დიდგორის ბრძოლა ან ძლევაჲ ოცნებაჲ (2012 წლის 1 ოქტომბერი),
2012 წელს მეოცნებე I-მ ხარკი შეუწყვიტა ნაცებს.
შემდეგ შეუდგა ნაცების მიერ მიტაცებული ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას, შემეიარა თბილისი, ქუთაისი, ოზურგეთი, მცხეთა, გორი, ბათუმი და ა.შ.
ნაცებს აღა ყადაღ-ხანი სარდლობდა.
მოკავშირეთა დარტყმა სწრაფი, გადამწყვეტი, თავზარდამცემი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ შეკრიბეს საუკეთესო მეომრები: ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", "რესპუბლიკელები", "კონსერვატორები", "მრეწველები".
ბრძოლა ავლაბრის სასახლესთან მოხდა, ლაშქარს გამოეყო გუბაზი და მკერდით შეანგრია სასახლის კარიბჭე.
ნაცთა დევნა 7 დღეს გაგრძელდა...
ამ ბრძოლას უდიდესი პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა: ერთის მხრივ ნაცთა პარტია დაირღვა, მისი ზინდერები კი პირწმინდად განადგურდა. მეორეს მხრივ გაოცებულ თანამედროვეებს საქართველო წარუდგა, როგორც რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო.
ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება მოქ. კავშირის მოდგმისგან და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%...%83%9A%E1%83%90