"ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანია ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ზუგდიდში ალასანიას მაჟორიტარად წარდგენისას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ალასანიას კარგი ბიოგრაფია აქვს, მამასთან ერთად თავადაც იბრძოდა აფხაზეთის ომში და კარგად იცნობს ადგილობრივების პრობლემებს.
ივანიშვილმა პირობა მისცა ზუგდიდელებს, რომ აუცილებლად გაიმარჯვებენ 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. მისი თქმით, "ქართული ოცნების" მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის დასაქმება და ტერიტორიების დაბრუნება იქნება.
"ამ ხელისუფლებას არ უნდა თავისუფალი ხალხი, ჩვენ ხალხს დავუბრუნებთ თავისუფლებას, მოემზადეთ გამარჯვებისთვის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბიზნესის თავისუფლება იქნება. "ჩვენ ამას შევასრულებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილიმა.
"ქართული ოცნების" ლიდერმა აღნიშნა, რომ კოალიციის მიერ განხორციელებული კარდაკარისას გამოჩნდა, რომ სამეგრელოში ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
"ჩვენს მიერ ჩატარებული კარდაკარისას ხალხი გულახდილად ამბობდა, რომ მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას", - აღნიშნა კოალიციის ლიდერმა.
ირაკლი ალასანიამ კი, მხარდამჭერებს არჩევნებში გამარჯვების პირობა მისცა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...tsaradgina.html

ზუგდიდში ალასანიას კონკურენციას არაოფიციალური ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობიდან"
როლანდ ახალაია, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიიდან" კი
კახა ჯიქია გაუწევს.
"ახალი მემარჯვენეებიდან" კი ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
მანანა ნაჭყებია იქნება.
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?