#32612251 · 19 Aug 2012, 11:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნამდვილი ფერცვალება ადამიანში მისი ხელახლა დაბადებაა და არა მხოლოდ სანთლის დანთება ეკლესიაში. ეს ხელახლა დაბადება უნდა ეტყობოდეს მას ქრისტიანულ სიტყვა პასუხში და ყოფაქცევაში.
იოანეს სახარება თავი მესამე
3. ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს.
4. უთხრა მას ნიკოდემემ: როგორ შეიძლება დაიბადოს მოხუცი კაცი? ხომ არ შეუძლია ხელმეორედ შევიდეს დედის საშოში და კვლავ დაიბადოს?
5. მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში.
6. ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი - სული.
7. ნუ გიკვირს, რომ გითხარი: ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი.
-------------------------- პირველი კორინთელთა მიმართ, 6:9-10
ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.
This post has been edited by temart on 19 Aug 2012, 11:18
|