სახელისუფლებო მკვლელობები http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestr...07-2012%2022:112006 წლის 12 იანვარს, მეტროპოლიტენის სადგურ "სამგორთან" კუდ-ის სპეცრაზმელებმა ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სპეცოპერაციის ჩატარებისას სამი ახალგაზრდა დაცხრილეს. ეს საქმეც გახმაურებულ მკვლელობათა რიცხვს შეემატა, რომელსაც, გარემოებათა გამო, ჩანს, არავინ გამოიძიებს. სპეცოპერაციის დეტალებით ორგანიზაცია "დაიცავი სიცოცხლე" დაინტერესდა, აჭარაში ჩავიდა და მოკლული ბიჭების ოჯახებს შეხვდა.
ოფიციალური ვერსიით, "კალაშნიკოვის" სამი ავტომატით შეიარაღებული 17 წლის მურად გორგაძე, 21 წლის რომან სურმანიძე და 23 წლის მარად ართმელაძე პატიმართა მასობრივი გაქცევის მოწყობის მიზნით, ციხეზე თავდასხმას გეგმავდნენ, ისინი პატიმრობიდან გათავისუფლებაში უნდა დახმარებოდნენ გორგაძის უფროს ძმას, რომელიც სასჯელს რუსთავის #1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა. მათ ავტომატები ღობის იქით უნდა გადაეგდოთ პატიმრებისთვის.
მარად ართმელაძე და რომან სურმანიძე ბათუმის მემედ აბაშიძის სახელობის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები იყვნენ, ხოლო 17 წლის მურად გორგაძე დაოჯახებული და 7 თვის ბავშვის მამა იყო.
მოკლულთა ოჯახები კატეგორიულად გამორიცხავენ ოფიციალურ ვერსიას და მიიჩნევენ, რომ მათი უდანაშაულო შვილები სხვების დასაშინებლად, ციხეში კანონების გასამკაცრებლად და პატიმრებზე ზეწოლის მიზნით დახოცეს.
საქმის მასალებში წერია, რომ შემთხვევის ადგილიდან 92 ტყვია და ერთი მასრაა ამოღებული. სპეცრაზმელები ბიჭებს "ჩეზეს" და "კალაშნიკოვის" ტიპის იარაღებიდან ესროდნენ.
გამოძიება სსკ-ს 353-ე მუხლის II ნაწილით (შეიარაღებული წინააღმდეგობა) იმავე დღეს დაიწყო. კუდ-ის თანამშრომლების მიმართ 2007 წლის 18 ივნისს ცალკე გამოიყო საქმე მათ მიერ დამნაშავეთა შეპყრობისთვის აუცილებელი ზომების გადამეტებით მკვლელობის ფაქტზე. გამოძიება ერთ კვირაში შეწყდა, რადგან "დაადგინეს", რომ სპეცრაზმელებს აუცილებელი ზომებისთვის არ გადაუმეტებიათ.
"ყველა სიახლე" აჭარაში გარდაცვლილთა ოჯახებს დაუკავშირდა.
ნარგიზ გორგაძე, მურადის დედა (ხულო): - მურადი 17 წლის იყო, ცოლშვილიანი. ბორჯომში მუშაობდა, ვაჭრობდა, მშრომელი ბიჭი იყო. მკვლელობამდე ჩემი შვილი წალკაში, სიდედრ-სიმამრთან წავიდა, თან მეგობრები - რომანი და მარადი ახლდნენ, იქიდან თბილისში ჩამოვიდნენ. ბათუმში უნდა წამოსულიყვნენ, მაგრამ "სამგორთან" სპეცოპერაცია ჩაატარეს და უდანაშაულო ბიჭები დახოცეს, თითქოს ისინი ციხის აღებას აპირებდნენ სამი ავტომატით. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი ცუდს არაფერს ჩაიდენდა. 17 წლის ისე გახდა, ხელში იარაღი არ აუღია. თურმე როცა ესროდნენ, სპეცრაზმელებს ევედრებოდა - არ მომკლათ, დამნაშავე არ ვარ, დაგვაპატიმრეთ და სიმართლე გაიგეთო. ვის რაში სჭირდებოდა მათი სიმართლე? ჩემს შვილს 9 ტყვია დაახალეს, მეათე - საკონტროლო.
