10 აგვისტოს ზუგდიდიდან ფეხით წამოსულმა ქეთო გადელიამ თბილისამდე ჩამოაღწია და ავლაბრის რეზიდენციასთან შეჩერდა. ის პრეზიდენტთან რამდენიმე წუთით შეხვედრას ითხოვდა, რომ ზუგდიდში, გაურკვეველ ვითარებაში შვილის გარდაცვალების შესახებ გამოძიების ობიექტურად დასრულება ეთხოვა.
ქეთო გადელიას ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია. მისი მეუღლე აფხაზეთის ომში აფეთქებისას კვამლით მოიწამლა და გარდაიცვალა. 3 მცირეწლოვანი შვილი ქეთო გადელიამ მარტომ გაზარდა.
როგორც "ლიბერალს" გადელიამ მოუთხრო, მისი უფროსი შვილი, 24 წლის ბადრი ტაბიძე ახალ წელს თბილისიდან ზუგდიდში დეიდასთან ჩავიდა სტუმრად. შემდეგ კი, ნასვამი კონცერტზე წავიდა, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. სოფელ ოდიშის გზაზე გარდაცვლილი იპოვეს.
ბადრი ტაბიძის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი ამ დრომდე გამოუძიებელია. დედამისი მიიჩნევს, რომ გამიოძიება განგებ ჭიანურდება, რადგან მისი შვილის მკვლელობაში პოლიციაა ჩარეული და საქმეს ზუგდიდის პროკურატურა ამიტომ არ ხსნის.
,,ამაში პოლიციაა ჩარეული და ასეთ დღეში მიტო ვართ, თორემ პოლიცია რომ არ იყოს, ამდენი ხანი გახსნილი იქნებიდა” - ამბობს გადელია.
გარდაცვლილის დედან სამართლიანობის აღსადგენად პრეზიდენტთან შეხვედრა და გამოძიების უზრუნველყოფის თხოვნა გადაწყვიტა. 26 მაისს ის შვილის მკვლელობის ადგილიდან ფეხით წამოვიდა თბილისში, რომ ამგვარად მედიისა და პრეზიდენტის ყურადღება მიექცია, თუმცა, რიკოთის უღელტეხილიდან პროკურატურის წარმომადგენლებმა გადელია უკან დააბრუნეს და აღუთქვეს, რომ ბადრი ტაბიძის გარდაცვალებას 2 თვეში საბოლოოდ გამოიძიებდნენ.
გადელია ყვება, რომ საქმის გამომძიებელი გამოცვალეს. ახალმა გამომძიებელმა, მერაბ შენგელიამ გამოძიება კარგად წარმართა, მაგრამ ვერ დაასრულა. დათქმული ორი თვის გასვლის შემდეგ პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ გარდაცვლილის დედას გამოძიების გაჭიანურების მიზეზად ექსპერტიზა დაუსახელა და უთხრა - ,,ჩემი ფულით ჩაგისხამ ბენზინს მანქანაში და გაგიშვებ ზუგდიდში და სთხოვე ექსპერტს, რომ ეს ამბავი დამიჩქაროსო. მე ავწიე ხელი და ვუთხარი, რომ თქვენთან არაფერი საქმე არა მაქვს. ბოლო წერტილი დამრჩა რომ პრეზიდენტთან წავიდე და ყველაფერი მოვახსენო-მეთქი”.
ამის შემდეგ გარდაცვლილის დედა თბილისში ფეხით ხელმეორედ ჩამოვიდა. მასთან ერთად იყო ქალიშვილი ლიკა ტაბიძეც. გადელიამ ადმინისტრაციასთან 4 დღე გაატარა და ამბობდა, რომ სანამ სააკაშვილს არ ნახავდა, ტერიტორიას არ დატოვებდა. ,,აქედან არ წავალ. თუ მომკლავენ და მომკლავენ, თორემ ისე არ წავალ”- ამბობდა ის ლიბერალთან საუბარშიც.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გადელიას პრეზიდენტის სახელზე განცხადება დააწერინეს, რატომ სურდა პირველ პირთან შეხვედრა, შემდეგ კი იუსტიციის სამინისტროში გადაამისამართეს, საიდანაც გადელიას შვილის საქმის შესახებ პასუხი დღეს უნდა მოსვლოდა. თუმცა, როგორც მისი ქალიშვილი, ლიკა ტაბიძე ამბობს, დღეს სამინისტროსგან არაფერი გაუგიათ.
ლიკა ტაბიძე დღეს "ლიბერალთან" საუბარს თავს არიდებს. დედა-შვილმა პრეზიდენტის რეზიდენცია დატოვა და ახლა ზუგდიდში არიან. ქეთა გადელიასთან ტელეფონით დაკავშირება ამჟამად შეუძლებელია, ლიკა ტაბიძე კი არ საუბრობს იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს ზუგდიდში დაბრუნება. ,,მკვლელობა აქ მოხდა და გამოძიებაც ზუგდიდშიაო, ასე გვითხრეს” - ამბობს გარდაცვლილის და. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ქეთა გადელია და ლიკა ტაბიძე წუხელ ღამით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მანქანაში ძალით ჩასვეს და ზუგდიდში
http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/112160/მოკვდებოდა,რომ შეხვედროდა?
This post has been edited by ბექექს on 14 Aug 2012, 17:13
აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.
ჯორჯ ბერნარდ შოუ