მოკლედ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადა. ძალიან საინტერესო ლოგიკური ჯაჭვია, აქვს თუ არა მას აზრი, თავად განსაჯეთ. თქვენს წინაშე აიგება კონსტრუქცია იმ ძალიან კარგად დადასტურებული ამბისა, რომ მსოფლიოში დაწყებული ელემენტალური ტურნირებიდან და დამთავრებული ე.წ. რევოლუციებისა და ამომავალი ვარსკვლა ბიჭუნა პოლიტიკოსების თავბრუდამხვევი კარიერების პროექტები, მინიმუმ 3 - 6, ან და 20-25 წლით ადრე იგეგმება ........
მაშ ასე როდესაც 2007 წლის ივნისში საზოგადოებას წარუდგინეს ლონდონის მომავალი ოლიმპიური თამაშების ლოგოტიპი, რომლის შექმნაში £ 400 000 დაიხარჯა, მრავალი ადამიანი ძლიერ აღშფოთდა. მათ ვერ გაიგეს ასეთ საშინელ ლოგოტიპში რა საჭირო იყო ასეთი კოლოსალური თანხის გადახდა. ზოგს ლამის ეპილეფსიის შეტევები დაემართა.

საზოგადოების უდიდესი ზეგავლენის მიუხედავად, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ის მაინც დაამტკიცა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოცემული ლოგოტიპი მათთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. იბადება კითხვა, რატომ? არის სხვა მრავალი ვერსია, მაგრამ ყველა მათგანი მოწოდებულია მხოლოდ ყურადღება გადაიტანონ ძირითადი ლოგოტიპიდან. როდესაც მას უყურებ, ადვილად შეამჩნევ თარიღს - 2012. მაგრამ რას აკეთებს მანდ წერტილი?
აი, რისთვისაა ის საჭირო.

შეგვიძლია თუ არა ჩავთვალოთ, რომ ეს ოლიმპიადა წინ უძღვის სიონის, ანუ ახალი იერუსალიმის დამყარებას?
წავიკითხოთ უილიამ ბლეიკის ლექსი "იერუსალიმი"

XVIII საუკუნის მწერალი, მხატვარი და ეზოთერიკი, უილიამ ბლეიკი მასონი იყო. ხომ არ იყო ეს ძველი ლექსი დღის საიდუმლო განაწესი, რომელიც ახლა ყველას თვალწინ დევს?
მიუნჰენის 1972 წლის ოლიმპიადის კავშირი 2012 წლის ოლიმპიადასთან
მიუნჰენის ოლიმპიადა გახდა პირველი ოფიციალური საერთაშორისო ტერორისტული შეტევის ადგილი, რომელიც განახორციელა ტერორისტულმა დაჯგუფებამ "შავმა სექტემბერმა" (ყურადღება მიაქციეთ. მეცხრე თვე - 9/11) და იასერ არაფატთან იყო დაკავშირებული. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ღებულობდა 121 ქვეყანა.
მივმართოთ ციფრებს:
1234123 (პირამიდა) = 11:11 х 11:11 (ანუ, 11,11x 11,11).
121 ქვეყანა = 11:11 (აქაც: 11x11).
11 დაღუპული
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუნჰენის ოლიმპიური თამაშები გახდა მსოფლიო საფეხური გლობალური ტერორიზმისა და რიცხვ 11-ის "აქტივაციისთვის".
იხ. ვიდეო: ლონდონის სტადიონის ვიდეოპროექტი.
http://www.youtube.com/watch?v=bQ85HkWwYCw...player_embeddedთუ ვივარაუდებთ, რომ 2012 წელს ჩვენ ვიხილავთ ლონდონს, როგორც ახალ იერუსალიმს ახალი მსოფლიო წესრიგისთვის (გლობალური მთავრობა ერთი მსოფლიო რელიგიით), როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს? შეიძლება თამამად ვამტკიცოთ, რომ ტერაქტები უკვე აღარ ასრულებენ გლობალური ერთობის გასაღების ფუნქციას. ამისთვის "მეორე ბიბლიური მოსვლაა" საჭირო, - საფრთხე კოსმოსიდან, ან კიდევ ორივე ვარიანტი ერთდროულად.
