
ხვალ, 14 აგვისტოს, 12:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა და კომპანია „სალერი“-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და “იბერია ბიზნეს ჯგუფის“ პრეზინენტი - ტარიელ ხეჩიკაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
მომავალ სეზონიდან ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის ტექნიკური სპონსორი ცნობილი გერმანული ბრენდი „სალერი“ იქნება და პირველ ლიგაში მოასპარეზე ყველა გუნდი, სწორედ ამ ბრენდის სპორტული ეკიპირებით იასპარეზებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელდა უპრეცენდენტო პროექტი, შეძენილ იქნა პირველი ლიგის ყველა გუნდისათვის „სალერის“ ბრენდის სათამაშო ფორმა და ეკიპირება. აღნიშნული ეკიპირება გუნდებს უახლოეს დღეებში, ჩემპიონატის დაწყებამდე საჩუქრად გადაეცემათ.
სფფ-ის პრესსამსახური
ვისაც აქვს საშუალება ალბათ იმ ბრენდით შეიმოსება, რომელსაც თავად შეიძენსისე კი - მომწონს