ბახმაროში ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა
ნატო გოგელია, კვირა, 19 აგვისტო 2012 13:12
ამ წუთებში, ბახმაროს შესასვლელში, სადაც ტრაფარეტი _ "მე მიყვარს ბახმარო!", ორი დღის წინ განათავსეს, დაპირისპირება გრძელდება და იგი ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. პოლიციის გაძლიერებული კორდონი კურორტზე მხოლოდ ნაციონალურ მაისურებში გამოწყობილი, წინასწარ მობილიზებული საჯარო მოხელეებით სავსე მიკროავტობუსებს ატარებს. "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს და წარმომადგენლებს კურორტის ტერიტორიაზე არ უშვებენ. "ქართული ოცნების" თინეიჯერ წარმომადგენელს, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე მოხვედრას ცდილობდა, ფიზიკურად ერთ-ერთი ნაციონალური ტელევიზიის კორესპონდენტი გაუსწორდა, რომელიც, ასევე, ძალიან გააღიზიანა ინციდენტის ადგილზე "გურია ნიუსის" გადამღები ჯგუფის გამოჩენამ.
პოლიციელები ინციდენტის აღმოფხვრის ნაცვლად, მკაცრად აკონტროლებენ, რომ კურორტზე შესვლა მხოლოდ ნაციონალების მხარდამჭერებმა შეძლონ და შესასვლელი ცოცხალი ჯაჭვით აქვთ გადაკეტილი.
http://gurianews.com/index.php?option=com_...7-31&Itemid=111 * * *
ბახმაროში ნაციონალების მაისურებს არიგებენ
სახელდახელოდ მოწყობილი კარვიდან პოლიციელებს ათობით მაისური და ქუდი მიაქვთ. მაისურებს გუბერნატორის მოადგილე ლელა თავართქილაძე და ჩოხატაურის გამგებელი ლელა იმედაშვილი არიგებენ. ისინი მითითებებს იძლევიან, ვინ უნდა ჩაიცვას მაისური. პოლიციელები ჩვენს კითხვაზე, რატომ მიაქვთ ამ რაოდენობის მაისურები, არ პასუხობენ. ერთ-ერთი თქმის, ოჯახში, შვილთან მიაქვს.
ჩვენი წყაროს თქმით, პოლიციელებმა მაისურები დამსვენებლებს უნდა დაურიგონ.
http://gurianews.com/index.php?option=com_...7-22&Itemid=125 * * *
ამ წუთებში, ბახმაროს შესასვლელში, სადაც დაძაბული ვითარება კვლავ გრძელდება, ხელკეტებითა და ფარებით შეიარაღებული სპეცრაზმი გამოჩნდა. ორი სამგზავრო ავტობუსი, რომელშიც პოლიციის დამატებითი ძალები და სპეცრაზმელები არიან განთავსებული, მას შემდეგ მოიყვანეს, რაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლების, მხარდამჭერების ან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების კონცენტრაციამ, რადგან მათ კურორტის ტერიტორიაზე არ უშვებდნენ, რამდენიმე ათეულს გადააჭარბა.
პრაქტიკულად, "გურია ნიუსს" არ ეძლევა შესაძლებლობა, გადაიღოს კადრები და ახლა მხოლოდ ფარულად გადაღებული მასალის შენარჩუნება ხდება ჩვენი მთავარი საზრუნავი.
შეგახსენებთ, რომ უკიდურესად დაძაბული ვითარება ბახმაროში, სადაც საუკუნეზე მეტია, ტრადიციული ფერისცვალების დღესასწაული და დოღი იმართება, არათუ ჟურნალისტებს მოქალაქეებსაც კი გადაადგილების უფლება ეზღუდებათ.
http://gurianews.com/index.php?option=com_...7-31&Itemid=111
Man is the measure of all things: of things which are, that they are, and of things which are not, that they are not...