ფილმში "მოჩხუბართა კლუბი" მთავარი პერსონაჟი ტაილერ დერდენი (ბრედ პიტი) ფილმში ამონტაჟებს მოკლე პორნოგრაფიულ კადრებს, რომლებიც მაყურებლისთვის შეუმჩნეველია, მაგრამ წარმატებით ინერგება ქვეცნობიერებაში. ეს მიანიშნებს, თუ როგორ მუშაობენ ყოველდღიურად პლანეტის დაპროგრამებისთვის...
ამ ვიდეორგოლში კი რას ვხედავთ? მფრინავ თეფშებს, ქუჩაში მოსიარულე რობოტებს... ვინ მოიფიქრა ეს ყოველივე?
0:40 = 11:11 – 4 საყვირი.
1:00 წუთი = ამო უკვე დაფრინავს ლონდონში ყველას თვალწინ
2,00 წუთი = გიგანტური რობოტები ქუჩაში დასეირნობენ.
და ეს ყოველივე გაკეთებულია ერთი მიზნით - ჩათესონ მარცვლები ჩვენს ცნობიერებაში.
ლონდონის ოლიმპიური თამაშები. ლოგოტიპის შესახებ.
ლონდონის მომავალი ოლიმპიადის მოვლენებისა და ყალბი "უცხოპლანეტური" შემოჭრის (ან "მეორედ მოსვლის") გეგმების გასაშუქებლად დავუბრუნდეთ მომავალი ოლიმპიადის ფესვებს - მის ემბლემას.
ემბლემა კომპანია Wolff Olins-მა შეიმუშავა. ისინი არიან პასუხისმგებელნი ბრენდისთვის (დიზაინი GE Capital, Sony Ericsson, Unilever და (RED)). კომპანია დაფუძნებულია ლონდონში, Camden Town-ში 1965 წელს, დიზაინერ მაიკლ ვოლფისა და სარეკლამო სააგენტოს ხელმძღვანელის უოლლი ოლინსის მიერ. ორივე მათგანმა 1983 და 2001 წლებში (შესაბამისად) დატოვა ბიზნესი, თუმცა ამ სფეროში ჯერ კიდევ აქტიურობენ. 1965 წლიდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე Wolff Olins ცენტრალურ როლს თამაშობდა ევროპაში კორპორატიული იდენტურობის განვითარების საქმეში. ამ ფირმის ვებ-გვერდზე თუ შევიხედავთ, სიონთან დაკავშირებულ მეტ გამოსახულებას ვიხილავთ.
სიონი
რა არის ეს? შემთხვევითია თუ არა ის, რომ ლონდონის ოლიმპიადის ლოგოტიპი სიონის ანაგრამას წარმოადგენს და, რომ მისი შემქმნელი სააგენტოს საიტზე ასევე შესაძლებელია ამ სიტყვის მოპოვება? არა, შემთხვევითობა აქ გამორიცხულია!.
სიონი (ებრ.צִיּוֹן, ციიონ; ტრანსლიტერაცია - სიონი).
უმრავლესობის აზრით, უოლლი ოინსი, საუკეთესოა საქმიანობის თავის სფეროში. და საერთოდ რა კაცია ეს ოლინსი? ის დაიბადა 1930 წ. ლონდონში. ებრაელ ემიგრანტთა ოჯახში. მისი მამა იყო დიდი ოჯახის მეორე შვილი, რომელიც ავითარებდა საგზაო-სატრანსპორტო ბიზნესს. დედა ფსიქიურად იყო დაავადებული. ხოლო მამამ, რომელიც მასონი იყო, დაიყოლია შვილი მის გზას გაჰყოლოდა. და ამის შემდეგ კიდევ ვიღაცამ შეიძლება იკითხოს რატომ არის კორპორაციის ემბლემებზე "ყოვლისმხედველი თვალი" ან სხვა დაფარული სიმბოლიკა? ყველაფერი ურთიერთკავშირშია.
ამრიგად, თუ შევაჯამებთ, ადამიანი, რომელიც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლოგოტიპის შემქმნელ კომპანიას მეთაურობს, არის მასონი.
