დავით თევზაძის უნივერსიტეტს ლექტორებიც უპირისპირდებიან
„ აიბი – ევროკავკასიური უნივერსიტეტის“ სკანდალის გაგრძელება
თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით თევზაძის სიძის მიერ დაფუძნებული შპს „ აიბი – ევროკავკასიურ უნივერსიტეტს“ წლების განმავლობაში ფინანსური კრიზისი ჰქონდა. უნივერსიტეტს ავტორიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც შეუჩერდა. როგორც „კვირისთვის“ გახდა ცნობილი, უნივერსიტეტს ავტორიზაცია 2007 წელსაც შეუჩერდა და 2009 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით ავტორიზაცია ხელახლა მოიპოვა. წლების განმავლობაში უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ლექტორებს და მოწვეულ სპეციალისტებს ხელფასს ვერ უხდიდა. ლექტორების სახელფასო დავალიანება უნივერსიტეტს დღემდე ვალად აწევს.
http://kvira.ge/?p=8970