„ინფო 9“-ის გამოჩენამ ხაშურის გამგეობა გამოაცოცხლა
ხაშურში გაგარინის ქუჩაზე მდებარე კორპუსი 1991 წლის შემდეგ ავარიულია. კორპუსის მცხოვრებლების თქმით, სამი წელია, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის მიმართავენ. კორპუსს არა აქვს საკანალიზაციო მილი და კანალიზაცია შენობის საძირკველში ჩაედინება, რის გამოც გამრავლდა ქვეწარმავალი და შენობაში ცხოვრება სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველია. „ინფო 9“-ის გადამღები ჯგუფი კორპუსის მოსახლეობის თხოვნით ხაშურის გამგეობაში მივიდა. გამგეობის წარმომადგენლებმა „ინფო 9“-ის დანახვისთანავე მოსახლეობა შენობაში შეუშვეს და დახმარების პირობაც დადეს, გადამღებ ჯგუფთან კი პრესსამსახურის უფროსი ნინო სუხიაშვილი მიავლინეს, რომელმაც შექმნილი სიტუაციის გამო ბოდიში მოიხადა და მომავალში კომენტარის გაკეთებასაც დაჰპირდა.
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=348დაცვა თუ ამას აცვაქვია რა მარგალიტია და ეს პრესცენტრის #### ქალი რა დღეშია
This post has been edited by ინკუბუსა on 16 Jun 2012, 14:22
Высокий рейтинг – нынче дело «чести», поэтому по прыжкам в высоту, блоха на первом месте