#58668692 · 5 Dec 2021, 13:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესენი რომ წავიკითხე ეხლა გამახსენდა. იუსტინე ბრინიონი კიდე თუ რაღაც . როგორ გიჟდებოდა თავიდან ხალხი სერიალებზე. მოჭიდავეების სპორტული შეკრება იყო ბაზალეთის სპორტულ კომპლექსში ზოგი თოკზე ძვრებოდა, ზოგი დარბოდა თუ ტატამზე ჭიდაობდა. უცებ ვიღაცამ ხუანი და მონიკა იწყებაო და მწვრთნელებიანად 20 კაცმა ყველაფერი მიატოვა და ერთ პატარა ოთახისკენ გაიქცნენ სადაც ძალიან პატარა ტელევიზორი იდგა და ვინც ოთახში ვერ შეეტია გარედან უყურებდა. 7 წლისა ვიყავი იმ დროს მაგრამ იმდენამ მკვეთრი იყო მათი საქციელი კარგად დამამახსოვრდა). ისიც სასაცილო იყო როცა შუქი გაითიშებოდა მეზობელს ქონდა პატარა 12ვატიანი ტელევიზორი რომელიც მანქანის აკუმლაპორზე მუშაობდა გამოიტანდა ეზოში მანქანაზე ჩართავდა და მთელი სამეზობლო ახლომახლო კორპუსებიდან 50 კაცზე მეტი მოხუციან ბავშვიანად მისჩერებოდა იმ პატარა ეკრანს).
This post has been edited by daviti35 on 5 Dec 2021, 13:08
|