- ვინაიდან ეს ინციდენტი ხალხმრავალ ადგილას მოხდა, მოწმეებიც იქნებიან, რას ამბობენ ისინი?
- ტრაგედიის ადგილას ჯიხური დგას. იქ მომუშავე მოხუცმა ქალმა თქვა, ერთ-ერთი ევედრებოდა მკვლელებს, 7 თვის შვილი მყავს, ნუ დამიობლებთ, დაგვაპატიმრეთო, მათ კი არც მოუსმინეს. მარტო ჩემი შვილის კი არა, სამივეს პატიოსნებაში ვარ დარწმუნებული. ჩემი შვილიშვილი უკვე 4 წლის არის - რძალმა დედასთან წაიყვანა და იმის საშუალებაც არ მაქვს, ჩავიდე და ვნახო. ერთი შვილი ციხეში მყავს, მეორე მომიკლეს, ქმარიც დამეღუპა...
- ოფიციალური ვერსიით, ბიჭებს იარაღი უნდა შეეგზავნათ თქვენი მეორე ვაჟისთვის და ციხიდან გაქცევაში დახმარებოდნენ...
- ეს ზღაპარია და გამოძიების შეთითხნილი ვერსია. სად ჰქონდა ჩემს შვილს ავტომატის ფული?! წალკიდან დამირეკა - დედი, თბილისში მოვდივართ, მატარებლის ბილეთის ფული არ მაქვს, ბათუმში დამხვდი და გადამიხადეო. თუ ჩემს შვილს ხელში ავტომატი ეჭირა. ისე როგორ დაცხრილეს, ერთი ტყვია მაინც არ გაუვარდა? სამი ავტომატით როგორ უნდა აეღოთ ციხე, ან, საერთოდ, როგორ უნდა შეეტანათ, დაცვა არ არსებობს? დაჩოქილი ბიჭები ჩაცხრილეს. მურადს თავის ქალა დაშლილი ჰქონდა.
როგორც გადმომცეს, ამ ოპერაციაში ძმები ახალაიებიც მონაწილეობდნენ. უკვე მეოთხე წელია ეს ამბავი მოხდა და ვერაფერს მივაღწიეთ. უსახსრობის გამო ადვოკატის აყვანა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ბათუმში მიტინგებს ვაწყობდით. ამ სისასტიკისთვის არავინ დასჯილა...
ოთარ სურმანიძე, რომანის მამა (ქობულეთი, ციხისძირი):
- 1 იანვარს, ახალ წელს, სამივენი ჩვენთან, ციხისძირში აღნიშნავდნენ. ბიჭებმა მოილაპარაკეს, რომ ძველით ახალ წელს წალკაში შეხვდებოდნენ მურად გორგაძის სიმამრის ოჯახში. მეც ვაპირებდი წასვლას, მაგრამ უსახსრობამ შემიშალა ხელი. 9 იანვარს ბიჭები ბათუმი-თბილისის მატარებელს გაჰყვნენ. 12-ში ჩემს ვაჟს ტელეფონით ვუკავშირდებოდი 4 საათამდე, შემდეგ აღარ პასუხობდა. იმ საღამოს უნდა დაბრუნებულიყვნენ მატარებლით. 13 იანვარს დამ დამირეკა და სიმართლე დამიმალა. მითხრა, თბილისში უნდა წახვიდე, ბიჭები დაიჭირეს და მიაკითხეო.
ჩემი აზრით, ეს სპეცოპერაცია მერაბიშვილს და ახალაიას სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ციხეზე ზეწოლა განეხორციელებინათ და ხალხი დაეშინებინათ. მე სხვა ვერსია არ მაქვს.
- რას იტყვით იარაღზე, რომელიც დახოცილ ბიჭებს თურმე გვერდით ეწყოთ?
