#32606748 · 18 Aug 2012, 20:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რატომ გარდაიცვალა 20 წლის გოგონა 17-დღიანი მკურნალობის შემდეგ - ოჯახი გამოძიებას ითხოვს
"embed" კოდი თქვენი საიტისთვის რუსეთში მცხოვრები 20 წლის ხათუნა ბერულავა 25 ივლისს ქობულეთის გზაზე მატარებლით მგზავრობისას საწოლიდან გადმოვარდა და ხელი მოიტეხა. სწორედ აქედან დაიწყო გაუსაძლისი ტკივილის ისტორია. ქობულეთის საავადმყოფოში არასწორად გაკეთებული თაბაშირის გამო ქუთაისში გადაიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში.
ინგოროყვას კლინიკის შემდეგ აუტანელი ტკივილებისგან შეწუხებული გოგონას მკურნალობის ისტორია ჟვანიას საავადმყოფოში გაგრძელდა. გოგონას მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. თუმცა სამედიცინო ცნობაში სხვა რამ წერია.
ხათუნამ სიცოცხლე საბოლოოდ ინგოროყვას კლინიკაში დაასრულა. ოჯახი ფაქტის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.
ჟვანიას და ინგოროყვას საავადმყოფოებში ექსპერტიზის დასკვნამდე გარდაცვალების მიზეზებზე არ საუბრობენ.
20 წლის ხათუნა ბერულავას ოჯახი სიმართლისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს.
--------------------
თქვენ ფლობთ მრავალგვარ სიმდიდრეს? ნუ დაგავიწყდებათ, რომ საბოლოოდ გექნებათ ბინა - ორი ნაბიჯი სიგანეში და ექვსი-სიგრძეში!, ხოლო ერთი საფლავის ქვა სავსებით საკმარისი იქნება თქვენი დაცვისათვის. წმ. ბასილი დიდი. *** მანანა რატიანი-სვანი..... მომენატრები!
|