2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშები. ქუჩების სქემა.
ამ გამოკვლევაში სულაც არ ვაპირებთ ადამიანებში პანიკის გამოწვევას ან შიშის ატმოსფეროს დანერგვას, ან კიდევ სიძულვილისა და აკვიატებული აზრებისთვის პლაცდარმის შექმნას. ჩვენი მიზანია - ინფორმირებულობის მომატება. შემდეგ, თუ ეს ყოველივე ნამდვილად მოხდება ლონდონის ოლიმპიადაზე, რომ არ გაგაცურონ, შესაძლებლობა გექნებათ ყოველივეს შეხედოთ კრიტიკული თვალით.
ლონდონში სტრატფორდი გახდება ოლიმპიური სოფლის მასპინძელი. როგორც ოფიციალურად ირწმუნებიან, მოცემული არეალი, უკანასკნელი ხელუხლებელი მიწა იყო ლონდონში. რა წარმატებაა, არა?! ან ამ მიწის ნაკვეთს შეგნებულად ხელს არ აკარებდნენ მრავალი წლის განმავლობაში სპეციალურად ოლიმპიადისთვის?! ჩვენ, მეორე ვარიანტს ვირჩევთ.
შევხედოთ ოლიმპიადას ზემოდან, GOOGLE MAPS-ის მეშვეობით

მაშ ასე, მომავალ ოლიმპიურ სოფელს შევხედოთ ზემოდან. ერთის შეხედვით ისეთი არაფერი, აღნიშვნად რომ ღირდეს. ეს ადგილი თითქოსდა არაფრით გამოირჩევა სხვა ადგილებისგან. მაგრამ ეს რა არის?! დააკვირდით გზებისა და ქუჩების სახელწოდებებს, რომლებიც გარს აკრავს სოფელს! თქვენ ნახავთ, რომ მთელი სოფელი გარშემორტყმულია ბიბლიური და მისტიკური სახელწოდების მქონე გზებითა და ქუჩებით!!!
გზები
1) EAST CROSS ROUTE ( ანუ A’20’12 A12 ) და "აღმოსავლეთი გადაკვეთა" (THE EASTERN CROSS)
მართლმადიდებლური ჯვარი (რომელიც ასევე ცნობილია, როგორც Crux Orthodoxa, ბიზანტიური ჯვარი და, რომელსაც "რუსულ ჯვარსაც" უწოდებენ) შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც საპატრიარქო ჯვრის მოდიფიკაცია. დააკვირდით, EAST CROSS ROUTE (ისტ ქროს რუტ)-ს აქვს მეორე სახელწოდებაც - A12.
დიდ ბრიტანეთში ასობით გზაა, და როგორია ალბათობა იმისა, რომ სწორედ ეს ორი გზა, რომლებიც ოლიმპიურ სოფელს აკრავს, მიეცემათ ისეთი ციფრული სახელწოდება, რომელთა გადაკვეთა მოგვცემს A’20’12 ?
ასო "A", ეს არის დასრულებული პირამიდა! ძალიან სიმბოლურია, რომ ორი მიმდებარე და ერთმანეთის გადამკვეთი გზა წარმოქმნის ჯვარს, და სახელწოდებაში აქვს პირამიდა და რიცხვები (20) 12.
2) კარპენტერ როუდი და "იოსები"
იოსების პროფესია სახარებაში τεκτων-ად იწოდება. ეს ბერძნული სიტყვა სხვადასხვა ხელოსნობაზე მიანიშნებს, სახარებაში კი ის ხუროს აღნიშნავს.
3) აღმოსავლეთის დიდი გზა და აღმოსავლეთის ვარსკვლავი
აღმოსავლეთის ვარსკვლავი უმსხვილესი ორდენია, რომელსაც შეიძლება შეუერთდნენ, როგორც კაცები, ასევე ქალებიც. მისი დამაარსებელია ბობ მორისონი (1850 წ.), იურისტი, პედაგოგი და მასონი.
