ბელექანი ბელაქნის რაიონში მდ. მაწიმის წყლის მარცხენა ნაპირზე არის სოფ მაწიმი მის შორი ახლოს ყოფილა ძელიცხოვლის სახელით ცნობილი დარბაზული ეკლესია
ბელექანი ბოეთანი , როგორც რუს ელჩთა მიღების ადგილი აღნიშნულია 1604-05 წლებში. ძეგლი მდებარეობს მდ. ბელაქანჩაის და ალაზნის შესართავების მიდამოებში, მისკენ მიმავალი იოლი გზა ბელაქნიდან სოფ. კაზიმისკენ მიემართება, შემდეგ იგი გაივლის კოლმეურნეობა “მოსკვას” და ფერმა “დარბაზს” და იქვე დგას ამ ეკლესიის ნანგრევი დღეს საკურთხეველირაა დარჩენილი
ზაქათალა მუღანლოს გადასახვევიდან ზაქათალისაკენ მიმავას გზის სიახლოვეს არის ძველი ეკლესია ის დგას ძვ. ქართული სოფლის ასკიბაზარის მახლობლად, ეკლესიის ჩონჩხის და გადათხრილი მიდამოებში წყაროების გარდა აღარაფერი მოჩანს, ეს ეკლესია უცნობ პირებს აუფეთქებიათ 1971 წელს, ხოლო აგებულა დაახლოებით 1540 წელს ლევან მეფის დროს.
კახი ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, მას რამდენიმე ლეგენდა უკავშირდება, ერთ-ერთს დავწერ, ინგილოთა გადმოცემით წელიწადში ერთხელ აღდგომა დღესმარიამ დედა (ღვთიშობელი) აღებს ხოლმე ქურმუხის ქვეშ მყოფ გამოქვაბულის კარებს, გამოდის გარეთ და თმას ოქროს სავარცხელით ივარცხნის,მაგ დროს გამოდის ოქროს მამალი და ყივილს იწყებს მას ბანს აძლევენ მახლობელ სოფლის მამლები, ერთხელ როცა გამოვიდა მარიამ დედა და დავარცხნა დაიწყო ერთი თათარი მიეპარა და დაჭერა დაუპირა, ამ დროს მას ხელი გაუშეშდა და სანამ არ შეევედრა მარიამს და გიორგის მანმადე არ გაუცოცხლდა, ამის შემდეგ იგი მოინათლა და გახდა ქრისტიანი.ამ ტაძარს ისტორიკოსები მოიხსენიებდნენ “პატარა ეკლესიად” ,მაგრამ ინგილოები მას მოიხსენიებენ დიდ საყდრად, ვ. კოტეტიშვილს ალბა თარ უნდახავს საქმხრეთაღმოსავლეთით მისგან ორი კილომეტრით დაშორებით არსებული კავკასიონის ალაზნის ველისკენ გამოწვდილი ტოტის კედელზე ამაყად შემართული ტაძარი, თორემ ვერ დაუძახებდა მას პატარა ეკლესიას, ზოგადი ხედის სიმშვენიერით ქურმუხის საყდარი ალბათ შეიძლება თამამად ჩავაყენოთ ყველაზე შთამბეჭდავ ქართულ ძეგლთა რიგში.
