anamchდროული თემაა!
ამ თემამ ეს დამაწერინა ზოგადად:
ფარაში შეჭრილ მგლებს მწყემსი სახარებას უკითხავს... თუ თოფ-კომბალ-ქოფაკებით ომს
უმართავს?
და თუ სახარებას უკითხავს მხოლოდ --- ხომ ახია გაცხარდეს ცხვარი და დაიფრინოს ყველა?
არადა ცხვარი რომ ჰგონია თავი ადამიანს და ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი შვილის ცნობიერება
ბეეში გაუცვლია --- ახია დაკვლისაც და ჩაქაფულად შესანსვლისაც.... ტყავიც ტყავად გაეყიდება, ბეწვი მატყლად და ხეირად გამყიდველს გაამდიდრებს ჯერ და მერე კანალიზაციას.... მანამდეც ხომ ამდიდრა ყველითა.
მეტი უბედურება რაღა უნდა დაემართოს ღვთის ხატად ქმნილსა და ქრისტეს არმიმდევარსა
გაცხვარებულ-გაპირუტყვებულსა?
ყოჩის ნება-სურვილზე მოსიარულე არ გადაყვება უფსკრულში გადამხტარ ბელადსა?
თუ ცხვრობა გნებავს.... ბარემ დაიკარგე ტყესა-და ღრეში მეომარ ფირალად.
მაშინ მოგძებნის ნამდვილი მწყემსი და გეტყვის სიხარულით: ,,მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ დაკარგულო შვილო ჩემო.... მოგატყუეს რომ ცხვარი ხარ!''
კიდევ გეტყვის და გეუბნება მუდამჟამს: ემსგავსე შვილსა ჩემსა ჯვართმტვირთველსა მხსნელსა აღდგომით ბოროტსა ზედა!
გადი ერდოზე!
გადი და აუწყე გზანი ხსნისა თუ უწყი უკვე შენივე ხსნის უწყების მადლი!
უპირველესი მცნების აღსრულების შემდეგ გეყვარება მხოლოდ ნამდვილი სიყვარულით მოყვასნიც და მტერნიც!
პირველი მტერი ყოველი ადამიანისა --- გაცხოველებულ-გაპირუტყვებული ადამიანობადავიწყებული ადამიანია.
ერთი მამა გვყავს ყველას! --- მამინაცვალი სატანა კი თავად იმპოტენტია და უნაყოფო....
თუ ცხვარივით არ ეშვილები თავადა --- ვეღარც გიშვილებს მამაში ღირსეულ შვილად დარჩენილს და ვეღარც თავს ვერ მოგახვევს მკვრადშობილ ხილვა-აზრებსა სამართავად.
მტერ-მოყვარის მცნობად მიმაჩნიხარ ჯერ და უნდა დამეთანხმო რომ --- ბინძურ პოლიტიკას
ბინძურნი აკეთებენ და სუფთას სუფთანი.
პირველს სიკეთის და ბოროტების შეუმცნობნი ეწევიან... და მეორეს შემცნობნი.
სუფთა იმიტომაა სუფთა, რომ მიხვდა, დაინახა საკუთარი ჭუჭყიანი საცვლებიც კი....და თავისსავე ნებით განიწმინდა სიბინძურისაგან.
პ.ს. არაფერი პირადული...პირიქით! გმადლობ რომ ამ თემით ეს დამაწერინე.