- არ დაიჯეროთ, მათ იარაღი არ ჰქონიათ. საიდან უნდა ჰქონოდათ იარაღი გაჭირვებულ ბავშვებს? სამივე ხელმოკლე ოჯახიდან იყო და თავი ძლივს გაჰქონდათ. მაინტერესებს, თუ ეს სიმართლეა, რატომ ჩემთან არ მოვიდნენ სამართალდამცველები და არ მოიკითხეს, რით იყიდეს ბიჭებმა იარაღი, რატომ არ დაგვკითხეს და გაგვჩხრიკეს? ხომ უნდა ენახათ, სად გაიზარდნენ ისინი "ტერორისტებად"? იქნებ სახელმწიფოს ჩემი დანარჩენი შვილებიც უქმნიან საფრთხეს? ან თვითონ ვერ ნახეს, ბიჭებს შრომისგან დაკოჟრილი ხელები რომ ჰქონდათ?
- თვითმხილველები რას ჰყვებიან?
- მოწმეები არიან, მაგრამ მე ვინ რას მეტყვის? იმის გარანტიაც არ მაქვს, თქვენ რომ მესაუბრებით, ორი წუთის შემდეგ ვიქნები თუ არა ცოცხალი...
როგორც მითხრეს, ართმელაძეს და სურმანიძეს ბაჩო ახალაიამ დაახალა საკონტროლო ტყვიები. პირველად მე ვნახე გვამები და საფეთქელში საკონტროლო ტყვიის კვალიც შევნიშნე. დაჩოქილი ბიჭები ჩაცხრილეს, რასაც ტყვიების ტრაექტორია ადასტურებს - ზემოდან ქვემოთ არის ნასროლი, 5-6 ტყვიაზე ნაკლები არც ერთისთვის უსვრიათ.
იმ ადგილას, კედლებზეც უამრავი ნატყვიარია. თუ იმ ბიჭებს ხელში ავტომატები ეჭირათ და ისროდნენ, ერთ სპეცრაზმელს ან გამვლელ-გამომვლელს როგორ არ მოხვდა?
- ბატონო ოთარ, გამოძიება რატომღა შეწყდა?
- უნდოდათ და შეწყვიტეს, ბიჭებისგან დანაშაულის ჩადენას ვერ დაამტკიცებდნენ, მათ სამხედრო ვალდებულება მოიხადეს, მას შემდეგ სწავლობდნენ და პატიოსნად შრომობდნენ.
- ამბობდნენ, რომ ეს ოპერაცია, ანუ გაქცევა, სამი თვით ადრე იგეგმებოდაო.
- ესეც ტყუილია. მაქვს მტკიცებულება, რომ ბიჭები თურქეთიდან ერთი თვის გადმოსულებიც არ იყვნენ - 21 დეკემბერს გადმოვიდნენ. პოლიციამ შეთითხნა ეს საქმე, რაღაცით ხომ უნდა გაამყარონ მათი ბრალი?
- რას აპირებთ?
- პურის ფულისთვის თურქეთში ვმუშაობდით. როგორც შემეძლო, გამოვხატე პროტესტი. საჩივარი არ დამიკლია, იმისთვის, რომ გამოძიება სწორად წარმართულიყო. ვიდრე პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ. ჩემი შვილის სახელის რეაბილიტაციას მაინც უნდა მივაღწიო. მე შვილი ტერორისტად არ გამიზრდია. მთელმა რაიონმა იცის, რა ოჯახი მაქვს და როგორი შვილები გავზარდე. თუ აინტერესებთ, ჩამოვიდნენ მერაბიშვილები და ახალაიები და იკითხონ. მათ და სააკაშვილმა მომიკლეს შვილი. ეგენი რომ არ იყვნენ ქვეყნის სათავეში, სამართალს ვიპოვიდი. თუ იცოდნენ, რომ ეს ბიჭები რამეს აპირებდნენ, ადგილამდე მიჰყოლოდნენ, მიეშვათ იმ დასაწვავ ციხემდე და იქ გასწორებოდნენ.
სპეცოპერაციაზე ლიკვიდირებულთა საქმე ევროპის სასამართლომ წარმოებაში მიიღოსკანდალური სპეცოპერაცია და შეწყვეტილი გამოძიება"როგორც გვითხრეს, ბიჭებს საკონტროლო ტყვიები ბაჩო ახალაიამ დაახალა" This post has been edited by m e r a on 8 Jul 2012, 23:44