მიწის ბატონი”.
სინონ ჯანაშიას მიხედვით დაახლოებით ექვსი ათასი წლის წინათ წინა აზიის მთელ ტერიტორიაზე და სამხრეთ ევროპაშიც( ბალკანეთი,აპენინი, პირინეის ნახევარკუნძუკლები) ერთი მოდმის ხალხები ცხოვრობდნენ, შემდეგ მათი ადგილსამყოფელი თანდათან იზღუდებოდა. ასე რომ იბერიული მოდგმა ერთ დროს განსახლებული იყო პირინეიდან ინდოეთამდე, შემდეგ შეავიწროვეს სხვა ხალხებმა და იბერიული მოდგმის ერთი ნაწილი შემორჩა, ესპანეთში განსაკუთრებით კატალონიაში, გალისიაში , ბასკეთში, საფრანგეთის ბასკეთში,ნავარა, კორსიკა, ირლანდიაში და ა. შ. კავკასიაში ყოველთვის პროტო-ქართული ტომები სახლობდნენ, ხოლო შემდგომ სამხრეთიდან შემოვიდნენ ინდო-ევროპელთაგან და სემიტთაგან შევიწროვებული ქართველების მონათესავე სუბერები(იგივე იბერები,იმერები), ხურიტები(იგივე გურგები), მესხები, კარდუხები(ქართები) და სხვა ქართული ტომები. "თავის დროზე ქართულ ტომებში გათქვეფილა და ქართველი ხალხის შემადგენლობაში შესულა, ძველაღმოსავლური ცივილიზაციების შემქმნელი ხალხების გარკვეული ნაკადი" (გ. მელიქიშვილი). " ცნობილ მეცნიერებს ფრ. ჰომელს, ედ. მაიერს, კიპერტს, ლემან-ჰაუპტს, ლენორმანს, ნ. მარს, აკად. ტურაევს და სხვებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ქართული ტომები მემკვიდრენი არიან: სუმერების, სუბარების, ხატების, მითანელების, ხალდებისა და სხვათა, რომელნიც წინა აზიის უძველესი ხალხები იყვნენ და რომლებმაც შექმნეს საკაცობრიო კულტურების ყველაზე ადრინდელი კერები, ამგვარი მოსაზრება განავითარა და ფაქტიური მასალით კიდევ უფრო დაასაბუთა, აკად. ივანე ჯავახიშვილმა" (ს. ჯანაშია, შ. მესხია). ბერძნული მითი პრომეთეს შესახებ სწორედ ამის გამოხატულებაა და მას მრავალმნიშვნელოვანი ეზოთერული ახსნა აქვს და ერთია მათ შორის ის რომ პრომეთე, რომელიც ბერძნული მითოლოგიით “იაფეტოსის” ძეა, რომელიც იგივეა რაც ბიბლიურ ეთნარქი “იაფეტი”, იბერიულ-კავკასიურ სამყაროს ნიშნავს რომელიც კავკასიაზე მიაჯაჭვა განგებამ.
This post has been edited by dani94 on 11 Aug 2012, 00:43
--------------------
DANI 094
|