კახი ლექართი, იგივე ლექითი საეკლესიო კომპლეკსი, სიუხვით იგი გამოირჩევა სხვა დასახლებული პუნქტებიდან, სოფელტან ორი კომპლექსია გადარჩენილი, ერთი მათგანი სოფლის ჩრდილოეთით მდებარე მონასტერყ წარმოადგენდა, ხოლო მეორე სოფლის განაპირას. მის სამხ. აღმოსავლეთით არსებული თეთრი სამღვდელოებისათვის განკუთვნილი ნაგებობათა ანსაბლად მოსჩანს, ქვედა კომპლექსი შედგებოდა ორი ეკლესიის,სასახლის,აბანოს,ქარვასლისდა სხვა ნაგებობებისაგან, ეკლესია აგებულია VIII-IX ს. მდ. ლექართის წყლის (ლექით-ჩაის) ხეობის ნაპირზე
კახი ლექართის გვერდით არის სოფელი ყუმი, რომელშიც დღესაც დგას მაღალაშვილისეული ოთხთავის 1310წ მინაწერში მოხსენიებული ღვთისმშობლის VIIIს
კახი მაღალაშვილისეული ოთხთავის მინაწერში ჩამოთვლილი ეკლესიებიდან ჩვენთვის ცნობილია კიდევ ერთი, კასრის წმ.სამების საყდრის ნანგრევები. ქ.კახის მოსახლეობა დღესაც მიუთითებს ქალაქის დასავლეთ განაპირას. მდ.კობალის მარჯვენა მხარეს ე.წ საყარაულო მთაზე არსებულ ეკლესიის ნანგრევებზე, მის სამხრეთ აღმოსავლეთით, დაახლოებით რამოდენიმე მეტრის მოშორებით , ბექობის ფერდში შეჭრილია რიყისა და ფლეთილი ქვის ნაგები ვიწრო სათავსი, მისი სიგანეა 1მ, სიგრძე 4 მეტრამდე, სიმაღლე 2,1 მეტრამდე იგი ნახევარწრიული კამარითაა გადახურული, სამწუხაროდ დღეს დაზუსტებით შეუძლებელია მისი დანიშნულების ამოცნობა, მის სამხრეთით ჩანს ქვით ნაგები და შიგნიდან გალესილი ცისტერნ, მისი სიგრძე სიგანე დაახლოებით 2 მეტრია გადმოცემით ეს იყო საზედაშე ქვევრი (ინგილოურად “დადაშა” ეს ქვევრი ჩვენც გვაქვს*)
კახი კახის რაიონში მდ.ქურმუხის ხეობაში არის ქურმუხის ციხე ”სიმაგრე დიდშენი და აქ სახლი ალი სულტანისა” მდინარე ქურმუხის და აყ-ჩაის შესართავთან
კახი სოფ. ყუმში მიმავალი გზის მარცხენა მხარეს, მინდორში დგას ეკლესიის ნანგრევები რომელიც VIII-IX საუკუნის უნდა იყოს
კახი ზაქათალის ძველ გზაზე სოფ. ზარნასთან (ძვ. ზარი) აღმართული მთის წვერზე, ტყეში არის ფერი-ყალის სახელით ცნობილი ეკლესია, რომელიც მოხატულიც ყოფილა და თავისი არატრადიციული გაეგნობით ანალოგს ვერ პოულობ ქართულ ხუროთმოძღვრებაში, თუმცა გარკვეული მსგავსება შეინიშნება საქართველოს მეორე განაპირა მხარის შავიზღვისპირეთში აგებულ დრანდის ტაძართან
შექი ქალაქ შექიში სოფელ გიშში დღესაც დგას XI საუკუნის ეკლესია, რომელიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია
შექი შექის რაიონში სოფ.ორთა-ზეიზითში (ძვ.ზედგიზეთი) არის ეკლესისს ნანგრევები, ეკლესია წარმოადგენდა “თავისუფალი ჯვრის” ვარიანტს, ეს ეკლესია მოხატულიც ყოფილა და ზედ ქართული ასომთავრული წარწერებიც განირჩეოდა თურმე,
შექი სოფ ვედისსა და ბაშ-კუნკუტის მიდაოებში, ვედისთან ხეობაში, სერის ფერდზე დგას ერთი საყდარი ხოლო ბაშ-კუნკუტთან დარბაზული ეკლესიის ნაშთიც ყოფილა რომელიც X-XI საუკუნით თარიღდება
შექი სოფ. ჭალეთშიც ყოფილა დარბაზული ეკლესიის ნანგრევები
და ბოლოს ჩამონათვალს დავასრულებ სახელგანთქმული ე.წ კავკასიის დიდი კედლის მოხსენებით, რომლის ფრაგმენტებიც დღემდე შემორჩენილია სოფ, კატეხთან, გადმოცემით ეს კედელი თამარ მეფეს უკავშირდება ხოლო მის გადაკეთებას გულახუ-ხანს უკავშირებენ, თუმცა სხვა ვარაუდით ეს კედელი უფრო ადრინდელი ეპოქის უნდა იყოს
დაწვრილებით იხილეთ ლინკი
www.hereti.org