აღმოსავლეთის ვარსკვლავის ორდენი - პარამასონური ორდენია. მისი მთელი სიმბოლიკა და სწავლება დაფუძნებულია ძველ და ახალ აღთქმაზე. მაგრამ ორდენის წევრობა ითხოვს მხოლოდ უზენაესის ყოფიერებისადმი რწმენას, და არა რომელიმე კონფესიისადმი კუთვნილებას ან მხოლოდ ქრისტეანული სარწმუნოების აღსარებას.
ორდენის ლოგოტიპი
ორდენის ემბლემა გახლავთ გადმობრუნებული პენტაგრამა, რომელიც ასევე დაფიქსირებულია ბრიტანულ პასპორტებში. ეს აგრეთვე გახლავთ წარმართული "ღვთაება" სატურნის სიმბოლო.
4) ანგელ-ლეინი და მთავარანგელოზი გაბრიელი/ სულიწმიდა.
ანგელოზები ესტუმრნენ მარიამს და იოსებს და გამოუცხადეს მათ ქრისტეს დაბადება. მთავარანგელოზი გაბრიელი მარიამს ნაზარეთში ეწვია. ის დაწინდული იყო იოსებზე და იყო ქალწული. გაბრიელმა აუწყა მას, რმ მისგან იშვებოდა ძე ღმრთისა. რომ ღმრთის ძლიერება შესაძლებელს გახდიდა ზეგარდმო ჩასახვას.
5) ტემპლ-მილს-ლეინ
ადრე იქ იყო წყლის წისქვილები, რომლებიც ტამპლიერებს ეკუთვნოდა ("ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღარიბ ჯარისკაცებს", - როგორც უწოდებდნენ საკუთარ თავს ტამპლიერები).
6) ჩერჩ რაუდი
მართალია, ეს რუქაზე ნაჩვენები არ არის, მაგრამ გზები ჩრდილო-აღმოსავლეთ პერიმეტრზე თავის დასაწყის იღებენ ქრისტეანული ადგილიდან, სადაც საეკლესიო-რელიგიური რიტუალები აღესრულებოდა.
ლეი ხაზების განლაგება
ოლიმპიური თამაშების არეალლი განლაგებულია ლეიტონსა და ლეიტონსტოუნს შორის. სიტყვა "ლეი", რომელიც ამ სახელწოდებებში ფიგურირებს, ლეის ხაზებს გვაგონებს.
მათთვის ვინც არ იცის ეს რა არის: მთელი რიგი ისტორიული და წინარეისტორიული ობიექტების ეს განლაგება პირდაპირ ხაზზე სოფლის დასახლებაში პირველად XIX საუკუნეში შენიშნეს. ფართო საზოგადოების ყურადღება კი ამ მოვლენას 1925 წ. ალფრედ უოტკინსის წიგნის "ძველი, პირდაპირი გზა" გამოქვეყნების შემდეგ მიექცა. უოტკინსმა პირდაპირ მონაკვეთებზე განლაგებულ წინარეისტორიულ მიწურ ნაგებობათა მთელი ქსელი აღმოაჩინა. ესენი იყო მეგალითები, ძეგლ-ჰენდჯები, ქვის წრეები, შუასაუკუნეების ეკლესიები და ა. შ. მან, რამოდენიმე მილის მანძილზე, ერთ ხაზზე განლაგებულ მსგავს ნაგებობებს, "ლეი" უწოდა.
დასკვნა
ძალიან მრავალი ფაქტორი მეტყველებს იმაზედ, რომ ეს ადგილი შემთხვევით როდი აურჩევიათ. გზები ამ კომპლექსის გარშემო შეიცავენ მასონურ და ბიბლიური მინიშნებებს, რომლებიც დიადი რიტუალის ნაწილების უნდა გახდნენ. თამაშების ჩატარების ადგილი იმყოფება ლეი-ხაზზე... რომელზეც, ყველაფრის გარდა, ცნობილი უძველესი ოკულტური ნაგებობა "სტოუნჰენდჯი", გლასტონბერი ტორი და ეივბერი იმყოფებიან. გასაოცარია! შეიძლება კი ყოველივე ამის შემდეგ რაიმე დამთხვევაზე ლაპარაკი?
http://www.apocalypse.ge/usjuloebis_saidum..._olimpiada.html This post has been edited by ke-isari on 30 Jul 2012, 23:09