დიდი განსხვავება არაა თუმცა მოდი მაგ მცირე განსხვავებას ჩავუღრმავდეთ
12/6* 4/1 ამ სვლის შემდეგ მოწინააღმდეგეს აქვს ვარიანტები შაშის 11 + 42+24 ანუ სულ 13 ვარიანტი 36 დან დაახლოებით 36% დაგარტყავს
12/6*/3 ამ სვლის შემდეგ მოწინააღმდეგე შენს ქვას არტყავს იაქეს 11 ვარიანტით + 66 სულ 12 ვარიანტი 36 დან 33.3% გამოდის
მაშ რატომ ვირჩევთ პირველ ვარიანტს სადაც უფრო მეტი რისკია? ნარდში ხომ უფრო ნაკლებ რისკიანი სვლა უნდა ავირჩიოთ?!
საქმე იმაშია რომ პირდაპირი გარტყმის შანსი კი არის 3%-ით მეტი მაგრამ მასეთი სვლის შემთხვევაში შენი პოზიციები მყარდება 3% ზე მეტად
რა ამყარებს შენს პოზიციებს რომელი ვარიანტები (გამოვრიცხოთ პირდაპირი დარტყმის ალბათობები ეს უკვე დავთვალეთ და პროცენტულად რა სხვაობაა გავიგეთ)
იაქის დახურვის შემთხვევაში მოწინააღმდეგეს გასაცოცხლებლად აქვს აგრეთვე ორიანის პუნქტი 9 ვარიანტი (ანუ 25% 42-24-ის გამოკლებით) ეს პუნქტი შენთვის საკმაოდ უსაფრთხოა რადგან მომდევნო სვლაზე საკმაოდ კომფორტულად იგრძნობ თავს შეიყვან 12 პუნქტზე მყოფ ქვას კარშიან 6 იანიდან ააცლი არაა გამორიცხული ჩახურო კიდეც დუს კარი თუ 5-6 არ მოვიდა ან დორიჩარი ეგეც 22%-ით ზრდის შანსებს
მეორე ვარიანტში იკვეთება ასეთი სტრატეგია: თუ მოწინააღმდეგეს დაუტოვებ იაქის კარს გახსნილს და მას არ მოუვა პირდაპირი დამრტყმელი ის მაინც იტოვებს შანსს რომ შენი 6-4 შემთხვევაში გაიხსნება კარი და დაგიჭერს
ასევე შენი 55 მოსვლის შემთხვევაში მძიმე სიტუაციაში ჩავარდები
ერთბაშად გეხსნება იაქის დუს და ფანჯის კარებები

კიდევ შესაძლებელია მას მოუვიდეს უბრალოდ 6 იანი (66-ის გარეშე) ის ვერ გარტყავს მაგრამ შენ დგახარ საფრთხის წინ რომ მოგივიდეს 11 12 13 14 15 23 24 22 ეს კი 14 ვარიანტია 39% კიდევ რომ გახსნილი იჯდეს შენი ქვა
შემდეგ კი მას აქვს დაახლოებით 30-35% შანსი შენი დაჭერის
მიუხედავად ამისა სვლებს შორის დიდი განსხვავება არაა მსგავს შეცდომებს ნებისმიერი მოთამაშე ნებისმიერ თამაშში უშვებს ჩვენ ჯობია უფრო მძიმე შეცდომები განვიხილოთ ვიდრე ასეთ წვრილმანებზე დავხარჯოთ დრო
This post has been edited by exploit on 21 Jul 2012, 22:58