აღმაშენებლის გამზირზე, თურქული ბარებისა და რესტორნების გარეფასადები დაამტვრიეს.
ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხულიგნობის ბრალდებით 11 პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, მოძრაობა "ქართული ძალის" აქტივისტებმა გამართეს არასანქცირებული მსვლელობა თბილისში, გმირთა მოედნიდან მეტრო "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით.
მსვლელობის მონაწილეები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, ისროდნენ მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში, აზიანებდნენ წარწერებსა და ბანერებს.
"შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. სამართალდამცველებმა არასანქცირებული, აგრესიული მსვლელობა დაშალეს და ხულიგნობის ბრალდებით, აღმაშენებლის გამზირზე 11 პირი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს",-ნათქვამია განცხადებაში.
http://pia.ge/show_news.php?id=78541&lang=geo
ქალთული ულტრასეებეეე
ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ ელოდო, სანამ ვიღაცა კეთილს ინებებს და ჩამობრძანდება თავისი პედესტალიდან